"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი პირის ვინაობა ცნობილია - რა ვიცით მის შესახებ? | Allnews.Ge

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი პირის ვინაობა ცნობილია - რა ვიცით მის შესახებ?

დი­ლი­დან სრუ­ლი­ად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია ქუ­თა­ი­სი, სა­დაც "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ფი­ლი­ა­ში 37 წლის მა­მა­კა­ცი შე­იძ­რა და მძევ­ლე­ბი აიყ­ვა­ნა. მისი და­კა­ვე­ბის 9 სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია, რო­მელ­საც შს მი­ნის­ტრი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. ყვე­ლა მძე­ვა­ლი უვ­ნებ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

ცნო­ბი­ლი გახ­და თავ­დამ­სხმე­ლის ვი­ნა­ო­ბაც - ის გრი­გოლ ნარ­სი­აა. ცოტა ხნის წინ ასე­ვე გავ­რცელ­და მისი ფო­ტოც:

94627384-115165150172495-3155634475212210176-n-78803-1663735412.jpg

არ­სე­ბობს ორი ვერ­სია - ერთი ის, რომ თავ­დამ­სხმე­ლი ქუ­თა­ის­ში ბანკთან ახ­ლოს ცხოვ­რობს და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი უკვე ჰყავ­დათ და­კი­თხვა­ზე გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მე­ო­რე - თავ­დამ­სხმე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ემიგ­რა­ცი­ი­დან ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და, ჰქონ­და დიდი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, თუმ­ცა ამ ვერ­სი­ი­დან არ­ცერ­თს ამ დრომ­დე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

ცოტა ხნის წინ­ქუ­თა­ის­ში ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა:

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ქუ­თა­ის­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ერთ-ერთ ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმის, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის, ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ნ. და­ა­კა­ვა.

ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი ქუ­თა­ის­ში, შოთა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ფი­ლი­ალ­ში შე­იჭ­რა და დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით 14 პირი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მძევ­ლად აყ­ვა­ნი­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ეტა­პობ­რი­ვად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რის შემ­დე­გაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თავ­დამ­სხმე­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს. მომ­ხდა­რის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

myquiz