„ლარსზე რუსი დეზერტირების 12 კმ-იანი რიგია - მათ შორის არიან როგორც 2008 წელს ჩვენ წინააღმდეგ მებრძოლი რუსები, ისე - "ფეესბეს" აგენტები“ | Allnews.Ge

„ლარსზე რუსი დეზერტირების 12 კმ-იანი რიგია - მათ შორის არიან როგორც 2008 წელს ჩვენ წინააღმდეგ მებრძოლი რუსები, ისე - "ფეესბეს" აგენტები“

„Google Earth გვამცნობს, რომ ამ წუთისთვის ლარსზე რუსი დეზერტირების 12 კმ-იანი რიგია და იგი არ წყდება, მატულობს,“-ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აღმოსავლეთმცოდნე ზურა ბატიაშვილი წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ეს ნიშნავს ათეულ ათასობით დამატებით რუსს საქართველოში. არ იფიქროთ, რომ თბილისში და ბათუმში ბინები აღარაა და ვერსად დაბინავდებიან. სხვა ქალაქებში გადანაწილდებიან ან სულაც ქუჩებში იცხოვრებენ. მათთვის ეს საერთოდ არაა პრობლემა.

ეს მოსკოვიდან და პეტერბურგიდან წამოსული ხალხი არაა. “გლუბინკიდან” გამოქცეული სბროდია, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, არიან როგორც 2008 წელს ჩვენ წინააღმდეგ მებრძოლი რუსები, ისე - ფეესბეს აგენტები. და თან მოაქვთ თავიანთი ცხოვრების წესი მთელი თავისი “სიკეთეებით” - ფაშისტური იდეოლოგია, კრიმინალი, ლოთობა, ნარკომანია, პროსტიტუცია და ა.შ.

რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლების და სუსის იმედი არ უნდა გვქონდეს. უფრო პირიქით. ისინი მათ მხარეს არიან. განაგრძეთ კითხვა

myquiz