„დაკარგული სამოთხე“- რაჭა-ლეჩხუმში მიტოვებული სახლების კამპანია აღარ გაგრძელდება | Allnews.Ge

„დაკარგული სამოთხე“- რაჭა-ლეჩხუმში მიტოვებული სახლების კამპანია აღარ გაგრძელდება

რაჭა-ლეჩხუმში მიტოვებული სახლების კამპანია დასრულდა. როგორც იდეის „დაკარგული სამოთხე“ ავტორმა ლექსო ჩარკვიანმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ეს საკმაოდ დიდი ხარჯებთან არის დაკავშირებული და საკუთარი რესურსი ამოწურა - „1 კარმიდამო რომ იპოვო, მინიმუმ 4-7-ჯერ მაინც უნდა გახვიდე სოფლებში“.

თუმცა, როგორც თავად ამბობს, აქტიურ მუშაობას მაინც გააგრძელებს. კერძოდ, საუბარია "ლეჩხუმის განვითარების ლიგის" ჩამოყალიბებაზე, რომელიც სხვადასხვა პროექტების საშუალებით, რეგიონის განვითარებაზე იზრუნებს.

ცნობისთვის, ლექსო ჩარკვიანმა პროექტი „დაკარგული სამოთხე“ 2018 წლის ივნისში დაიწყო და დღემდე, უკვე 95 მიტოვებულ სახლს აპოვნინა ახალი პატრონი. კამპანიის ფარგლებში, ლექსო ჩარკვიანი სოფლებში მიტოვებულ სახლებს ეძებდა და მათ „გაცოცხლებას“ ამავე სახელწოდების Facebook-ის გვერდის საშუალებით ცდილობდა.

კერძოდ, სახლებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაციას საჯარო რეესტრის საშუალებით აგროვებდა, მათ მოსანახულებლად კი საკუთარი ხარჯებით ჩადიოდა. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს სახლის გაყიდვის სურვილი აღმოაჩნდებოდა, ფოტოებს სოციალურ ქსელში ტვირთავდა, დანარჩენს მეპატრონე და მყიდველი თავად აგვარებდნენ. განაგრძეთ კითხვა

myquiz