რა ადგილებშია თბილისში ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული? | Allnews.Ge

რა ადგილებშია თბილისში ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული?

თბი­ლის­ში ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რი ყვე­ლა­ზე მე­ტად რუს­თა­ვე­ლის, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის, წე­რეთ­ლის, ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის, და­დი­ა­ნის გამ­ზი­რებ­სა და მეტ­რო­სად­გურ "ის­ნის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა, ნოე მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, ბოლო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ფიქ­სირ­დე­ბა, სა­დაც ის და­საშ­ვებ ნორ­მას მი­ნი­მუმ 2-ჯერ აჭარ­ბებს.

"აზო­ტის დი­ოქ­სი­დის წყა­რო ძი­რი­თა­დად არის ტრან­სპორ­ტი და რო­მელ ქუ­ჩებ­ზეც ყვე­ლა­ზე გა­დატ­ვირ­თუ­ლი და ინ­ტენ­სი­უ­რი მოძ­რა­ო­ბაა, აზო­ტის ჟან­გე­უ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბი იქ ფიქ­სირ­დე­ბა. თუ ბოლო 3 წლის ტენ­დენ­ცი­ას, პრობ­ლე­მუ­რი აზო­ტის ჟან­გე­უ­ლის კონ­ცენ­ტრა­ცი­ებს და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ჩვენს ქუ­ჩებ­ზე ძა­ლი­ან მცი­რე, მაგ­რამ და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცი­აა. მი­უ­ხე­და­ვად ავ­ტო­პარ­კის ზრდი­სა, და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცია მა­ინც გვაქვს, თუმ­ცა არა ისე­თი, რო­მე­ლიც ახლო მო­მა­ვალ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­დეგს მო­ი­ტანს. ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ქსე­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა გაგ­რძელ­დეს და ამას­თა­ნა­ვე, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­მო­ვი­ღოთ ავ­ტო­მო­ბი­ლის ემი­სი­ის სტან­დარ­ტი ანუ შევ­ზღუ­დოთ ძვე­ლი და ბინ­ძუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტი ქვე­ყა­ნა­ში. ამის გა­რე­შე ამ პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბა გაძ­ნელ­დე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლია,“ - აღ­ნიშ­ნა ნოე მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­კავ­ში­რის ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, თბი­ლი­სის ჰა­ე­რის მარ­თვის 3-წლი­ა­ნი გეგ­მა მუ­შავ­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, 2023 წლის შუა პე­რი­ოდ­ში დამ­ტკიც­დე­ბა.

ნოე მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის ჰა­ე­რის მარ­თვის გეგ­მა­ში აქ­ცენ­ტი ავ­ტოტ­რან­სპორტზე გა­კეთ­დე­ბა, რად­გან ის დე­და­ქა­ლა­ქის ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის უმ­თავ­რეს წყა­როს წარ­მო­ად­გენს.

"დე­და­ქა­ლა­ქის­თვის ჰა­ე­რის მარ­თვის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი პირ­ვე­ლი სა­წყი­სი შეხ­ვედ­რა მო­ე­წყო. ახლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მუ­შაო ჯგუ­ფი შე­იქ­მნე­ბა, სა­დაც, რა თქმა უნდა, ასე­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტიც იქ­ნე­ბა მოწ­ვე­უ­ლი და თბი­ლი­სის ჰა­ე­რის მარ­თვის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად კომ­პლექ­სუ­რი სამ­წლი­ა­ნი გეგ­მა გა­ი­წე­რე­ბა. ვნა­ხოთ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა. რა თქმა უნდა, აქ­ცენ­ტი ავ­ტოტ­რან­სპორტზე გა­კეთ­დე­ბა, იმი­ტომ, რომ უმ­თავ­რე­სი და­ბინ­ძუ­რე­ბის წყა­რო არის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი, თუმ­ცა სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რი მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის გავ­რცე­ლე­ბის კუ­თხით დიდ როლს თა­მა­შობს“, - აღ­ნიშ­ნა მან.