"მოვტრიალდი და ხელში შემრჩა დედოფალი" - ელიზაბედ II-სთან დაკავშირებულ რა ისტორიებს იხსენებს მიხეილ სააკაშვილი | Allnews.Ge

"მოვტრიალდი და ხელში შემრჩა დედოფალი" - ელიზაბედ II-სთან დაკავშირებულ რა ისტორიებს იხსენებს მიხეილ სააკაშვილი

ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დოფ­ლის, ელი­ზა­ბედ მე­ო­რის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს. ამის შე­სა­ხებ იგი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"მინ­და ელი­ზა­ბედ II-სთან და­კავ­ში­რე­ბით შემ­დე­გი ის­ტო­რი­ე­ბი გა­ვიხ­სე­ნო. ჩვენ­მა პირ­ველ­მა შეხ­ვედ­რამ ერთ სა­ათ­ზე მეტი გას­ტა­ნა. ის ძა­ლი­ან ცნო­ბის­მოყ­ვა­რე იყო და ყვე­ლა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ზე. სან­დრას კომ­პლი­მენ­ტი უთხრა ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე.

2012 წელს კი ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნა­ზე ჩა­ვე­დი, ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში მი­ღე­ბა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც ბევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი და­ეს­წრო. მე კი­ბე­ზე გა­მო­ვე­დი და­სა­რე­კად და სა­ხით კე­დელ­თან ვი­დე­ქი. უცებ ვი­ღა­ცამ ტე­ლე­ფო­ნი ხე­ლი­დან გა­მომ­ტა­ცა, მოვტრი­ალ­დი და ხელ­ში შემ­რჩა დე­დო­ფა­ლი - ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, თქვენ რა, არ იცით, რომ ამ სა­სახ­ლე­ში მსგავ­სი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა?! - ღი­მი­ლით მი­თხრა მან. შემ­დეგ გა­მომ­კი­თხა თუ რა ხდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ო­ცა­რი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა ჰქონ­და." - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ II 96 წლის ასაკ­ში 8 სექ­ტემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა. დე­დოფ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ეროვ­ნუ­ლი გლო­ვა გა­მო­ცხად­და და ის მის დაკ­რძალ­ვამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალს ელი­სა­ბედ მე­ო­რეს 19 სექ­ტემ­ბერს დაკ­რძა­ლა­ვენ. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­მე­ფო ოჯა­ხი "ტვი­ტერ­ზე" ავ­რცე­ლებს.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში დე­დოფ­ლის დაკ­რძალ­ვის დღე გარ­დაც­ვლი­ლი მო­ნარ­ქის პა­ტივ­სა­ცე­მად უქ­მედ გა­მო­ცხად­და.

დე­დოფ­ლის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია ვეს­ტმინ­სტე­რის სა­ა­ბა­ტო­ში გა­ი­მარ­თე­ბა

myquiz