რუსული ვებგვერდი, რომელიც უკრაინაში მებრძოლ უცხოელებზე დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს და მათ უკრაინის დატოვებაში "დახმარებას სთავაზობს" - რას წერენ ოკუპანტები ქართველ მებრძოლებზე | Allnews.Ge

რუსული ვებგვერდი, რომელიც უკრაინაში მებრძოლ უცხოელებზე დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს და მათ უკრაინის დატოვებაში "დახმარებას სთავაზობს" - რას წერენ ოკუპანტები ქართველ მებრძოლებზე

რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა პი­რებ­მა შექ­მნეს სა­ი­ტი, რო­მელ­ზეც უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი უცხო­ე­ლე­ბის, მათ შო­რის ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

სრუ­ლი დო­სიე 37-მდე ქარ­თველ­ზეა, რომ­ლე­ბიც რუსი ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვი­ან.

oreigncombatants.ru - ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია "ქარ­თულ ლე­გი­ონ­სა" და ქარ­თველ მებ­რძო­ლებ­ზე. ვებგ­ვერ­დზე მო­ცე­მუ­ლია დე­ტა­ლუ­რი ცნო­ბე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი რიგი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ.

სა­იტ­ზე ინ­ფორ­მა­ცია რუ­სულ, ინ­გლი­სურ, გერ­მა­ნულ, ფრან­გულ და ეს­პა­ნურ ენებ­ზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. ვებგ­ვერ­დის გახ­სნის­თა­ნა­ვე კი ვკი­თხუ­ლობთ, რომ "სა­ი­ტი შე­ე­ხე­ბა იმ პი­რებს, რომ­ლებ­მაც გა­და­წყვი­ტეს უკ­რა­ი­ნის მხა­რეს დად­გნენ და და­უ­პი­რის­პირ­დნენ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც არ ეს­მით კონ­ფლიქ­ტის გრძე­ლი, რთუ­ლი ის­ტო­რია და არ ეს­მით მისი მას­შტა­ბი." ასე­ვე ვკი­თხუ­ლობთ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ­მა ზო­გი­ერ­თმა უცხო­ელ­მა ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რად­გა­ნაც ისი­ნი "უკ­რი­ა­ნუ­ლი, ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი პრო­პა­გან­დის მსხვერ­პლნი გახ­დნენ. ზო­გი­ერ­თი მი­იჩ­ნევ­და, რომ შე­ეძ­ლოთ ფუ­ლის მი­ღე­ბა ომში ჩარ­თვის სა­ნაც­ვლოდ".

ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ავ­ტო­რე­ბი ასე­ვე მი­იჩ­ნე­ვენ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ზო­გი­ერ­თი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ იმი­ტომ იბ­რძვის, რომ პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვოს და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ფო­ტო­ე­ბი გა­ნა­თავ­სოს.

"ჩვე­ნი მი­სი­აა, და­ვუბ­რუ­ნოთ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ოჯა­ხებ­სა და ახ­ლობ­ლებს, ვიდ­რე ისი­ნი გა­მო­უს­წო­რებ­ლად და­ა­ზი­ა­ნე­ბენ თა­ვი­ანთ სი­ცო­ცხლეს და შე­წყვე­ტენ არ­სე­ბო­ბას ამ სა­ში­ნე­ლი კონ­ფლიქ­ტის დროს", - წე­რენ ოკუ­პან­ტე­ბი.

ცალ­კე თავი ეთ­მო­ბა "ქარ­თულ ლე­გი­ონს", რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ, რომ "ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლე­გი­ო­ნი" ქარ­თველ­თა და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი შე­ნა­ერ­თია, რო­მე­ლიც 2014 წელს მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით არის შექ­მნი­ლი."ეს უკ­რა­ი­ნა­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბაა. მას­ში უშუ­ა­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბის გარ­და მსა­ხუ­რო­ბენ აშშ-ის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის და მრა­ვა­ლი სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 700-ს შე­ად­გენს", - წე­რია რუ­სულ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა მო­ცე­მუ­ლი ქარ­თველ მებ­რძო­ლებ­ზე, მათ შო­რის არი­ან, მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, ქეთი ლეშ­კა­შე­ლი, თე­ი­მუ­რაზ ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი, კუ­კუ­რი ბა­რა­მი­ძე (დო­მი­ნიკ მან­გო) და სხვე­ბი.

სა­იტ­ზე ასე­ვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მებ­რძოლ­თა რო­გორც სა­ერ­თო ფოტო, ასე­ვე კონ­კრე­ტუ­ლი სამ­ხედ­რო პი­რე­ბის სუ­რა­თე­ბიც.

myquiz