"მორგები გადაივსო ქართველებით. სულ ცოტა, ორ-სამ კვირაში ფულის აგროვება გვიწევს..." - რას ჰყვება აშშ-ში მცხოვრები ქართველი? | Allnews.Ge

"მორგები გადაივსო ქართველებით. სულ ცოტა, ორ-სამ კვირაში ფულის აგროვება გვიწევს..." - რას ჰყვება აშშ-ში მცხოვრები ქართველი?

გზა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ზღვრამ­დე რთუ­ლია, ძვი­რი და სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს წი­ნას­წარ აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო გზის შე­სა­ხებ, მა­ინც მი­დი­ან. სა­ქარ­თვე­ლოს ასო­ბით მო­ქა­ლა­ქე თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად კვეთს მექ­სი­კა-ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ზღვარს და ლტოლ­ვი­ლად ბარ­დე­ბა. უმ­რავ­ლე­სო­ბა ახალ­გაზ­რდაა, ზოგ­ჯერ ოჯა­ხე­ბით, ჩვი­ლი ბავ­შვე­ბით, ზოგ­ჯერ მარ­ტოც მი­დი­ან, მაგ­რამ დათ­ქმე­ბით - მო­ე­წყო­ბი­ან და ცოლ-შვილ­საც წა­იყ­ვა­ნენ. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2022 წლის 1-ლი იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან უცხო­ეთ­ში ემიგ­რი­რე­ბუ­ლია 99 974 კაცი, რაც 34.6%-ით მე­ტია წინა წელ­თან შე­და­რე­ბით. ემიგ­რი­რე­ბულ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე მეტი - 80 351 პირი, ქარ­თვე­ლია. მათი სა­შუ­ა­ლო ასა­კი 15-64 წე­ლია. რა გზას გა­დი­ან ქარ­თვე­ლე­ბი ამე­რი­კა­ში თა­ვის და­სამ­კვიდ­რებ­ლად, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ და რას ფიქ­რო­ბენ ოკე­ა­ნის გა­მოღ­მა დარ­ჩე­ნილ სამ­შობ­ლო­ზე, რატი სა­ბახ­ტა­რაშ­ვი­ლი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას" უამ­ბობს:

- 21 წე­ლია ამე­რი­კა­ში ვცხოვ­რობ, რაც ბოლო ორ-სამ წე­ლი­წად­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი წელს ხდე­ბა, ასე­თი არ რამ მახ­სოვს. მე 17 წლის ვი­ყა­ვი, აქ რომ ჩა­მო­ვე­დი. იმ პე­რი­ოდ­ში ქარ­თვე­ლე­ბი ამე­რი­კა­ში იშ­ვი­ა­თად მო­დი­ოდ­ნენ, ზოგი ჩემ­სა­ვით მწვა­ნე ბა­რათს იგებ­და, ზოგი სას­წავ­ლო, გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით ჩა­მო­დი­ო­და, არა­ლე­გა­ლუ­რად უმ­თავ­რე­სად შუ­ახ­ნის ქა­ლე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და ოჯა­ხებ­ში მო­ხუ­ცე­ბის მომ­ვლე­ლე­ბად იწყებ­დნენ მუ­შა­ო­ბას.

ახლა ოცი­დან ორ­მოც წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცე­ბი ჩა­მო­დი­ან, თა­ნაც სის­ტე­მა­ტუ­რად. დღე არ გავა, ახ­ლო­ბელ­მა არ და­მირ­ე­კოს, რომ ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ქარ­თვე­ლი ჰყავს და­სა­ბი­ნა­ვე­ბე­ლი. ზოგი სა­მუ­შა­ოს ეძებს, ზოგ­მა სა­მუ­შა­ოს შოვ­ნა­ზე ხელი ჩა­იქ­ნია და პუ­რის ფულს ან თავ­შე­სა­ფარს ითხოვს. ყვე­ლა­ზე ცუდი კი ის არის, მორ­გე­ბი გა­და­ივ­სო ქარ­თვე­ლე­ბით. სულ ცოტა, ორ-სამ კვი­რა­ში ფუ­ლის აგ­რო­ვე­ბა გვი­წევს, გარ­დაც­ვლი­ლი ქარ­თვე­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დას­ვე­ნე­ბის­თვის.

აქ ძა­ლი­ან ბევ­რი ჩემი ნა­თე­სა­ვი და ნაც­ნო­ბია. უმ­რავ­ლე­სო­ბას მე ვუ­მას­პინ­ძლე და ვუ­პატ­რო­ნე. ყვე­ლა მათ­განს აქვს ისე­თი გო­ნებ­რი­ვი და ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან გა­მო­ად­გე­ბო­და. ყვე­ლა, მათ შო­რის, მეც გარ­კვე­უ­ლი თან­ხის, ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ვგეგ­მავ­დით, მაგ­რამ ბოლო წლებ­ში ისე­თი რა­ღა­ცე­ბი მოხ­და, გეგ­მე­ბი შევ­ცვა­ლეთ...

- მორ­გი რა­ტომ არის სავ­სე ქარ­თვე­ლე­ბით?

- ხში­რად ნაც­ნო­ბი ნაც­ნობს ეუბ­ნე­ბა, შენ აქამ­დე ჩა­მო­აღ­წიე და მერე რა­ღა­ცას მო­გი­ხერ­ხე­ბო. ადა­მი­ა­ნი ფულს სეს­ხუ­ლობს, ზოგ­ჯერ ბი­ნა­საც ყი­დის, რომ აქამ­დე ჩა­მო­აღ­წი­ოს. ჩა­მო­დის და იმ ნაც­ნობს ვე­ღარ უკავ­შირ­დე­ბა. ამე­რი­კა ნამ­დვი­ლად არის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბის ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ თუ ფეხი გა­და­გიბ­რუნ­და, მორ­ჩა, ჩაგყლა­პავს. მე ამ­დე­ნი წე­ლია აქა ვარ და თავს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ ვაძ­ლევ, დღე­და­ღამ ვშრო­მობ. აქ არ გა­მო­ვა ქე­ი­ფი და ნა­ბა­ხუ­სევ­ზე სახ­ლში კოტ­რი­ა­ლი. ყვე­ლა დღე, სა­ა­თი გათ­ვლი­ლი გვაქვს. ხში­რად ახალ­ჩა­მო­სუ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც აქ არა­ვინ ხვდე­ბა, ქუ­ჩა­ში რჩე­ბი­ან, იქ კი ბევ­რი საც­დუ­რია - წა­მა­ლი, სას­მე­ლი, მო­სა­წე­ვი... ერთი თუ გა­გექ­ცა ხელი, მორ­ჩა... ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი რომ ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თვე­ლი ნარ­კო­მა­ნი მხვდე­ბო­და, მერე თით­ქოს გაქ­რნენ, ზოგი გა­მო­ა­სახ­ლეს, ზო­გიც და­ი­ხო­ცა, ახლა ისევ მომ­რავ­ლდნენ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz