"რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს პიროვნება ბევრჯერ უნახავთ ფილიალში... ეს ყველაფერი "ბლეფს" გავს" - რა არის ცნობილი თავდამსხმელზე და როგორ აფასებს ყოფილი გამომძიებელი ქუთაისის მოვლენებს? | Allnews.Ge

"რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს პიროვნება ბევრჯერ უნახავთ ფილიალში... ეს ყველაფერი "ბლეფს" გავს" - რა არის ცნობილი თავდამსხმელზე და როგორ აფასებს ყოფილი გამომძიებელი ქუთაისის მოვლენებს?

ქუ­თა­ის­ში თით­ქმის 9 სა­ა­თი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დამ­სხმე­ლი და­ა­კა­ვეს, ასე­ვე უვ­ნებ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდა ყვე­ლა მძე­ვა­ლი.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქუ­თა­ის­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე" თავ­დამ­სხმე­ლი გრი­გოლ ნარ­სი­აა.

არ­სე­ბობს ორი ვერ­სია - ერთი ის, რომ თავ­დამ­სხმე­ლი ქუ­თა­ის­ში ბანკთან ახ­ლოს ცხოვ­რობს და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი უკვე ჰყავ­დათ და­კი­თხვა­ზე გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მე­ო­რე - თავ­დამ­სხმე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ემიგ­რა­ცი­ი­დან ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და, ჰქონ­და დიდი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, თუმ­ცა ამ ვერ­სი­ი­დან არ­ცერ­თს ამ დრომ­დე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

ემ­ზარ სა­ბა­ნა­ძე, ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი:

"ბანკზე თავ­დამ­სხმე­ლი ავად­მყო­ფია და ეგო­ნა, რო­გორც ესე­ბუ­ას, ამა­საც ისე გა­ა­ტან­დნენ ფულს. აქ სა­ეჭ­ვოდ ის მი­მაჩ­ნია, რომ თავ­დამ­სხმე­ლი ძა­ლი­ან კარ­გა­და იყო მძევ­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, ტე­ლე­ფო­ნი­თაც სარ­გებ­ლობ­დნენ... არ გა­მოვ­რი­ცხავ, მას თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი იქვე, შიგ­ნით ჰყო­ლო­და. არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სპეც­რაზ­მე­ლი იყოს - ჩვე­ნი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ფი­ნან­სუ­რად ისე­თი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა მათი წრი­დან იყოს. მე ის უფრო მა­ეჭ­ვებს, რომ მას და მძევ­ლებს ძა­ლი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი და სხვა­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ დრო­ის მოკ­ლე მო­ნაკ­ვეთ­ში, იქ მყო­ფებ­მა უცებ აუ­ღეს ალღო თავ­დამ­სხმელს.

შე­უძ­ლე­ბე­ლია ეს პი­როვ­ნე­ბა მარ­ტო იყოს, თუნ­დაც ასე­თი ციფ­რის მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. 2 მი­ლი­ო­ნით ვერ­სად გა­იქ­ცე­ვი - ვერ­ტმფრე­ნამ­დე ხომ უნდა მის­ვლა, ან მერე იმ ვერ­ტმფრე­ნით სად უნდა წა­ვი­დეს?

მისი ქმე­დე­ბე­ბი იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ ახ­დე­ნენ რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ისე უწყე­ბის, შსს-ს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. სა­ვა­რა­უ­დოდ, აქაც ანა­ლო­გი­უ­რი შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბა, კაცი სა­თა­მა­შო პის­ტო­ლე­ტით რომ შე­ვარ­და ბან­კში და პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­და. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა ყა­ჩა­ღი 2 მი­ლი­ონს ითხოვს. რო­გორც ჩანს, იცოდ­ნენ მისი ვი­ნა­ო­ბა, ით­ქვა, რომ ვა­ლე­ბი აქვს, წა­ვი­და, ჩა­მო­ვი­და, იქვე გა­აჟ­ღე­რეს, ფსი­ქი­კუ­რად გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი­აო, რაც იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი "ფე­ი­კია" და "ბლე­ფი".

ისე, ზოგ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას სა­ლა­პა­რა­კო თემა და­უმ­თავ­რდა და ალ­ბათ ამას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ხომ ნა­ხეთ, ესე­ბუა -2-ად მო­ნათ­ლეს, მას ჩაც­მუ­ლო­ბაც ესე­ბუ­ას ანა­ლო­გი­უ­რი აქვს, ამი­ტო­მაც და­ა­კავ­ში­რეს სპეც­რაზ­მელს, ამ დროს, შე­იძ­ლე­ბა არც არის. ით­ქვა, ბან­კში შავი ქურ­თუ­კით მო­ვი­და, მერე გა­მო­იც­ვა­ლაო, რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ეს პი­როვ­ნე­ბა არა ერთხელ უნა­ხავთ ფი­ლი­ალ­ში, ვინ გა­მო­აც­ვლე­ვი­ნებ­და, რას გა­მო­იც­ვლი­და? ეს ქმე­დე­ბა ვი­ღა­ცის ინ­ტე­რე­სი იყო, მას უთხრეს, ასე გა­ა­კე­თეო, მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც ამი­ტომ გა­ახ­მა­უ­რეს, ფსი­ქი­კუ­რად ვე­რა­აო, ან­კე­სიც ამი­ტომ ჩარ­თეს საქ­მე­ში. გა­მო­რი­ცხუ­ლია, მას თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი არ ჰყავ­დეს და მარ­ტო მოქ­მე­დებ­დეს".

ცნო­ბის­თვის, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ერთ-ერთ ფი­ლი­ალ­ში თავ­დამ­სხმე­ლი 11:00 სა­ათ­ზე შე­იძ­ლა და მძევ­ლად 12 პირი აიყ­ვა­ნა. თავ­დამ­სხმე­ლი რუ­სულ დრო­შას, ან­კესს, ვერ­ტმფრენს და 2 მი­ლი­ონ დო­ლარს მო­ი­თხოვ­და.

გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ერთ-ერთ ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმის, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის, ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტზე.

myquiz