რატომ არის ზოგიერთ ქვეყანაში პიტ ბულის ყოლა აკრძალული და რომელ ქვეყანაში რა რეგულაცია მოქმედებს
რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში პიტ ბული ადამიანებს დაესხა თავს. მან სამი ადამიანი დაკბინა. სამართალდამცველებმა კი ძაღლს შვიდი ტყვია ესროლეს და მოკლეს იმისთვის, რომ ადამიანებისთვის სასიცოცხლო ზიანი არ მიეყენებიდა და როგორც აცხადებდნენ, იმ მომენტში სხვა გზა არ არსებობდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ჯიშის ძაღლი ადამიანებს დაესხა თავს, ყოველივემ კი საზოგადოებაში დისკუსიას დაუდო საფუძველი იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა პიტ ბულის ყოლა დაშვებული, თუ უნდა აიკრძალოს, ან დაწესდეს გარკვეული რეგულაციები მის მოვლასთან დაკავშირებით.
პიტ ბულ ტერიერი დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ ძაღლის ჯიშად მიიჩნევა, რომლის შეუპოვარი ხასიათი სისტემატურ წვრთნას მოითხოვს ლეკვობიდანვე, რათა პატრონმა შემდეგ ძაღლის მოთოკვა და აგრესიული ფონის გაკონტროლება შეძლოს. ამის გამო მისი ყოლა არაერთ ქვეყანაშია აკრძალული.არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამ ჯიშის ძაღლები სხვებზე უფრო აგრესიულები არიან. ცხოველთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ თუ პიტბული აგრესიულია, ეს შესაბამისი წვრთნის ბრალია.
საინტერესოა, რომ როტვეილერებს, დობერმანებსა და გერმანულ ნაგაზებსაც მსგავსი რეპუტაცია აქვთ, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში აკრძალვა და რეგულაცია უფრო მეტად პიტ ბულზე ვრცელდება.
რატომ არის ზოგიერთ ქვეყანაში პიტ ბულ ტერიერის ყოლა აკრძალული?
პიტ ბულებს ადამიანების ნაწილი იმისთვის ირჩევს, რომ მატერიალური მოგება ნახოს პიტ ბულების ჩხუბით და ვისაც ძაღლი ამ მიზნით ჰყავს, ისე წვრთნის, რომ უფრო მეტად აგრესიული გახადოს.
ეს აქტივობა არალეგალურია და ხშირად გამხდარა პიტ ბულების აკრძალვის მთავარი მიზეზი. ხშირია შემთხვევა, როდესაც სპეციალურად ჩხუბისთვის გაზრდილი პიტ ბული თავს ესხმის ადამიანებს და დაზიანებებს აყენებს მათ. განაგრძეთ კითხვა