რომელმა პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს შეუმჩნევლად კარიესის განვითარება | Allnews.Ge

რომელმა პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს შეუმჩნევლად კარიესის განვითარება

რძეზე დამზადებულ ფაფებსა და ათქვეფილ შემწვარ კერცხს გააჩნია ბლანტი სტრუქტურა,რომელიც საჭმლის მონელებისთვის სასარგებლოა, მაგრამ კბილების ჯანმრთელობისთვის მავნებელი. ღეჭვისას ისინი კბილებზე მთრიმლავ ზემოქმედებას ახდენენ. ამის გამო პირის ღრუში იქმნება პათოგენური ფლორა, რომელიც კარიესის გამომწვევია. თუმცა ფაფებსა და კვერცხზე უარის თქმა არ ღირს. საკმარისია კვების შემდეგ პირის ღრუს გამოვლება ან კბილების გამოწმენდა.

ამას გარდა, არაა რეკომენდებული ნატურალური წვენებისა და მჟავე ხილის კერძოდ, ანანასის, ლიმონის, ფორთოხლის და გრეიფრუტის ჭარბად მიღება. მაღალი მჟავიანობის გამო, ისინი ვნებენ კბილის მინანქარს.

მინანქარს შლის ასევე კიტრის, ნივრის, პომიდორის და სხვა ბოსტნეულის მარინადი. ამის მიზეზი არა თავად ბოსტნეული, არამედ მარინადების შემცველი მჟავაა.

კბილების ჯანრმთელობისთვის მავნე პროდუქტია ასევე ჩირი და გაზიანი სასმელები, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავენ.