სკანდალი მატჩის შემდეგ: თურქების განცხადებით, კორკმაზსა და ერთ-ერთ მწვრთნელს ქართველი კალათბურთელები დაესხნენ თავს | Allnews.Ge

სკანდალი მატჩის შემდეგ: თურქების განცხადებით, კორკმაზსა და ერთ-ერთ მწვრთნელს ქართველი კალათბურთელები დაესხნენ თავს

ევ­რო­ბას­კეტ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­თან და­მარ­ცხე­ბის (83:88) შემ­დეგ, თურ­ქე­თის კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ომარ ონან­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა:

"მატ­ჩე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ძა­ბუ­ლი იყოს. ორი მო­თა­მა­შე გა­ა­ძე­ვეს. რო­დე­საც კორკმა­ზი და ჩვე­ნი ერთი მწვრთნე­ლი გა­სახ­დე­ლის­კენ მი­დი­ოდ­ნენ, მათ თავს ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი და­ესხნენ, რო­მელ­თაც შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღი­ათ (თურ­ქე­ბის მტკი­ცე­ბით, შენ­გე­ლია, ბი­თა­ძე და ასე­ვე სა­ნა­ძე) და აგ­რეთ­ვე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. მატ­ჩი დას­რულ­და, ჩვენ წა­ვა­გეთ, გა­სახ­დე­ლის წინ ორი­ვე მხრი­დან შეხ­ლა-შე­მოხ­ლას ჰქონ­და ად­გი­ლი, რო­მელ­შიც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბიც ჩა­ერ­თვნენ. ფი­ბას მივ­მარ­თავთ, არა­ვის მივ­ცემთ უფ­ლე­ბას მოგ­ვა­ტყუ­ონ და იდი­ო­ტე­ბად ჩაგ­ვთვა­ლონ. კო­რი­დო­რის კა­მე­რე­ბი­დან ჩა­ნა­წე­რე­ბი სრუ­ლად წარ­მოგ­ვიდ­გი­ნონ. პრე­ზი­დენტს ვე­სა­უბ­რე და თუ ამას არ გა­ა­კე­თე­ბენ, ტურ­ნირს დავ­ტო­ვებთ".

მან აგ­რეთ­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ თბი­ლის­ში ტურ­ნირ­ზე ბევ­რი ნაკ­ლი და­ფიქ­სირ­და, გუნ­დი სას­ტუმ­რო­დან დარ­ბაზ­ში 45 წუ­თით ადრე მი­ემ­გზავ­რე­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვაა სა­ჭი­რო, კონ­სულ­საც და­უ­კავ­შირ­დნენ, დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბა მო­ი­თხო­ვეს, გა­ნა­ცხად­ში არ­მყო­ფი მო­თა­მა­შე­ე­ბი (მა­გა­ლი­თად, შენ­გე­ლია) სა­თა­და­რი­გო­თა სკამ­ზე არ უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ და რომ ფი­ბას რე­ა­გი­რე­ბას და­ე­ლო­დე­ბი­ან.

sportal.ge