"მექსიკიდან გადმოდიან. მოდიან დედაბუდიანად, ცოლშვილიანად, ჩვილი ბავშვებით, ფეხმძიმე ცოლებით" - რას ჰყვება აშშ-ში მცხოვრები მამუკა ლომაშვილი? | Allnews.Ge

"მექსიკიდან გადმოდიან. მოდიან დედაბუდიანად, ცოლშვილიანად, ჩვილი ბავშვებით, ფეხმძიმე ცოლებით" - რას ჰყვება აშშ-ში მცხოვრები მამუკა ლომაშვილი?

ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, შო­უ­მე­ნი, სა­ბავ­შვო თე­ატრ "მა­ჩა­ბე­ლას" ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­მუ­კა ლო­მაშ­ვი­ლი ერთ-ერთი მათ­გა­ნია, ვინც სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში პერ­სპექ­ტი­ვა ვე­ღარ და­ი­ნა­ხა და უკვე წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. აპი­რებს თუ არა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას, რას ფიქ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე და რო­გორ ხე­დავს ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბის ყო­ფას, ამის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- ხე­ლო­ვან­მა ხალ­ხმა ძა­ლი­ან რთუ­ლად გა­და­ვი­ტა­ნეთ პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი. და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო კონ­ცერ­ტე­ბი და სპექ­ტაკ­ლე­ბი აღარ იმარ­თე­ბო­და, ჩვენ კი ხელ­ფა­სე­ბი არა გვაქვს, ჰო­ნო­რარ­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, და ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და. ვერც სხვა საქ­მე­ში და­ვი­ნა­ხე გა­მო­სა­ვა­ლი და გა­დავ­წყვი­ტე, გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა ამე­რი­კა­ში წას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. არ ვი­ცო­დი, რა დამ­ხვდე­ბო­და, მაგ­რამ გავ­რის­კე. რე­ა­ლის­ტი ვარ, ოც­ნე­ბა­ში ოქ­როს კოშ­კე­ბის აგე­ბა არ მჩვე­ვია. ასე ვფიქ­რობ­დი ამე­რი­კა­ში წას­ვლა­ზეც, ვი­ცო­დი, რომ ზარ-ზე­ი­მით არა­ვინ დამ­ხვდე­ბო­და.

- ახლა რას აკე­თებთ ამე­რი­კა­ში?

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი მაქვს. მალე გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ და პირ­ვე­ლად თქვენ გე­ტყვით. ვფიქ­რობ, დიდ წარ­მა­ტე­ბას მო­მი­ტანს.

- ამე­რი­კა­ში დრო­ე­ბით ხართ?

- ყვე­ლა ემიგ­რან­ტი ფიქ­რობს, რომ ოდეს­მე სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბა. ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, იმა­ზე ბევ­რად რთუ­ლი, ვიდ­რე სამ­შობ­ლო­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია წარ­მო­იდ­გი­ნოს. ეს უნდა გა­მო­ცა­დო, რომ მიხ­ვდე, რაც არის. მე მარ­ტო იმას კი არ გან­ვიც­დი, რომ უცხო ქვე­ყა­ნა­ში მი­წევს ცხოვ­რე­ბა, იმა­საც ვდარ­დობ, ამ­დე­ნი ქარ­თვე­ლი რომ გა­მორ­ბის სა­ქარ­თვე­ლო­დან. უკვე ქუ­ჩა­ში მხვდე­ბი­ან ნაც­ნო­ბე­ბი. ჩემი სტუ­დენ­ტე­ბიც რომ შემ­ხვდნენ, კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი. 18-20 წლის ბავ­შვე­ბი მექ­სი­კი­დან და კო­ლუმ­ბი­ი­დან გად­მო­დი­ან, თავს საფრ­თხე­ში იგ­დე­ბენ. მო­დი­ან დე­და­ბუ­დი­ა­ნად, ცოლ­შვი­ლი­ა­ნად, ჩვი­ლი ბავ­შვე­ბით, ფეხ­მძი­მე ცო­ლე­ბით, 20 წლის ფეხ­მძი­მე გოგო რომ ვნა­ხე და მი­თხრა, მექ­სი­კის გავ­ლით ჩა­მო­ვე­დიო, კი­ნა­ღამ გული გა­მი­ჩერ­და. ხალ­ხო, სა­ქარ­თვე­ლო იც­ლე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის­გან, სა­კუ­თარ თავს გე­ნო­ციდს ვუ­წყობთ. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ მი­თხრას, თუ ასე შეგ­ტკი­ვა გული, რა­ტომ გა­ი­ქე­ცი ამე­რი­კა­ში, დარ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი სამ­შობ­ლო­შიო, მაგ­რამ მე ამე­რი­კა­ში უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის­თვის კი არა, გა­დარ­ჩე­ნის­თვის გა­მო­ვი­ქე­ცი. შვი­ლი მყავს გა­საზ­რდე­ლი.

- რა კა­ტე­გო­რი­ის ხალ­ხი მო­დის?

- ყვე­ლა სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მათ შო­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც. ბევ­რიც ფიქ­რობს წა­მოს­ვლა­ზე. ისე­თი პრო­ფე­სი­ის ხალ­ხი მო­დის, წე­სით, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში თა­ვის გა­ტა­ნა არ უნდა უჭირ­დეს. პრე­მი­ერ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა რომ თქვა, 4%-ით შემ­ცირ­და უმუ­შევ­რო­ბაო, რა იგუ­ლის­ხმა?! თუ ამე­რი­კა­ში ჩა­მო­სუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის და­საქ­მე­ბა, მა­შინ გა­სა­გე­ბია. კი, აქ და­საქმდნენ ისი­ნი, ვინც გად­მო­აღ­წია მექ­სი­კის სა­ზღვრი­დან. არ შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა და ორმა პარ­ტი­ამ პი­რად ინ­ტე­რე­სებს გა­და­ა­ყო­ლოს მთე­ლი ქვე­ყა­ნა. ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, იქ­ნებ კონ­კრე­ტულ პო­ლი­ტი­კოს­ში ან პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­ში კი არა, თა­ვად ერ­შია პრობ­ლე­მა?! გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz