როგორ დავძლიოთ ტკბილეულზე დამოკიდებულება? | Allnews.Ge

როგორ დავძლიოთ ტკბილეულზე დამოკიდებულება?

ტკბილის მირთმევის სურვილი შიმშილის სიგნალია, მაგრამ ამგვარი წახემსება არასასურველია. ტკბილეული შეიცავს მარტივ ნახშირწყლებს, რომლებიც სწრაფად იწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს.

ასეთი პროდუქტები სწრაფად იწვევს დანაყრების შეგრძნებას და მათ ათვისებას ორგანიზმი მინიმალური ძალისხმევით ახერხებს. შესაბამისად, ტკბილეული წარმოადგენს ენერგიის სწრაფ წყაროს, მაგრამ მისი მიღებიდან ადამიანს მალევე აღენიშნება შიმშილის გრძნობა. ტკბილეული ბევრ კალორიას შეიცავს და მათში პრაქტიულად არ არის სასარგებლო ნივთიერებები, უჯრედისი და ორგანიზმის უჯრედებისათვის საჭირო საშენი მასალა.

ტკბილის მიღება კმაყოფილების გრძნობას იწვევს, რის გამოც ამგვარი კვებითი ქცევა შეიძლება ჩვევად გადაიქცეს. ტკბილეულისადმი ლტოლვის შესამცირებლად უნდა გავამრავალფეროვნოთ რაციონი ბოსტნეულით, მარცვლეულით და მოვერიდოთ კვებათა შორის დიდი შუალედების გაკეთებას. ამგვარი შუალედი არ უნდა აღემატებოდეს 3-4 საათს. ძირითად კვებებს შორის შესაძლებელი წახემსება. განაგრძეთ კითხვა

myquiz