როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ხერხემალი? | Allnews.Ge

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ხერხემალი?

ცნობილია, რომ ხერხემლის მდგომარეობა მნიშვნელოვანია მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.გარკვეული ასაკის მიღწევისას ადამიანი განიცდის დისკომფორტს, რაც დროთა განმავლობაში კონკრეტულ დაავადებაში გადადის. ამის ასარიდებლად ხერხემლის სიჯანსაღეზე დროულად ზრუნვაა საჭირო.

კვება, ჭარბი წონა ტვირთავს ხერხემალს და მალათაშუა დისკებს, რასაც ოსტეოქონდროზი და მალათაშორისი თიაქრის ჩამოყალიბება მოჰყვება.

მოძრაობა-ჯდომისას მჭიდროდ უნდა დააყრდნოთ ხერხემლის გამონაზნექი სკამის ზურგს და არ მოიხაროთ. სკამის სიმაღლე ისე უნდა დაარეგულიროთ, რომ დასაჯდომი მუხლის ნაკეცების დონეზე იყოს.

უნდა მოერიდოთ სიმძიმეების აწევას. დატვირთვის შესამცირებლად სიმძიმე მკვეთრი მოძრაობის გარეშე, სწორი ზურგით უნდა ასწიოთ. დაუშვებელია ტვირთის აწევა მოხრილი ზურგით და სწორი ფეხებით. ასეთ შემთხვევაში წონა მთელ ხერხემალზე აღარ ნაწილდება და ხერხემლის სვეტი ძალზე იტვირთება.

ფეხსაცმელი უნდა იყოს რბილი და დრეკადი ლანჩით. ქუსლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 სმ-ს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ყოველდღიურად ტარება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნაწილების ცდომას იწვევს და პრობლემები უვითარდება არა მარტო ხერხემალს, არამედ სახსრებსა და სისხლძარღვებსაც. განაგრძეთ კითხვა

myquiz