ვინ არიან საფრანგეთში მცხოვრები ქართველი დიზაინერები, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილი დედოფლის დაკრძალვის ცერემონიისთვის შემოსეს? | Allnews.Ge

ვინ არიან საფრანგეთში მცხოვრები ქართველი დიზაინერები, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილი დედოფლის დაკრძალვის ცერემონიისთვის შემოსეს?

დიდი ბრი­ტა­ნე­თი ელი­სა­ბედ მე­ო­რეს და­ემ­შვი­დო­ბა. მო­ნარ­ქის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი მი­იწ­ვი­ეს,Whitehall-ის წყა­რო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, დე­დოფ­ლის სა­ხელ­მწი­ფო დაკ­რძალ­ვა­ზე და­სას­წრე­ბი მო­საწ­ვე­ვე­ბი არ გაგ­ზავ­ნი­ლა რუ­სეთ­ში, ბე­ლო­რუს­ში და მი­ან­მარ­ში, ირა­ნი კი მხო­ლოდ ელ­ჩე­ბის დო­ნე­ზე იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

უკვე მე­ო­რე დღეა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ლონ­დონ­ში, ლან­კას­ტე­რის სა­სახ­ლე­ში, სამ­ძიმ­რის წიგნ­ში ჩა­ნა­წე­რი გა­ა­კე­თა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით, თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­უ­ცხა­და სა­მე­ფო ოჯახ­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ხალ­ხს. დღეს კი ვეს­ტმინ­სტე­რის სა­ა­ბა­ტო­ში დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია და­ეს­წრო. ცე­რე­მო­ნი­ას მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი, ასე­ვე სხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ეს­წრე­ბი­ან და უკა­ნას­კნელ პა­ტივს მი­ა­გე­ბენ მო­ნარ­ქს, რო­მე­ლიც სა­მე­ფო ტახ­ტზე 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო.

პრე­ზი­დენ­ტმა "ინ­სტაგ­რამ­ზე“ ლონ­დო­ნი­დან ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც ის ვეს­ტმინ­სტე­რის სა­ა­ბა­ტო­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ყო­ველ­თვის გან­ხილ­ვის თე­მაა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ინ­ტე­რესს გა­მო­ხა­ტავ­დნენ თუ ვინ იზ­რუ­ნა პრე­ზი­დენ­ტის იმიჯ­ზე, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში.

307847751-10160853695409752-7879976623483145632-n-1663649395.jpg

რო­გორც AMBEBI.Ge-ს პრე­ზი­დენ­ტის პრე­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ამ­ჯე­რა­დაც ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებ­ზე გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი. სა­მოს­ზე - ირაკ­ლი ნა­სი­ძემ, ქუდ­ზე ჯაბა დი­ა­სა­მი­ძემ, ხოლო ჩან­თა­ზე ნინი ზარ­ქუ­ამ იზ­რუ­ნეს.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­კუ­თარ სტილ­ზე თა­ვად ზრუ­ნავს და ქა­ლიშ­ვი­ლი ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი მისი ყვე­ლა­ზე დიდი შემ­ფა­სე­ბე­ლია. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან ხში­რად თა­ნამ­შრომ­ლობს. მა­გა­ლი­თად, ვა­ჟის, თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნის ქორ­წი­ლის­თვის­მან კაბა დი­ზა­ი­ნერ ქეთი ჩხიკ­ვა­ძეს­თან შე­ი­კე­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძეს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მას პი­რა­დად იც­ნობს. ისე­ვე რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძეც საფ­რან­გეთ­ში - ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ი­ზარ­და და ერ­თმა­ნე­თი სწო­რედ იქ გა­იც­ნეს. განაგრძეთ კითხვა

myquiz