"აქ რომ ორი კაპიკი გამოგზავნო, იქ ნამდვილ ჯოჯოხეთს გადიხარ. რამდენმა ქართველმა ვერ გაუძლო და თავი მოიკლა..." - ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალის ნაამბობი | Allnews.Ge

"აქ რომ ორი კაპიკი გამოგზავნო, იქ ნამდვილ ჯოჯოხეთს გადიხარ. რამდენმა ქართველმა ვერ გაუძლო და თავი მოიკლა..." - ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალის ნაამბობი

შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გას­ვლა ყო­ველ­წლი­უ­რად გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პროგ­რე­სი­ით იზ­რდე­ბა, რაც შექ­მნი­ლი მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­თა და სი­დუ­ხ­ჭი­რით აიხ­სნე­ბა. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო 1 წელ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­დან ემიგ­რა­ცი­ა­ში თით­ქმის 100 ათა­სი ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და, რაც წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 34.6 პრო­ცენ­ტით მე­ტია, თუმ­ცა ემიგ­რა­ცი­ა­შიც არ არის ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი გზა. ჩვენ­ში რა­ტომ­ღაც დამ­კვიდ­რდა მცდა­რი აზრი, რომ სა­დაც არ ვართ, იქ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა...

ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტი ერთი იმათ­გა­ნია, ვი­საც ემიგ­რა­ცი­ა­ში არ გა­უ­მარ­თლა, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ჯო­ჯო­ხე­თის გზა გა­ი­ა­რა და მა­ლე­ვე უკან, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და. "ალ­ბათ უფალ­მა არ ინე­ბა ჩემი იქ დარ­ჩე­ნა და უკან ჩა­მო­მაბ­რუ­ნა. ეს ჩვენ გვგო­ნია, რომ ყველ­გან კარ­გია, სა­დაც არ ვართ, სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია უცხო ქვე­ყა­ნა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა და ცხოვ­რე­ბის აწყო­ბა. აქ რომ ორი კა­პი­კი გა­მო­აგ­ზავ­ნო, იქ ნამ­დვილ ჯო­ჯო­ხეთს გა­დი­ხარ. რამ­დენ­მა ქარ­თველ­მა ვერ გა­უძ­ლო და თავი მო­იკ­ლა... “- გვე­უბ­ნე­ბა ყო­ფი­ლი ემიგ­რან­ტი ზე­ი­ნაბ ავა­ლიშ­ვი­ლი და დღე­საც ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ვერ ჰყვე­ბა იმა­ზე, რაც იტა­ლი­ა­ში გა­დახ­და თავს:

- იტა­ლი­ა­ში შვი­ლის გუ­ლის­თვის წა­ვე­დი, ფეხ­ზე ოპე­რა­ცია სჭირ­დე­ბო­და და ფული უნდა მო­მეგ­რო­ვე­ბი­ნა (12 000 დო­ლა­რი). შარ­შან ივ­ნი­სის ბო­ლოს წა­ვე­დი ქა­ლაქ ბარ­ში და 2 თვე­ში, აგ­ვის­ტოს ბო­ლოს დავ­ბრუნ­დი. იქა­უ­რი დამ­საქ­მებ­ლე­ბი ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს სას­ტი­კად ექ­ცე­ვი­ან. ბარ­ში 15 წუ­თის ჩა­სუ­ლი ვი­ყა­ვი, როცა ქარ­თველ­მა გო­გო­ნამ და­მა­საქ­მა, ოჯა­ხი მო­მი­ძებ­ნა. რო­გორც შე­ვი­ტყვე, ის შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­სულ ქალ­ბა­ტონს ცვლი­და, რო­მე­ლიც მე­ო­რე დღეს უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, ეს გო­გო­ნა კი ჩა­სუ­ლე­ბის და­საქ­მე­ბას და ფუ­ლის აკ­რე­ფას ას­წრებ­და. მან ბა­რი­დან 45 წუ­თის სა­ვალ გზა­ზე 80 ევრო მომ­თხო­ვა. იმ მო­მენ­ტში თან­ხა არ მქონ­და და მი­თხრა, ამ­ხე­ლა გზა­ზე რომ ჩა­მოხ­ვე­დი, არ იცო­დი, თან­ხა რომ დაგ­ჭირ­დე­ბო­დაო?

გან­სა­ზღვრუ­ლი თან­ხით ჩა­მო­ვე­დი-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი. და­მა­საქ­მეს ოჯახ­ში, სა­დაც ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი კაცი ცხოვ­რობ­და, მის­თვის უნდა მო­მევ­ლო. 800 ევ­როს შემ­პირ­დნენ გა­სამ­რჯე­ლოს, აქე­დან 500 იმ დამ­საქ­მებ­ლის­თვის უკან უნდა მი­მე­ცა. თავ­და­პირ­ვე­ლი თან­ხით მა­მი­დაშ­ვი­ლი და­მეხ­მა­რა, რო­მე­ლიც ფლო­რენ­ცი­ა­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და და ენაც კარ­გად იცო­და. მე არც ენა ვი­ცო­დი, არც აც­რი­ლი ვი­ყა­ვი (ვერ ავი­ცე­რი, ჩიყ­ვის ოპე­რა­ცია ახა­ლი გა­კე­თე­ბუ­ლი მქონ­და). ჩემ­მა მა­მი­დაშ­ვილ­მა მი­თხრა, ჩემ­თან წა­გიყ­ვან, მაგ­რამ აქ მუ­შა­ო­ბას კარ­გა ხანს ვერ და­ი­წყებ, აქ იყა­ვი, იცხოვ­რე და მოგ­ხე­და­ვო. ისე­დაც მისი გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფუ­ლით ჩა­ვე­დი იქამ­დე და არ მინ­დო­და, ისევ მას დავ­წო­ლო­დი ტვირ­თად.

ფლო­რენ­ცი­ამ­დე 135 ევრო უნდა გა­და­მე­ხა­და და იქაც რომ არ გამ­მარ­თლე­ბო­და? იტა­ლი­უ­რი რად­გან არ ვი­ცო­დი, ოჯა­ხის პატ­რო­ნი ჩემს მა­მი­დაშ­ვილს ურე­კავ­და, ჯერ იმას უხ­სნი­და და ასე ვურ­თი­ერ­თობ­დით. 1 კვი­რა­ში ცოტა დავძლიე საყ­ველ­პუ­რო იტა­ლი­უ­რი. ამ ფსი­ქი­კა­შერ­ყე­ულ კაცს რის ვაი-ვაგ­ლა­ხით ვი­გე­რი­ებ - ხან აივ­ნი­დან მიხ­ტე­ბო­და, ხან ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და ჩემ­ზე, კბი­ლე­ბი ჩა­მი­ლე­წა, მირ­ტყამ­და...

მოკ­ლედ, ძა­ლი­ან მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდი, მაგ­რამ ვი­ტან­დი იმის გამო, რის­თვი­საც იქ ჩა­ვე­დი - ოჯა­ხის­თვის სარ­გე­ბე­ლი მო­მე­ტა­ნა და შვი­ლის სა­ო­პე­რა­ცი­ოდ ფული და­მეგ­რო­ვე­ბი­ნა. დალ­ხი­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა რომ მქო­ნო­და, სად წა­ვი­დო­დი? მერე ამ ოჯახ­მა აც­რის სა­ბუ­თი მომ­თხო­ვა, მი­ვე­ცი ოპე­რა­ცი­ის დო­კუ­მენ­ტე­ბი, ფორ­მა -100, წა­ვი­და, გა­და­ა­მოწ­მე­ბი­ნა და მი­თხრა, პრობ­ლე­მა­აო. ოჯა­ხის პატ­რონ­მა გა­მო­ა­ცხა­და, ამას ვერ გა­ვა­ჩე­რებ, აც­რი­ლი მომ­ვლე­ლი მინ­დაო. იმას თუ აც­რი­ლი უნ­დო­და, მე ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი მინ­დო­და მო­სავ­ლე­ლად, და­მა­სა­ხიჩ­რეს და ხმას არ ვი­ღებ­დი. პატ­რონ­მაც მშვე­ნივ­რად იცო­და, მა­მა­მისს რა დღე­ში ვყავ­დი, ვი­დე­ოთ­ვა­ლი ჰქონ­დათ და ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლებ­და. ჩემ­მა მა­მი­დაშ­ვილ­მა და­მი­რე­კა, სას­წრა­ფოდ გა­მო­დი მა­ქე­და­ნო, ტა­რან­ტო­ში ღვთის­ნი­ე­რი ქარ­თვე­ლე­ბი მო­ძებ­ნა, რო­მელ­თაც თა­ვის ოჯახ­ში წა­მო­მიყ­ვა­ნეს (დამ­საქ­მებ­ლე­ბი არ იყ­ვნენ), თან გა­დამ­ყვნენ და ბო­ლოს იტა­ლი­ელ დამ­საქ­მე­ბელ დებს გა­დამ­ცეს. რა იცოდ­ნენ, რა დღე­ში ჩავ­ვარ­დე­ბო­დი. იმათ მე დღე მა­წი­ეს, ენით არ ით­ქმის - ორი დღე მა­მუ­შა­ვეს, ფული არ გა­და­მი­ხა­დეს. ვის­თა­ნაც მი­მიყ­ვა­ნეს, ის ქალი ინ­სულ­ტი­ა­ნი იყო და დღე­ში 5-ჯერ გარ­კვე­ულ წერ­ტი­ლებ­ში ნემ­სი უნდა მე­კე­თე­ბი­ნა დო­ზე­ბით. ერთი დღე კარ­გად ვუ­კე­თე, მო­ე­წო­ნათ. მე­ო­რე დღეს, სა­ღა­მოს ამ ქალ­მა იტა­ლი­უ­რად უთხრა რა­ღაც პა­ცი­ენტს, ვი­ფიქ­რე, მე და­მი­ძა­ხა-მეთ­ქი, ინ­სტიქ­ტუ­რად გა­მო­ვი­ხე­დე და ნემ­სი ამო­ვარ­და. პატ­რონ­მა მა­შინ­ვე და­უ­რე­კა დამ­საქ­მე­ბელს, ახ­ლა­ვე წა­იყ­ვა­ნე აქე­და­ნო.

გა­მო­მიყ­ვა­ნეს და ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე და­მაგ­დეს, მი­თხრეს, შენი ფე­ხით წადი აქე­და­ნო. სა­ი­და­ნაც წა­მო­მიყ­ვა­ნეს, იმ სახ­ლამ­დე სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი უნდა მევ­ლო, გა­გე­ბა­ში არ ვი­ყა­ვი, სად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, 2 ევ­როც არ მედო ჯი­ბე­ში. ვუხ­სნი, ვერ წა­ვალ, გზის ფული არ მაქვს-მეთ­ქი. ქალ­მა 2 ევრო მომ­ცა და წადი ოჯახ­შიო.

სად უნდა წა­ვი­დე-მეთ­ქი. არაო და ავ­ტე­ხე ჩხუ­ბი. იქ ჩხუ­ბი არ შე­იძ­ლე­ბა, ისი­ნი უკა­ნო­ნოდ აკე­თე­ბენ ამ საქ­მეს, მე კი კა­ნონს არ ვარ­ღვევ­დი, ლე­გა­ლუ­რად წა­ვე­დი, 3 თვე შე­მეძ­ლო ცხოვ­რე­ბა... დებს შე­ე­შინ­დათ, წა­მო­მიყ­ვა­ნეს და ახლა მა­ტა­რებ­ლის სად­გურ­ზე და­მაგ­დეს...

ჩემ­თან ერ­თად ერთი გოგო იყო, იმა­საც აე­წე­წა ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ მერე რო­გორც გა­ვი­გე, ლტოლ­ვი­ლად ჩა­ბარ­და იტა­ლი­ა­ში. როცა სად­მე ჩა­დი­ხარ, თუ კარ­გი პატ­რო­ნი არ გყავს, არა­ვის უნდა ენდო. ახლა ჩემი მული მი­დის თურ­ქე­თი­დან იტა­ლი­ა­ში და ვურ­ჩევ, კარ­გად და­ფიქ­რდეს, გა­არ­კვი­ოს, ვის ენ­დო­ბა. ის ქალი 1500 ევ­როს იღებს თი­თოს­გან და 8 ქალი მიჰ­ყავს. ამა­ზე დღეს ბევ­რი "ჩა­ლი­ჩობს“, ჩა­იყ­ვა­ნენ და მერე "აგ­დე­ბენ"...

ღმერ­თმა აშო­როს ყვე­ლას, რაც მე გა­დამ­ხდა. ვა­ლით წა­ვე­დი, მა­მი­დაშ­ვილ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნა ფლო­რენ­ცი­ი­დან, ნელ-ნელა უნდა გა­და­მე­ხა­და, მაგ­რამ ასე­თი ვი­თა­რე­ბა რომ შე­მექ­მნა, მი­თხრა, ოღონდ შენ ჯან­მრთე­ლი დაბ­რუნ­დი შენს შვი­ლებ­თან, ბო­დი­ში და, მი­მი­ფურ­თხე­ბია მაგ ფუ­ლის­თვი­სო. მა­მი­დაშ­ვი­ლი 15 წე­ლია იტა­ლი­ა­შია, ღვიძ­ლი და­სა­ვი­თაა, მაგ­რამ ვალს არ შე­ვირ­ჩენ. არა და, ისე­თი იმე­დი­ა­ნი წა­ვე­დი აქე­დან, ვი­ცო­დი, სამ­სა­ხურს და­ვი­წყებ­დი და ავი­წყობ­დი ცხოვ­რე­ბას...

ჩა­მო­ვე­დი და ღმერ­თის წყა­ლო­ბით, კარ­გად ვართ. ალ­ბათ უფალ­მა არ ინე­ბა ჩემი იქ დარ­ჩე­ნა და უკან ჩა­მო­მაბ­რუ­ნა. ეს ჩვენ გვგო­ნია, რომ ყველ­გან კარ­გია, სა­დაც არ ვართ, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს გზა არაა ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი, ძა­ლი­ან რთუ­ლია უცხო ქვე­ყა­ნა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა და ცხოვ­რე­ბის აწყო­ბა. აქ რომ ორი კა­პი­კი გა­მო­აგ­ზავ­ნო, იქ ნამ­დვილ ჯო­ჯო­ხეთს გა­დი­ხარ. რამ­დენ­მა ქარ­თველ­მა ვერ გა­უძ­ლო და თავი მო­იკ­ლა... ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­სულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას ან ნარ­კო­მა­ნი შვი­ლი ჰყავს, ან - ავად­მყო­ფი, ან ბან­კი­დან ბინა აქვს გა­მო­სახ­სნე­ლი, ან ვა­ლებ­შია ჩამ­ხრჩვა­ლი, ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის ხალ­ხია. დალ­ხი­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა რომ მქო­ნო­და, იქ წა­ვი­დო­დი? აქაც რომ არა­ფე­რი ყრია, რა გინ­და, რომ ქნა?

myquiz