როგორ უნდა მოამზადოთ ბავშვი ემოციურად ბაღისთვის
საბავშვო ბაღის პირველი თვეები ბევრი ბავშვისთვის ნამდვილ გამოცდად იქცევა ხოლმე. არც არის გასაკვირი - ბავშვი დედისგან შორსაა, უცნობ ადგილას, უწევს დაემორჩილოს საერთო წესრიგსა და რეჟიმს. თუ პატარა ბუნებრივად მორცხვია და ბავშვებთან კონტაქტს მიჩვეული არ არის, მაშინ ჯგუფში ადაპტაცია მისთვის რთული იქნება. ერთბაშად ბევრი თანატოლის გარემოცვამ შეიძლება შეაშინოს და სტრესის მიზეზიც გახდეს. სამაგიეროდ, ეს პერიოდი უფრო მარტივია კომუნიკაბელური ბავშვებისთვის, რომლებიც ადვილად ამყარებენ კონტაქტს და თავს კომფორტულად გრძნობენ თანატოლებს შორის.
იმისათვის, რომ ბავშვმა თანატოლებთან თამაშით სიამოვნება მიიღოს, შეძლოს დამეგობრება, მას კომუნიკაციის უნარი უკვე უნდა ჰქონდეს განვიტარებული. ამაზე მშობლებმა უნდა იზრუნონ, რომლებსაც შეუძლიათ ამ საკითხში დიდი დახმარება გაუწიონ ბავშვს.
როგორ ვასწავლოთ ბავშვს კომუნიკაცია
ჩვეულებრივ, დამოუკიდებლობის პირველი ნიშნებს პატარა ორი ან სამი წლის ასაკისთვის ავლენს. მალე ბავშვი შეამჩნევს, რომ საყვარელი დედიკოს და მამიკოოს გარდა, სხვა ბავშვებიც არიან, რომლებთან თამაშიც შეიძლება. ამ დროიდან მოყოლებული, თანატოლებთან კომუნიკაციის მოთხოვნილება ბავშვის სულ უფრო მეტად აქვს. მოზარდობაში კი მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გახდება. განაგრძეთ კითხვა