რას გულისხმობს "იდუმალი სიტყვები", რომლებსაც პოლიტიკოსები და კომპანიები "ტვიტერში" აქვეყნებენ - სოციალური ქსელის უახლესი ტრენდი, რომელმაც კითხვები გააჩინა
ოციალური ქსელი "ტვიტერი" "საიდუმლო ტვიტებმა" მოიცვა, რომლებსაც პოლიტიკოსები, კომპანიები და სხვა ცნობილი, თუ საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანები წერენ.
მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა სიტყვა Freedom (თავისუფლება). უკრაინელთა უმეტესობა ზელენსკის მსგავსად "თავისუფლებას" წერს.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა "putinkaputt" დაწერა.უკრაინის ოფიციალურმა გვერდმა დაწერა სიტყვა - "გამარჯვება".
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ტვიტი ასეთია - "დემოკრატია.", ხოლო გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის - "პატივისცემა."
როგორც გაირკვა, ყველაფერი შემთხვევითობით, გასულ ხუთშაბათს დაიწყო. ამერიკულმა კომპანიამ Amtrak-მა შემთხვევით გამოაქვეყნა მხოლოდ ერთი სიტყვა "trains", შემთხვევით დაპოსტილმა ერთმა სიტყვამ კი რამდენიმე საათში ათიათასობით ლაიქი მოიპოვა.
ამით ისარგებლეს "ტვიტერის" მომხმარებლბელმა და დაიწყეს მხოლოდ ერთი სიტყვის დაწერა. მალე ყველაფერი სოციალურ კამპანიაში გადაიზარდა, რომელსაც სხვადასხვა კომპანიები, ასევე ცნობილი ადამიანებიც შეუერთდნენ და რომლის მიზანიც კონკრეტული ადამიანისა თუ კომპანიისთვის მთავარი ღირებულების მხოლოდ ერთი სიტყვით აღწერაა.
ფლეშმობში უკვე სოციალური ქსელის ათასობით მომხმარებელი ჩაერთო და ბოლო საათებია "ტვიტერის" მთავარი ტრენდია.