"ვენ­ტი­ლა­ცი­ამ სად­გომ­ში უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ჰა­ე­რის ცირ­კუ­ლა­ცი­ის, მტვრის დო­ნის, ტემ­პე­რა­ტუ­რის, ტე­ნი­ა­ნო­ბი­ს ზღვრუ­ლად და­საშ­ვებ ფარ­გლებ­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა" - რა წერია მთავრობის მიერ დამტკიცებულ "ხბოს დაცვის რეგლამენტში"? | Allnews.Ge

"ვენ­ტი­ლა­ცი­ამ სად­გომ­ში უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ჰა­ე­რის ცირ­კუ­ლა­ცი­ის, მტვრის დო­ნის, ტემ­პე­რა­ტუ­რის, ტე­ნი­ა­ნო­ბი­ს ზღვრუ­ლად და­საშ­ვებ ფარ­გლებ­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა" - რა წერია მთავრობის მიერ დამტკიცებულ "ხბოს დაცვის რეგლამენტში"?

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ხბოს დაც­ვის რეგ­ლა­მენ­ტი და­ამ­ტკი­ცა, რო­მელ­შიც გან­სა­ზღვრუ­ლია, რა პი­რო­ბებ­ში უნდა ცხოვ­რობ­დნენ ხბო­ე­ბი, რა უნდა იყოს მათი საკ­ვე­ბი რა­ცი­ო­ნი, რა პი­რო­ბე­ბი სჭირ­დე­ბათ ქცე­ვი­თი და ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, რო­გორ უნდა იყოს მო­წყო­ბი­ლი სად­გო­მი და რო­გორ უნდა და­სუფ­თავ­დეს ის.

ხბოს დაც­ვის ზო­გა­დი მო­თხოვ­ნე­ბი - ამო­ნა­რი­დი მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბი­დან"

1. ხბოს სად­გო­მის ასა­შე­ნებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ბაკი და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რო­მელ­თა­ნაც ხბო­ებს უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა აქვთ, არ უნდა იყოს სა­ზი­ა­ნო მათ­თვის და უნდა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­დეს სრუ­ლად რე­ცხვა-დე­ზინ­ფექ­ცი­ას.

2. ელექტრო­ს­ქე­მე­ბი და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ისე უნდა იქ­ნეს და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, რომ თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი ელექტრო­შო­კი.

3. იზო­ლა­ცი­ამ, გათ­ბო­ბამ და ვენ­ტი­ლა­ცი­ამ სად­გომ­ში უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ჰა­ე­რის ცირ­კუ­ლა­ცი­ის, მტვრის დო­ნის, ტემ­პე­რა­ტუ­რის, ფარ­დო­ბი­თი ტე­ნი­ა­ნო­ბი­სა და გა­ზის კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბის იმ ზღვრუ­ლად და­საშ­ვებ ფარ­გლებ­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რაც სად­გომ­ში მყო­ფი ცხო­ვე­ლე­ბი­სათ­ვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი არ იქ­ნე­ბა.

4. ხბო­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყვე­ლა ავ­ტო­მა­ტუ­რი და მე­ქა­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა უნდა შე­მოწ­მდეს, სულ მცი­რე, ერთხელ დღე­ში. ხარ­ვეზ(ებ)ი აღ­მო­ჩე­ნი­სას უნდა გა­მოს­წორ­დეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ან, თუ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბამ­დე შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი უნდა იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი (ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­თო­დე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოკ­ვე­ბი­სა და და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი გა­რე­მოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სათ­ვის) ხბო­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის და­სა­ცა­ვად. სა­დაც ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცი­ის სის­ტე­მა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ასე­ვე მო­წყო­ბი­ლი უნდა იქ­ნეს სა­რე­ზერ­ვო სის­ტე­მა, რაც ძი­რი­თა­დი სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს ჰა­ე­რის გა­ნახ­ლე­ბა­სა და ხბო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას. სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ასე­ვე უნდა მოქ­მე­დებ­დეს სა­გან­გა­შო სის­ტე­მა, რათა გაფრ­თხი­ლე­ბულ იქ­ნეს ცხო­ვე­ლე­ბის მომ­ვლე­ლი გა­უ­მარ­თა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­გან­გა­შო სის­ტე­მა უნდა შე­მოწ­მდეს რე­გუ­ლა­რუ­ლად.

5. და­უშ­ვე­ბე­ლია ხბო­ე­ბის მუდ­მი­ვად სიბ­ნე­ლე­ში გან­თავ­სე­ბა. მათი ქცე­ვი­თი და ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იქ­ნეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი შე­სა­ბა­მი­სი ბუ­ნებ­რი­ვი ან ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­თე­ბის­თვის. ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, ის უნდა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­დეს ბუ­ნებ­რი­ვი გა­ნა­თე­ბის პე­რი­ოდ­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ, 9-იდან 5 სა­ა­თამ­დე. გარ­და ამი­სა, უნდა იყოს შე­სა­ფე­რი­სი გა­ნა­თე­ბა (ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ან პორ­ტა­ტუ­ლი) საკ­მა­რი­სად ძლი­ე­რი, რათა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს ხბო­ე­ბის შე­მოწ­მე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს.

6. სად­გომ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ხბო მფლო­ბე­ლის ან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რის მიერ უნდა შე­მოწ­მდეს, სულ მცი­რე, ორ­ჯერ დღე­ში, ხოლო ხბო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­რეთ არი­ან გან­თავ­სე­ბულ­ნი – დღე­ში, სულ მცი­რე, ერთხელ. თუ ხბო არის ავად ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა და­ექ­ვემ­დე­ბა­როს ვე­ტე­რი­ნა­რის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბას და ნე­ბის­მი­ე­რი ხბო, რო­მე­ლიც არ რე­ა­გი­რებს მფლო­ბე­ლის მოვ­ლა­ზე/კონ­ტაქ­ტზე, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ვე­ტე­რი­ნა­რის შე­მოწ­მე­ბას. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ან ავად­მყო­ფი ხბო­ე­ბი უნდა იყ­ვნენ იზო­ლი­რე­ბულ­ნი ადეკ­ვა­ტურ პი­რო­ბებ­ში, მშრალ და კომ­ფორ­ტულ ქვეშ­სა­გებ­ზე.

7. სად­გო­მი უნდა იყოს ხბო­ე­ბი­სათ­ვის ისე აშე­ნე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა ხბოს შე­ეძ­ლოს და­წო­ლა, დას­ვე­ნე­ბა, ად­გო­მა და სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­სუფ­თა­ვე­ბა სირ­თუ­ლის გა­რე­შე.

8. ხბო­ე­ბი არ უნდა იყ­ვნენ დაბ­მულ­ნი, გარ­და ჯგუ­ფუ­რად გან­თავ­სე­ბუ­ლი ხბო­ე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც დაბ­მულ­ნი უნდა იყ­ვნენ არა­უ­მე­ტეს ერთი სა­ა­თი­სა რძით ან რძის შემ­ცვლე­ლით გა­მოკ­ვე­ბი­სას. სა­ბე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას სა­ბელ­მა არ უნდა გა­მო­იწ­ვი­ოს ხბო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა და უნდა შე­მოწ­მდეს რე­გუ­ლა­რუ­ლად და შე­იც­ვა­ლოს სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნეს მისი კომ­ფორ­ტუ­ლი მორ­გე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი სა­ბე­ლი ისე უნდა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ აცი­ლე­ბულ იქ­ნეს დახ­რჩო­ბის ან და­ზი­ა­ნე­ბის რის­კი და ხბოს უნდა შე­ეძ­ლოს გა­და­ა­ად­გი­ლე­ბა ამ და­ნარ­თის მე-7 პუნ­ქტის მო­თხოვ­ნა­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

9. სად­გო­მი, ბაკი, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და ჭურ­ჭე­ლი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ხბო­სათ­ვის, შე­სა­ბა­მი­სად უნდა გა­სუფ­თავ­დეს და და­ექ­ვემ­დე­ბა­როს დე­ზინ­ფექ­ცი­ას, რათა თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი ჯვა­რე­დი­ნი და­ინ­ფი­ცი­რე­ბა და და­ა­ვა­დე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის დაგ­რო­ვე­ბა. ფე­კა­ლი­ე­ბი, შარ­დი, ნარ­ჩე­ნი ან დაღ­ვრი­ლი საკ­ვე­ბი მო­ცი­ლე­ბუ­ლი უნდა იქ­ნეს სა­ჭი­რო ინ­ტენ­სი­ვო­ბით, რათა მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნეს დაყ­ვა­ნი­ლი სუნი და აცი­ლე­ბულ იქ­ნეს თა­ვი­დან მწე­რე­ბი­სა და მღრღნე­ლე­ბის მო­ზიდ­ვა.

10. ია­ტა­კი უნდა იყოს გლუ­ვი, მაგ­რამ არა სრი­ა­ლა, რათა თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი ხბო­ე­ბი­სათ­ვის ტკი­ვი­ლის ან ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა მას­ზე დგო­მის ან წო­ლის დროს. ია­ტა­კი უნდა იყოს თა­ნა­ბა­რი და მყა­რი, ხბოს ზო­მი­სა და წო­ნის შე­სა­ბა­მი­სად. და­სა­წო­ლი ად­გი­ლი უნდა იყოს კომ­ფორ­ტუ­ლი, სუფ­თა, შე­სა­ბა­მი­სი დრე­ნა­ჟით და არ უნდა ჰქონ­დეს უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა ხბო­ზე. ორ კვი­რა­ზე ნაკ­ლე­ბი ასა­კის ყვე­ლა ხბო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იქ­ნეს შე­სა­ბა­მი­სი ქვეშ­სა­გე­ბით.

11. ყვე­ლა ხბოს უნდა ჰქონ­დეს და­ნიშ­ნუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი საკ­ვე­ბი რა­ცი­ო­ნი, რო­მე­ლიც ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია მათ ასაკ­თან, წო­ნა­სა და ქცე­ვით და ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებ­თან, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის. მათი საკ­ვე­ბი უნდა შე­ი­ცავ­დეს საკ­მა­რის რკი­ნას, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს სის­ხლის ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის სა­შუ­ა­ლო დონე, სულ მცი­რე, 4.5 მმოლ/ლიტრზე და ორ კვი­რა­ზე მეტი ასა­კის თი­თო­ე­უ­ლი ხბოს ყო­ველ­დღი­უ­რი მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ცი­ო­ნი უნდა მო­ი­ცავ­დეს უჯრე­და­ნას, რომ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა ყველ­დღი­უ­რად უნდა იზ­რდე­ბო­დეს 50 გრ-იდან 250 გრ-მდე რვი­დან ოცი კვი­რის ასა­კის მქო­ნე ხბო­ე­ბი­სათ­ვის. ხბო­ებს არ უნდა ეკე­თოთ ალი­კა­პი.

12. ყვე­ლა ხბო უნდა იკ­ვე­ბე­ბო­დეს, სულ მცი­რე, 2-ჯერ დღე­ში. სა­დაც ხბო­ე­ბი გან­თავ­სე­ბულ­ნი არი­ან ჯგუ­ფუ­რად და არ იკ­ვე­ბე­ბი­ან შე­უ­ზღუ­და­ვად ან ავ­ტო­მა­ტუ­რი გა­მო­საკ­ვე­ბი სის­ტე­მით, ყვე­ლა ხბოს უნდა ჰქონ­დეს წვდო­მა საკ­ვებ­თან ერ­თსა და იმა­ვე დროს.

13. ორ კვი­რა­ზე მეტი ასა­კის ყვე­ლა ხბოს უნდა ჰქონ­დეს წვდო­მა საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ახალ წყალ­ზე ან უნდა შე­ეძ­ლოს და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს სი­თხის მი­ღე­ბა­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბა სხვა სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბით. თუმ­ცა ცხე­ლი ამინ­დის პი­რო­ბებ­ში ან ხბო­სათ­ვის, რო­მე­ლიც არის ავად, ახა­ლი და­სა­ლე­ვი წყა­ლი ყო­ველ­თვის უნდა იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

14. საკ­ვე­ბუ­რე­ბი და სა­წყუ­რებ­ლე­ბი ისე­თი მა­სა­ლის­გან უნდა იყოს დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ისე უნდა იყოს გან­თავ­სე­ბუ­ლი და მოვ­ლი­ლი, რომ მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნეს შემ­ცი­რე­ბუ­ლი ხბოს საკ­ვე­ბი­სა და წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბა.

15. ყვე­ლა ხბომ უნდა მი­ი­ღოს მსხვილ­ფე­ხა სა­ქონ­ლის ხსე­ნი და­ბა­დე­ბი­დან რაც შე­იძ­ლე­ბა მალე, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში - სი­ცო­ცხლის პირ­ველ 6 სა­ათ­ში".

myquiz