როგორ მოქმედებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცუდი ამბები ჯანმრთელობაზე? | Allnews.Ge

როგორ მოქმედებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცუდი ამბები ჯანმრთელობაზე?

ჟურნალში Helth Communication გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ამბების გავლენას სწავლობს.გამოკითხვაში მონაწილე 1000 ადამინიდან 16,5% ამტკიცებდა, რომ „პრობლემური ამბები“ მათ შემთხვევაში ზრდიდა სტრესის დონეს და აუარესებდა განწყობას.

ამასთან ბევრს უვლინდებოდა სწორედ ცუდი ამბების ყურების გაგრძელების აკვიატებული სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიახლე მათ თრგუნავდა და ცუდ განწყობაზე აყენებდა.

ტეხასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ბრაიან მაკლაფინი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ახალი ამბების 24-საათიანმა შესწავლამ შეიძლება ზოგიერთ ადამიანში „მომატებული აღგზნებადობის“ მდგომარეობა გამოიწვიოს, როდესაც მთელი სამყარო ადამიანს ეჩვენება „ბნელ და საშიშ ადგილად“.

იხილეთ სრულად

myquiz