"მამა უცხოეთში წავიდა, უმცროსმა შვილმა ისე განიცადა, ფსიქოსომატური დაავადება ჩამოუყალიბდა... ბიჭუნამ ზრდა შეწყვიტა" - ემიგრანტი მშობლები და... შვილების პრობლემები | Allnews.Ge

"მამა უცხოეთში წავიდა, უმცროსმა შვილმა ისე განიცადა, ფსიქოსომატური დაავადება ჩამოუყალიბდა... ბიჭუნამ ზრდა შეწყვიტა" - ემიგრანტი მშობლები და... შვილების პრობლემები

ემიგ­რან­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა უსას­რუ­ლო დარ­დი და ტკი­ვი­ლია, რად­გან სამ­შობ­ლოს­გან შორს მყოფთ მრა­ვა­ლი გან­საც­დე­ლის გა­და­ტა­ნა უწევთ. არა­ნაკ­ლებ მძი­მეა მათი სი­შო­რე ოჯა­ხე­ბის­თვის, შვი­ლე­ბის­თვის... ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბის ნა­ამ­ბობ­მა დაგ­ვარ­წმუ­ნა, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა დრა­მა­ტუ­ლია.

"ონ­ლა­ინ­დე­დად ვი­ქე­ცი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან წლებს ჩემი შვი­ლის­გან შორს ვა­ტა­რებ"ანა თუთ­ბე­რი­ძე, ემიგ­რან­ტი:

- პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. მშობ­ლე­ბი თა­ვი­დან­ვე მას­წავ­ლიდ­ნენ, რომ თუ კარგ გა­ნათ­ლე­ბას მი­ვი­ღებ­დი, უზ­რუნ­ვე­ლი მო­მა­ვა­ლი მექ­ნე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ მოხ­და... ყვე­ლა­ფე­რი მა­მა­ჩე­მის ავად­მყო­ფო­ბით და­ი­წყო. რაც გვე­ბა­და, მის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე დავ­ხარ­ჯეთ, მაგ­რამ ჩვე­ნი ოჯა­ხის დიდი იმე­დი და მთა­ვა­რი საყ­რდე­ნი მა­ინც ვერ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ! 35 წლის ასაკ­ში იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, ჩემი 10 წლის შვი­ლი დე­დას­თან და­მე­ტო­ვე­ბი­ნა და ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ყვე­ლა ემიგ­რან­ტი და­მე­მოწ­მე­ბა, რომ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პირ­ვე­ლი თვე­ე­ბია:

სრუ­ლი­ად უცხო ქვე­ყა­ნა­ში, ე.წ. დამ­საქ­მებ­ლის იმე­დად ხარ და ვიდ­რე ნორ­მა­ლუ­რი სა­მუ­შაო გა­მო­გიჩ­ნდე­ბა, ჯო­ჯო­ხე­თის გავ­ლა გი­წევს. იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ, სა­ერ­თო ბი­ნა­ში იცხოვ­რო 20, 22, 24 ქალ­თან ერ­თად. თი­თო­ე­ულს ოჯა­ხი­სა და შვი­ლე­ბის მო­ნატ­რე­ბა ახ­რჩობს, მაგ­რამ უმ­რავ­ლე­სო­ბას ვალი აქვს და უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი გზაც აღარ დარ­ჩე­ნია! სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, სა­დაც ხში­რად იყო კონ­ფლიქ­ტი და ჩხუ­ბი, ძა­ლი­ან მწა­რედ მახ­სენ­დე­ბა. პირ­ვე­ლად დამ­საქ­მე­ბელ­მა ისე­თი მო­ხუ­ცის მო­სავ­ლე­ლად გა­მიშ­ვა, რო­მელ­საც ყო­ველ და­ნახ­ვა­ზე უნდა მივ­სალ­მე­ბო­დი, რად­გან ვერ მცნობ­და და 2-3 წუთ­ში წი­ვილ-კი­ვილს იწყებ­და. მე უნდა და­მემ­შვი­დე­ბი­ნა, დამ­შვი­დე­ბის დროს კი რამ­დენ­ჯერ­მე ხე­ლიც და­მარ­ტყა! ამ სა­ში­ნე­ლე­ბას ერთი კვი­რაც ვერ გა­ვუ­ძე­ლი და იმ ოჯა­ხი­დან თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი გა­მო­ვი­ქე­ცი! მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ სამ­თვი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ შე­და­რე­ბით მშვი­დი სა­მუ­შაო გა­მო­მიჩ­ნდა. ახლა ჩემი "ბე­ბია" ეტ­ლში ზის და მხო­ლოდ პამ­პერ­სის გა­მოც­ვლა, ჭამა და ბა­ნა­ო­ბა სჭირ­დე­ბა. რომ დავ­ფიქ­რდე­ბი, ცრემ­ლი მომ­დის - ონ­ლა­ინ­დე­დად ვი­ქე­ცი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან წლებს ჩემი შვი­ლის­გან შორს ვა­ტა­რებ. ტკი­ვი­ლი, სა­სო­წარ­კვე­თა, და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა ერ­თად მი­პყრობს. თავს დამ­ნა­შა­ვედ ვგრძნობ მო­ხუ­ცი დე­დის წი­ნა­შე, რო­მელ­საც ამ­ხე­ლა ტვირ­თი ავ­კი­დე.

ეს ნამ­დვი­ლი სას­ჯე­ლია - სას­ჯე­ლი, რო­მელ­საც ჩემი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შორს ვიხ­დი. ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, რომ შეც­დო­მა და­ვუშ­ვი, რომ მათ­თან უნდა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­შინ ეს იყო ერ­თა­დერ­თი გზა - გზა გა­დარ­ჩე­ნი­სა... აქ მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბი ხში­რად ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს და ჩვენს დარდს ვუ­ზი­ა­რებთ. ერთ-ერთს ზამ­თარ­ში დედა გარ­და­ეც­ვა­ლა და მის დაკ­რძალ­ვა­ზეც ვერ მო­ა­ხერ­ხა ჩა­მოს­ვლა. ისე გა­ნიც­დი­და, რომ ვერ ვამ­შვი­დებ­დით. ნუ­რა­ვის ჰგო­ნია, რომ უცხო­ეთ­ში ფული ად­ვი­ლად იშო­ვე­ბა. ემიგ­რან­ტებს და­მამ­ცი­რე­ბე­ლი შრო­მა გვი­წევს იმ ფუ­ლის გა­მო­სა­მუ­შა­ვებ­ლად, რო­მელ­საც ჩვენს შვი­ლებს ვუგ­ზავ­ნით. უკვე ხუთი წე­ლია, ევ­რო­პა­ში ვცხოვ­რობ და დღე არ ყო­ფი­ლა, ჩა­მოს­ვლა­ზე არ მე­ოც­ნე­ბა. უმე­ტე­სო­ბას ერთი სული აქვს, რო­დის დაბ­რუნ­დე­ბა! საკ­მა­რი­სია, სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტუ­ა­ცია გა­უმ­ჯო­ბეს­დეს და ჩვენ დავ­ბრუნ­დე­ბით.

რო­დე­საც დედა ემიგ­რა­ცი­ა­ში მი­დის... მა­ნა­ნა სო­ლო­ღაშ­ვი­ლი, ფსი­ქო­ლო­გი:

- ემიგ­რა­ცია ძა­ლი­ან რთუ­ლი თე­მაა, გან­სა­კუთ­რე­ბით - თუ არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი რჩე­ბი­ან მშობ­ლე­ბის გა­რე­შე. ამის დას­ტუ­რად ჩემი პრაქ­ტი­კი­დან ერთი შემ­თხვე­ვა უნდა გა­ვიხ­სე­ნო: მამა ამე­რი­კა­ში წა­ვი­და და მის­მა უმ­ცროს­მა შვილ­მა ისე გა­ნი­ცა­და, ფსი­ქო­სო­მა­ტუ­რი და­ა­ვა­დე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და. ბი­ჭუ­ნა სამი წლის იყო და იმ­ხე­ლა სტრე­სი მი­ი­ღო, რომ ზრდა შე­წყვი­ტა. ბავ­შვს რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სე­რი­ო­ზუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა დას­ჭირ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ემარ­თე­ბა ბავ­შვს, როცა დე­დას შორ­დე­ბა. რო­დე­საც დედა ემიგ­რა­ცი­ა­ში მი­დის, ხში­რად ეს მისი ოჯა­ხის­თვი­საც და­მან­გრე­ვე­ლი ფაქ­ტო­რი ხდე­ბა. მთა­ვა­რი მსხვერ­პლი ამ დროს დე­დის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი პა­ტა­რე­ბი არი­ან: მათ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის გა­რე­შე უწევთ ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ეტა­პე­ბის გავ­ლა. ამ ბავ­შვებ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა ისე­თი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა: მერ­ყე­ვი ფსი­ქი­კა, აგ­რე­სია, დეპ­რე­სია. რაც უფრო მცი­რე­წლო­ვა­ნია ბავ­შვი, მით უფრო რთუ­ლია მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რად­გან რო­დე­საც მო­ზარ­დი რა­ღაც დაბ­რკო­ლე­ბას ან პრობ­ლე­მას აწყდე­ბა, დახ­მა­რე­ბის­თვის მშობ­ლებ­თან მი­დის და თუ ერთ მშო­ბელს არ შე­უძ­ლია დახ­მა­რე­ბა, მე­ო­რეს მი­მარ­თავს. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

myquiz