"ჯერ სწავლა არ დაწყებულა და რა ხდება" - რას წერენ თბილისში არსებულ საცობებზე მოქალაქეები? | Allnews.Ge

"ჯერ სწავლა არ დაწყებულა და რა ხდება" - რას წერენ თბილისში არსებულ საცობებზე მოქალაქეები?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ მხო­ლოდ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ნა­წილ­მა გა­ნა­ახ­ლა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი წე­რენ, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბა უკვე გარ­თუ­ლე­ბუ­ლია. მათი თქმით, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ცობ­ში დგო­მა სა­ა­თო­ბით უწევთ, მათ შო­რის შუა დღის სა­ა­თებ­ში.

"ჯერ სწავ­ლა არ და­წყე­ბუ­ლა და რა ხდე­ბა თბი­ლის­ში და 15 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ რა იქ­ნე­ბა, წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და. 15 წუ­თი­ა­ნი საქ­მე მქონ­და სა­ნა­პი­რო­ზე. ჩემი აზ­რით, ყოვ­ლად უწყი­ნარ დროს, ოთხ სა­ათ­ზე და­ვი­ძა­რი წყნე­თი­დან და მომ­დევ­ნო სა­ა­თი და 15 წუთი ვი­დე­ქი სა­ცო­ბებ­ში ბა­გებ­ში, ამი­რე­ჯიბ­ზე და სა­ნა­პი­რო­ზე. უკა­ნა გზა­ზე პროგ­რე­სი გან­ვი­ცა­დე და მხო­ლოდ 55 წუთი დავ­კარ­გე ახვლე­დი­ან­ზე, ამი­რე­ჯიბ­ზე, თა­მა­რაშ­ვილ­ზე, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე და ბა­გებ­ში.

ამ უკან­საკ­ნელ ლო­კა­ცი­ა­ზე ისე­თი კუს ნა­ბი­ჯე­ბით მივ­ღო­ღავ­დი, რომ სულ სა­თი­თა­ოდ დავ­თვა­ლე ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი კორ­პუ­სე­ბის სარ­თუ­ლე­ბი, მეშ­ვი­დე სარ­თუ­ლის ჩათ­ვლით და­ვათ­ვა­ლი­ე­რე ფარ­დე­ბი, აივ­ნებ­ზე გა­მოდ­გმუ­ლი სა­ვარ­ძლე­ბი და ყა­ვის მა­გი­დე­ბი, კი­დევ ერთხელ გა­ვოც­დი, რა გათ­ვლე­ბით და გა­ან­გა­რი­შე­ბით ჩად­გეს ამ­ხე­ლა ცა­თამბჯე­ნე­ბი, მე რომ სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ოს­კენ ჩა­მა­ვა­ლი პა­ტა­რა, დამ­რე­ცი ფერ­დო­ბი მე­გო­ნა იქ.

ამ­დე­ნი ძვირ­ფა­სი დრო რომ დავ­კარ­გე, ამა­ზე ხომ ცალ­კე გავ­სკდი გულ­ზე, მაგ­რამ, ხალ­ხო, რას ვსუნ­თქავთ!!! რა ჩაგ­ვდის ფილ­ტვებ­ში!!! რას ახ­რჩო­ლე­ბენ ეს სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი. თან რამ­დე­ნი არი­ან!!! სა­ინ­ტე­რე­სოა, მათ არ ეხე­ბათ ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა??? და­ი­ლო­ცოს ჩემი ონ­ლა­ინ სა­მუ­შაო. 15 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ მე სახ­ლი­დან ფე­ხის გამ­დგმე­ლი არ ვარ" - წერს ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თეა გვა­სა­ლია.

305399649-564598215454857-2655332183886524671-n-1662441672.jpg

სა­ბურ­თა­ლო­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს გოგა ხა­ჩი­ძე და წერს:

"პე­კინ­ზე უბ­რა­ლოდ ვდგა­ვართ და არ ვმოძ­რა­ობთ. p.s. სხვაგ­ვა­რად რომ შე­ხე­დო, ეგე­თი ტრა­დი­ცია გვაქვს თბი­ლის­ში, სა­ღა­მო­ო­ბით მან­ქა­ნე­ბით გა­მოვ­დი­ვართ ქუ­ჩებ­ში და ვდგა­ვართ" - წერს ხა­ჩი­ძე.