მავნებელია თუ არა ფეხის ფეხზე გადადება? | Allnews.Ge

მავნებელია თუ არა ფეხის ფეხზე გადადება?

ფეხის ფეხზე გადადებით ვცდილობთ შევამციროთ დატვირთვა ზურგის ქვედა ნაწილში.თუმცა სხეულის ერთ ნაწილზე დატვირთვის შემცირების მცდელობით შეიძლება მეორეზე გავზარდოთ დატვირთვა.

ხშირად ხანგრძლივად ფეხის ფეხზე გადადებით, ერთი ფეხი შეიძლება დაგვიბუჟდეს. ეს გამოწვეულია ნერვზე ზეწოლით, რომელიც გადის მუხლის უკანა მხარეს, რის შედეგადაც მცირდება წვივისა და ტერფის მგრძნობელობა.

ჯდომისას, სხეულის მასა აწვება მენჯს. სწორად ჯდომისას წონა თანაბრად ნაწილდება მენჯზე, თუმცა ფეხის ფეხზე გადადება ცვლის მენჯის მდგომარეობას და იწვევს ბარძაყების არასწორ პოზიციაში მოქცევას. რადგანაც წონა მენჯის ერთ მხარესაა მიმართული, ზედმეტი წნევა აწვება ბარძაყის კუნთებს, რომელიც მის მოხრაზეა პასუხიმგებელი და ნერვებს, რომელიც მის გვერდით გადის. განაგრძეთ კითხვა

myquiz