დიდ დიღომში აფეთქება მოხდა- რა ვიცით შემთხვევის შესახებ? | Allnews.Ge

დიდ დიღომში აფეთქება მოხდა- რა ვიცით შემთხვევის შესახებ?

ადგილობრივების ინფორმაციით, დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, აფეთქების შედეგად დაშავდა ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი.

ადგილზე არსებული ინფორმაციით, ქალი დამწვრობის ცენტრში, მცირეწლოვანი კი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ადგილობრივები იუწყებიან, ოჯახი აღნიშნულ ბინაში ქირით ცხოვრობდა.

დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება გამთენიისას მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ამასთან, ადგილობრივების ცნობით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და ადგილზე მდგომი მანქანები.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

myquiz