დიდი გაძვირების შემდეგ, საქართველოსთვის ზეთის იმპორტი იაფდება - რა ფასად ვყიდულობთ პროდუქტს | Allnews.Ge

დიდი გაძვირების შემდეგ, საქართველოსთვის ზეთის იმპორტი იაფდება - რა ფასად ვყიდულობთ პროდუქტს

საქართველოში მზესუმზირის ზეთის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში, რუსეთში როგორც პროდუქტის თვითღირებულება, ასევე ზეთზე საბაჟო გადასახადი მცირდება. შესაბამისად, იკლებს ფასი საექსპორტო პროდუქციაზე.

ცნობისათვის, მზესუმზირის ზეთზე მცურავი ბაჟი რუსეთმა 2021 წლის თებერვალში აამოქმედა და ის პირვანდელი ვერსიით, ძალაში 2022 წლის 31 აგვისტომდე უნდა ყოფილიყო. თუმცა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ ვითარება შეცვალა და სამხედრო აგრესიის გარდა, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ეკონომიკასაც უფრო მძაფრად შეეხო. საბაჟო გადასახადის მოქმედების ვადაც გაგრძელდა.

თუმცა, რუსეთის მარცვლეულის მწარმებელთა კავშირი პუტინს წინადადებით მიმართავს და მოუწოდებს, საექსპორტო გადასახადები მზესუმზირის ზეთსა და ყველა ზეთოვან თესლზე გააუქმოს, სანაცვლოდ კი მათზე საექსპორტო კვოტები შემოიღოს. გაერთიანების წერილი „რია ნოვოსტიმ“ მოიპოვა. მიზეზი, რუსეთში მიღებული ჭარბი მოსავალია, რომლის ექსპორტიც ფერმერებისთვის პრობლემა გახდა.

საქართველოში ზეთის მთავარი იმპორტიორი სწორედ რუსეთია, შესაბამისად, იქ მოქმედი წესები ჩვენს ბაზარზე გარკვეულ გავლენას ახდენს. იხილეთ სრულად

myquiz