"ველოსიპედებით ჩამოვედით... ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ ნეიტრალურ ზონაში“ - ვითარება ლარსზე: რას ამბობენ რუსეთიდან გამოქცეულები? | Allnews.Ge

"ველოსიპედებით ჩამოვედით... ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ ნეიტრალურ ზონაში“ - ვითარება ლარსზე: რას ამბობენ რუსეთიდან გამოქცეულები?

რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრამ­დე მო­სას­ვლე­ლად რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რი ფე­ხით და ვე­ლო­სი­პე­დით გა­მო­ი­ა­რეს ლარ­სის სა­სა­ზღვრო გამ­შვებ-პუნ­ქტთან კვლავ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სიმ­რავ­ლეა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რი ფე­ხით და ვე­ლო­სი­პე­დე­ბით გა­მო­ი­ა­რეს, რათა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრამ­დე მო­სუ­ლიყ­ვნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ დრო­ის­თვის ლარ­სის სა­სა­ზღვრო-გამ­შვებ პუნ­ქტთან მო­წყო­ბი­ლია ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პუნ­ქტი, სა­დაც რუ­სე­თი­დან შე­მო­სულ მო­ქა­ლა­ქე­ებს საკ­ვებს, წყალს და პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ე­ბის ნივ­თებს უფა­სოდ აძ­ლე­ვენ. რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მტკი­ცე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პუნ­ქტი თა­ვად "სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი რუ­სე­ბის მო­წყო­ბი­ლია“.

larsi5-43126-1664433663.jpg

"ყვე­ლას ვი­საც სჭირ­დე­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა, უფა­სოდ ვაძ­ლევთ წყალს, ცხელ სას­მე­ლებს, საკ­ვებს, პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ე­ბის ნივ­თებს და ა.შ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე რუ­სე­თის ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე გად­მო­დის. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ახლა, ჯერ კი­დევ ნე­იტ­რა­ლურ ზო­ნა­ში დგას. უმე­ტე­სი მათ­გა­ნი სწო­რედ, რომ რუ­სე­თი­დან გა­მორ­ბის. მე თვი­თონ ოთხი დღის წინ გად­მოვ­კვე­თე სა­ზღვა­რი და ახლა აქ მო­ხა­ლი­სე­ებს ვეხ­მა­რე­ბი. ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ და­ვე­ხე­ტე­ბო­დი, ადა­მი­ა­ნე­ბი მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ საკ­ვე­ბით, ცოტა ფუ­ლით, რად­გან მე თვი­თონ ყვე­ლა ნივ­თი ავ­ტო­ბუს­ში დავ­ტო­ვე და ე.წ. ავ­ტოს­ტო­პით ჩა­მო­ვე­დი აქამ­დე, რად­გან უფრო სწრა­ფად გად­მო­მეკ­ვე­თა სა­ზღვა­რი. ახლა ვე­ლო­დე­ბი ავ­ტო­ბუსს, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ რიგ­ში დგას. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ხა­ლი­სე­ებს, ესე­ნი არი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი რუ­სე­ბი. ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი აქ­ცია დღეს დი­ლი­დან და­ვი­წყეთ.

ხმე­ბი ვრცელ­დე­ბა, რომ სა­ზღვარ­თან უნდა გა­იხ­სნას კო­მი­სა­რი­ა­ტი, მაგ­რამ მე სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თი­სას იქ არა­ფე­რი და­მი­ნა­ხავს. ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­დის იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ზღვარ­ზე შე­საძ­ლოა, გაწ­ვე­ვის ბა­რა­თი გად­მოგ­ვცენ. ამით გვა­ში­ნე­ბენ, თუმ­ცა სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე­თი ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი მომ­ხდა­რა.

larsi77-43222-1664433681.jpg

სა­ზღვა­რი თა­ვი­სუფ­ლად გად­მოვ­კვე­თე, მე­სა­ზღვრე­ე­ბი ზედ­მეტ კი­თხვებს არ სვა­მენ, მაგ­რამ თვი­თონ ვლა­დი­კავ­კა­ზის მიმ­დე­ბა­რედ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა დის­კომ­ფორ­ტი შეგ­ვიქ­მნეს, ნერ­ვე­ბი შეგ­ვირ­ყი­ეს. მა­მა­კა­ცებს ავ­ტო­ბუ­სე­ბი­დან ყრიდ­ნენ, გვაწ­ვდიდ­ნენ მცდარ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ სა­ზღვა­რი უკვე და­კე­ტი­ლია, რომ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტყუ­ი­ლად მივ­დი­ო­დით და უკან მივ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით.

ვე­ლო­სი­პე­დე­ბი ვი­ყი­დეთ და ამით ჩა­მო­ვე­დით. გვი­რა­ბი­დან სა­ზღვრამ­დე 18 სა­ა­თი ფეხ­ზე ვი­დე­ქით. სულ 800 მეტ­რი გა­მო­ვი­ა­რეთ 18 სა­ათ­ში. რუ­სე­თი იქი­დან ძა­ლი­ან სწრა­ფად გვა­ტა­რებს სა­ზღვარ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო კი, პი­რი­ქით ნელა გვი­ღებს. სა­ზღვა­რი იმ­ხე­ლაა, რომ ნამ­დვი­ლი ჯო­ჯო­ხე­თია. ყვე­ლას ეში­ნია, რომ რუ­სე­თი სა­ზღვარს რე­ფე­რენ­დუ­მის შემ­დეგ ჩა­კე­ტავს, ვგუ­ლის­ხმობ რე­ფე­რენ­დუმს, რო­მელ­საც ახლა ატა­რე­ბენ. მე ვიცი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია“, - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სულ­მა ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ, რო­მე­ლიც კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ აპ­რო­ტეს­ტებს უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ქმე­დე­ბებს, პა­სუ­ხობს: "თქვე­ნი აზ­რით, ცი­ხე­ში პრო­ტეს­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია? დიახ, ჩვენ ცი­ხე­ში ვცხოვ­რობთ“.

myquiz