"შესაძლოა, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს" - რას აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი? | Allnews.Ge

"შესაძლოა, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს" - რას აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი?

"ბოლო 2 კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, გვაქვს 17%-იანი კო­ვიდ­და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რაც უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლია და შიდა გავ­რცე­ლე­ბის საკ­მა­ოდ მა­ღალ მას­შტა­ბებ­ზე მი­უ­თი­თებს", - ამის შე­სა­ხებ ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლოგ­მა, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში“, ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა აღ­ნიშ­ნა, ჯან­მრთე­ლო­ბის გა­ზომ­ვა­თა ინ­სტი­ტუტ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­საძ­ლოა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად 6000-დან 20 000-მდე ახა­ლი შემ­თხვე­ვა ცირ­კუ­ლი­რებ­დეს.

"თუ შევ­ხე­დავთ ჯან­მრთე­ლო­ბის გა­ზომ­ვა­თა ინ­სტი­ტუ­ტის მო­ნა­ცე­მებს, ჩვე­ნი ტი­პის და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­თა და სხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, შე­საძ­ლოა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად 6000-დან 20 000-მდე ახა­ლი შემ­თხვე­ვა ცირ­კუ­ლი­რებ­დეს. სა­სურ­ვე­ლია ტეს­ტი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყოს უფრო მეტი, რა­საც აქვს პირ­და­პი­რი კლი­ნი­კუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა. ქვე­ყა­ნას პი­კუ­რი გავ­რცე­ლე­ბა გა­დავ­ლი­ლი აქვს, ჩვენ ახლა ვართ გავ­რცე­ლე­ბის იმ მას­შტაბ­ზე, სა­დაც არის პლა­ტო და შე­იძ­ლე­ბა შე­ნარ­ჩუნ­დეს სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბრის პირ­ველ ნა­ხევ­რამ­დე. დრა­მა­ტუ­ლი მა­ტე­ბა შემ­დგო­მი 4-6 კვი­რა არ გვექ­ნე­ბა, მაგ­რამ გა­მოვ­ლე­ნა და ტეს­ტი­რე­ბა არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი“, - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მისი შე­ფა­სე­ბით, მზა­ო­ბა კლი­ნი­კე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის კუ­თხით შე­მოდ­გო­მის­თვის კი­დევ უფრო უნდა გაძ­ლი­ერ­დეს, ასე­ვე სა­სურ­ვე­ლია, შე­მოდ­გო­მის პე­რი­ოდ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას პირ­ბა­დის ტა­რე­ბა მო­უ­წო­დონ.

"პი­რა­დად მე, წინა 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მო­ვა­ხერ­ხე ორი ადა­მი­ა­ნის სტა­ცი­ო­ნარ­ში გან­თავ­სე­ბა, რაც ასე­ვე არის პრობ­ლე­მა. ამ თვალ­საზ­რი­სით, მზა­ო­ბა კლი­ნი­კე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის კუ­თხით შე­მოდ­გო­მის­თვის კი­დევ უფრო უნდა გაძ­ლი­ერ­დეს. სა­სურ­ვე­ლია, შე­მოდ­გო­მის პე­რი­ოდ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ვუ­წო­დოთ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, ვი­საც ეს შე­უძ­ლია და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მას არ უქ­მნის“, - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

myquiz