"ღამის საათებში იწყება ამ საშინელი ნივთიერებების წვა. ხალხი ფანჯრებს ვერ აღებს" - რა ხდება გლდანის "ნაგავსაყრელზე" და რას აცხადებენ ზედამხედველობის სამსახურსა და "თბილსერვის ჯგუფში"? | Allnews.Ge

"ღამის საათებში იწყება ამ საშინელი ნივთიერებების წვა. ხალხი ფანჯრებს ვერ აღებს" - რა ხდება გლდანის "ნაგავსაყრელზე" და რას აცხადებენ ზედამხედველობის სამსახურსა და "თბილსერვის ჯგუფში"?

უკვე მე­რამ­დე­ნე წე­ლი­წა­დია გლ­და­ნის ნა­გავ­საყ­რე­ლი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის თა­ვის ტკი­ვი­ლად არის ქცე­უ­ლი. თბი­ლი­სის ამ რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა კვლავ დახ­მა­რე­ბას ითხოვს. მათი თქმით, ნა­გავ­საყ­რელ­ზე ყო­ველ­დღე ნარ­ჩე­ნე­ბის წვა ხდე­ბა, ირ­გვლივ სა­ში­ნე­ლი კვამ­ლი და სუ­ნია, რის გა­მოც უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია არი­ან.

მაკა ტუ­შუ­რი, გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის მცხოვ­რე­ბი:

"წლე­ბია ნა­გავ­საყ­რე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა გლ­და­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. გა­უ­საძ­ლი­სია ვი­თა­რე­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხულ­ში. არ ვი­ცით, ეს შეგ­ნე­ბუ­ლად ხდე­ბა, თუ რა არის ამის მი­ზე­ზი, მაგ­რამ, ფაქ­ტია, ყო­ველ ღა­მით ნა­გავს ცე­ცხლს უკი­დე­ბენ. ღა­მის სა­ა­თებ­ში იწყე­ბა ამ სა­ში­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის წვა. ხალ­ხი ბი­ნებ­ში ფან­ჯრებს ვერ აღებს, რად­გან სა­ში­ნე­ლი სუნი და ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­აა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, 2 წუთი ვერ გავ­ძე­ლი შინ, ვე­ღარ ვსუნ­თქავ­დი, ისე­თი ბოლი და სუნი იყო, სახ­ლი­დან გა­ვე­დი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ რა დღე­ში არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სახ­ლში ავად­მყო­ფე­ბი, ბავ­შვე­ბი ჰყავთ, ბი­ნი­დან მათ გაყ­ვა­ნა­საც ახერ­ხე­ბენ. ამ სი­ცხე­ში ფან­ჯრებ­საც რომ ვერ გა­ა­ღებ, ეს რა ცხოვ­რე­ბაა? გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უ­საძ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ბოლო - მე-5, მე-6, მე-7, მე-8 მიკ­რო­რა­ი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა და თეთ­რი ტბის მიმ­დე­ბა­რედ ვინც ცხოვ­რობს. აქ­ცი­ე­ბიც არა­ერ­თხელ ჩა­ტარ­და, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ გვაქ­ცევს.

ივ­ნი­სი, ივ­ლი­სი, აგ­ვის­ტო გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი იყო. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ხალ­ხი ამის გამო ღა­მე­ებს გა­რეთ ათე­ნებს. ყო­ველ­დღე ხდე­ბა პრო­ტეს­ტი, ამ პრობ­ლე­მა­ზე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია თბი­ლი­სის მე­რია, გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა, გამ­გე­ბე­ლი. მაგ­რამ არა­ვინ გვაქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. იქ­ნებ მე­დია მა­ინც დაგ­ვეხ­მა­როთ, რომ რო­გორ­მე მოგ­ვარ­დეს ეს პრობ­ლე­მა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რამ­დე­ნი­მე ჯგუფ­ში ვარ გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი და ყველ­გან იწე­რე­ბა ამ პრობ­ლე­მა­ზე. ფაქ­ტია, ხალ­ხის ხმა არა­ვის ეს­მის. თა­ვი­დან გვი­ცი­ლე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ თით­ქოს რა­ღაც ჯგუ­ფე­ბი ამას შეგ­ნე­ბუ­ლად აკე­თებს. ესეც რომ იყოს, რა­ტომ არ ხდე­ბა მათი გა­მოვ­ლე­ნა? თუმ­ცა ეს ნაკ­ლე­ბად სარ­წმუ­ნოა, რად­გან ის ტე­რი­ტო­რია შე­მო­სა­ზღვრუ­ლია და ასე ად­ვი­ლად იქ ვე­რა­ვინ მივა და ვერ წა­უ­კი­დებს ნა­გავს ცე­ცხლს.

გარ­და ამი­სა, ნაგ­ვის ბუნ­კე­რებ­თან რაც ხდე­ბა, ეს ცალ­კე სა­სა­უბ­რო თე­მაა. ყვე­ლა ხე­დავს რო­გორ ჟო­ნავს ნა­გა­ვი ბუნ­კე­რე­ბი­დან, რო­გო­რი ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­აა ნა­გავ­საყ­რე­ლებ­თან. ვერ გა­ივ­ლი, ისე­თი სუ­ნია, ფეხს ვერ დად­გამ ვერ­სად, ფეხ­საც­მელ­ზე გე­წე­ბე­ბა ეს გა­მო­ნა­ჟო­ნი მასა. ამი­ტომ ნორ­მა­ლუ­რად ნა­გავ­საც ვერ აგ­დებ ადა­მი­ა­ნი ურ­ნა­ში. ფაქ­ტია, არ ირე­ცხე­ბა ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. რა­ტომ­ღაც თვლი­ან, რომ მარ­ტო ვაკე და სა­ბურ­თა­ლო უნდა მო­ი­რე­ცხოს. სხვა უბ­ნებ­მა რა და­ა­შა­ვა?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­აა გლ­დან­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე და მო­სახ­ლე­ო­ბა ითხოვს, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას. მათი თქმით, წლე­ბია ამ პრობ­ლე­მა­ზე სა­უბ­რო­ბენ, მაგ­რამ ვერ გა­და­იჭ­რა".

"გლ­დან­ში არ­სე­ბუ­ლი ნა­გავ­საყ­რე­ლი არა­ნა­ირ სტან­დარტს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს", - ამ­ბობს ეკო­ლო­გი და გა­რე­მოს დამ­ცვე­ლი ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, არას­წო­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლო­ში ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის პრო­ცე­სი. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, მათი აზ­რით ისიც არის, რომ არ ხდე­ბა ნარ­ჩე­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ვა, ანუ სე­პა­რა­ცია.

ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი ეკო­ლო­გი:

"ნა­გავ­საყ­რე­ლე­ბის პრობ­ლე­მა, ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კუ­თხი­თაც ურ­თუ­ლე­სია. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვპირ­დე­ბო­და, რომ პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბო­და და ყვე­ლა რე­გი­ონს, რა­ი­ონს ექ­ნე­ბო­და თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის პო­ლი­გო­ნი, მაგ­რამ ასე­თი ნა­გავ­საყ­რე­ლი დღეს არ გაგ­ვაჩ­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა გლ­და­ნის ნა­გავ­საყ­რელს, ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ხუ­რუ­ლია, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. პრაქ­ტი­კუ­ლად, ლე­გა­ლურ და არა­ლე­გა­ლურ ნა­გავ­საყ­რე­ლებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა არ არის, არ­სად არ ხდე­ბა სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვა. იგი­ვე ლი­ლოს ნა­გავ­საყ­რე­ლი არა­ნაკ­ლებ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს დე­და­ქა­ლა­ქის­თვის... გლ­და­ნის ნა­გავ­საყ­რე­ლი სა­ერ­თოდ და­კე­ტი­ლი უნდა იყოს და მისი კონ­ტრო­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის პრობ­ლე­მას არ უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს. ვიცი, იგი­ვე სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­და­ნაც ხდე­ბა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა სამ­შე­ნებ­ლო ნარ­ჩე­ნე­ბის და ასე­ვე სხვა მსხვი­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის­თვის, ასე­ვე იყე­ნე­ბენ ამ ნა­გავ­საყ­რელს სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც. ამი­ტომ სა­ვა­რა­უ­დოდ, კო­რუფ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ამის უკან, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, იგი­ვე ჯან­დაც­ვის თუ მე­რი­ის სტრუქ­ტუ­რე­ბი არ რე­ა­გი­რე­ბენ აღ­ნიშ­ნულ­ზე.

chxartishvili-41705-1661938416.png

ამის კონ­ტრო­ლი, მი­თუ­მე­ტეს დაწ­ვის ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­კი­თხია. ვინ უკი­დებს ცე­ცხლს, ამის გარ­კვე­ვა, არ უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს პრობ­ლე­მას.

ყვე­ლას მინ­და ვუ­თხრა, ნა­გა­ვი როცა ყრია, ეს ცუ­დია, ის უნდა იყოს და­მარ­ხუ­ლი, მაგ­რამ თუ სხვა გზა არ არის, ჯო­ბია ისე ეყა­როს თუნ­დაც ქუ­ჩა­ში, ვიდ­რე დავ­წვათ. ბევ­რმა არ იცის და ადა­მი­ა­ნებს გო­ნი­ათ, რომ სა­კუ­თარ ნა­გავს თუ დაწ­ვა­ვენ, უკე­თე­სად იქ­ცე­ვი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია პო­ლი­მე­რუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის წვა. ლა­პა­რა­კია პლასტმას­ზე, პლასტმა­სის ბოთ­ლებ­ზე, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კებ­ზე, რე­ზი­ნის დაწ­ვა­ზე. პო­ლი­მე­რუ­ლი მა­სა­ლე­ბის წვის შე­დე­გად გა­მო­ი­ყო­ფა ათო­ბით და ასო­ბით მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბა, რაც იწ­ვევს კი­ბოს. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­იფ­რქვე­ვა ჰა­ერ­ში და სუნ­თქავს თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს ნარ­ჩე­ნე­ბის გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი შეგ­რო­ვე­ბის სის­ტე­მა. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ნარ­ჩე­ნი ერ­თად იყ­რე­ბა და, მათ შო­რის, სა­ხი­ფა­თო ნარ­ჩე­ნე­ბიც ხში­რად ხვდე­ბა გლ­და­ნის ნა­გავ­საყ­რელ­ზე. ამ შემ­თხვე­ვა­ში არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი აა­ლე­ბაც. აა­ლე­ბას იწ­ვევს ორ­გა­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი, საკ­ვე­ბი ნარ­ჩე­ნე­ბი, რომ­ლის ლპო­ბის შე­დე­გად გა­მო­ი­ყო­ფა მე­თა­ნი, შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი თვი­თა­ა­ლე­ბაც ხდე­ბა...".

თბი­ლი­სის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურ­ში გვი­თხრეს, რომ გლ­და­ნის ნა­გავ­საყ­რელ­ზე ცე­ცხლი ამ ზა­ფხულს რამ­დენ­ჯერ­მე თვით­ნე­ბუ­რად გაჩ­ნდა.

"ნა­გავ­საყ­რელ­ზე ვერ მო­უ­კი­დებს ცე­ცხლს ვე­რა­ვინ. ის არის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია და ამას აკონ­ტრო­ლებს "თბილ­სერ­ვი­სი". ბუ­ნებ­რი­ვად, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის და სი­ცხე­ე­ბის გამო რამ­დენ­ჯერ­მე გაჩ­ნდა ცე­ცხლი და ეს ჩა­აქ­რეს თა­ვად "თბილ­სერ­ვი­სის" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა. ნა­გავ­საყ­რელ­ზე ბუ­ნებ­რი­ვად გა­ჩე­ნი­ლი ცე­ცხლი არ არის ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცია, მაგ­რამ სხვა შემ­თხვე­ვა­ში, თუკი ვინ­მე რა­მეს მო­უ­კი­დებს და ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ცხელ ხაზ­ზე შე­მო­დის, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი ამა­ზე ახ­დენს რე­ა­გი­რე­ბას. თუ სხვა­გა­ნაც ხდე­ბა ეს, დარ­ე­კონ ცხელ ხაზ­ზე და აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა რე­ა­გი­რე­ბა. ჩვენ თვი­თო­ნაც ვახ­დენთ ინ­სპექ­ტი­რე­ბას, და­დი­ან ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და თუ გა­მოვ­ლინ­დე­ბა კა­ნონ­დამ­რღვე­ვი, ის და­ჯა­რიმ­დე­ბა ან გა­მო­სას­წო­რე­ბელ სა­მუ­შა­ობს შე­სა­რუ­ლებს. თუ მსგავ­სი რამ და­ა­ფიქ­სი­რეს, შე­უძ­ლი­ათ დარ­ე­კონ ცხელ ხაზ­ზე 0322722222, ზა­რი­დან მა­ლე­ვე ჩვე­ნი ჯგუ­ფე­ბი გა­დი­ან ად­გი­ლე­ზე დღეც და ღა­მეც..." - გვი­თხრეს თბი­ლი­სის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურ­ში.

ჩვენ ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით "თბილ­სერ­ვი­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­საც.

"თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" დი­რექ­ტო­რი და­ვით ფა­ჩუ­ლია ადას­ტუ­რებს, რომ ამ ზა­ფხულს ცე­ცხლი თვით­ნე­ბუ­რად გაჩ­ნდა.

davit-fachulia-w-h-41306-1661938438.jpeg

- ბა­ტო­ნო და­ვით, გლ­და­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა აცხა­დებს, რომ გლ­და­ნის ნა­გავ­საყ­რელ­ზე ყო­ველ სა­ღა­მოს უკი­დე­ბენ ცე­ცხლს და ბოლი აწუ­ხებს მო­სახ­ლე­ო­ბას. რო­გორც ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურ­ში გვი­თხრეს, ამ ზა­ფხულს ნა­გავ­საყ­რელ­ზე თვით­ნე­ბუ­რად რამ­დენ­ჯერ­მე გაჩ­ნდა ხან­ძა­რი, რა მას­შტა­ბის იყო ეს ხან­ძრე­ბი? თქვენ­მა სამ­სა­ხურ­მა ჩა­აქ­რო თუ მაშ­ვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა დაგ­ჭირ­დათ?

- გლ­და­ნის ნა­გავ­საყ­რელ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გაჩ­ნდა მცი­რე ხან­ძა­რი, რო­მე­ლიც ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი იქნა "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" მიერ. ბოლო პე­რი­ოდ­ში, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო რამ­დე­ნი­მე მცი­რე აა­ლე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი და ესეც ჩვე­ნი ძა­ლე­ბით იქნა ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი. სამ­სა­ხურ­ში მუდ­მი­ვად მო­რი­გე­ობს 4 თა­ნამ­შრო­მე­ლი და წყლის სპეც­მან­ქა­ნა, მსგავს შემ­თხვე­ვებ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რე­ა­გი­რე­ბი­სათ­ვის. სპე­ცი­ა­ლუ­რად, რა თქმა უნდა, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არა­ვინ უკი­დებს ცე­ცხლს. სამ­შე­ნებ­ლო ნა­გავ­საყ­რე­ლის ტე­რი­ტო­რი­ის გა­რეთ, ხან­ძრე­ბის ჩაქ­რო­ბას კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

- მო­სახ­ლე­ო­ბა აქვს ასე­ვე პრე­ტენ­ზია და ამ­ბობს, რომ არ ირე­ცხე­ბა გლ­დან­ში არ­სე­ბუ­ლი ბუნ­კე­რე­ბი და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ამი­ტომ აწუ­ხებთ სუნი და უჭირთ გა­და­ად­გი­ლე­ბა. ამა­ზე რას იტყვით?

- დე­და­ქა­ლაქ­ში სი­სუფ­თა­ვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ზრუ­ნავს და­სუფ­თა­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის 4000-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი. მა­ი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ყო­ველ­დღე ირე­ცხე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბი, კომ­პა­ნი­ის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 60-მდე მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლი და 20 000-მდე ნა­გავ­შემ­კრე­ბი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი. გლ­და­ნის რა­ი­ონ­ში, აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ირე­ცხე­ბა: ნ.დუმ­ბა­ძის გამ­ზი­რი, ი.ნო­ნეშ­ვი­ლის, ი.ვე­კუ­ას, ო.ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის, ა.ვა­სა­ძის, ა. გობ­რო­ნი­ძის, ლი­ბა­ნის, ვ.ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბი. შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფი“ ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბანკთან ერ­თად და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ნა­ახ­ლებს კომ­პა­ნი­ის ავ­ტო­პარკს სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის და მო­ცუ­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კით. ასე­ვე, მთე­ლი დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, ეტა­პობ­რი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა ძვე­ლი ნა­გავ­შემ­კრე­ბი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ახა­ლი ურ­ნე­ბით.

"თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის­თვის” პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კი­თხი გახ­ლავთ დე­და­ქა­ლა­ქის დაც­ვა და­ბინ­ძუ­რე­ბის­გან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ასუფ­თა­ვე­ბენ დე­და­ქა­ლაქს, ხში­რად ვა­წყდე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბის ფაქ­ტებს გამ­წვა­ნე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­სა და ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებ­ში, ასე­ვე, ხში­რად ხდე­ბა სამ­შე­ნებ­ლო ნარ­ჩე­ნის უკა­ნო­ნოდ გან­თავ­სე­ბა ქუ­ჩებ­ში. გვინ­და თხოვ­ნით მივ­მარ­თოთ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სი­სუფ­თა­ვე და პა­ტი­ვი სცენ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შრო­მას, რომ­ლე­ბიც 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ზრუ­ნა­ვენ თბი­ლი­სის სი­სუფ­თა­ვე­ზე.

ambebi.ge

myquiz