მიტოვებული და საიდუმლო მიწისქვეშა მეგაპროექტები, რომლებზეც მილიარდობით დოლარი დაიხარჯა | Allnews.Ge

მიტოვებული და საიდუმლო მიწისქვეშა მეგაპროექტები, რომლებზეც მილიარდობით დოლარი დაიხარჯა

ფარული ბაზებიდან დაწყებული, თავდაცვის ფუნქციით აღჭურვილი ბუნკერებით დასრულებული, მსოფლიოში უამრავი მიწისქვეშა ნაგებობაა, რომელიც დღეს მიტოვებულია და მათ მოვლაში მტავრობები ფულს არ ხარჯავენ.

წარმოგიდგენთ ყველაზე შთამბეჭდავ მიწისქვეშა ნაგებობებს, რომლებიც მილიონები ღირს:

Camp Century, მთლიანი ღირებულება: 69 მილიონი დოლარი

ghklhljmkom-1661523830-1661759588.jpg

ეს ფარული ბირთვული კვლევითი ობიექტი აშშ-ს სამხედროების მიერ 1959-1960 წლებში გრენლანდიის ყინულის ქუდის ქვეშ აშენდა. გავრცლებული ინფორმაციით, სამეცნიერო კვლევების ბაზა რეალურად იყო საიდუმლო პროექტის, Iceworm-ის ნაწილი და შექმნილი იყო ბირთვული იარაღის შესანახად, ასევე სსრკ-ს წინააღმდეგ ბირთვული რაკეტების გასაშვებად დიდი კონფლიქტის შემთხვევაში.

პროექტი 7,9 მილიონი დოლარი დაჯდა, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 69 მილიონი აშშ დოლარია. იგი შედგებოდა 21 გვირაბისგან.

მიწისქვეშა ნაგებობა მიატოვეს 1966 წელს, მას შემდეგ, რაც ექსპერტებმა გააცნობიერეს, რომ ყინულის საფარი, რომელიც ნაგებობას ფარავს, ნაკლებად სტაბილური იყო. დღემდე ადგილზე დარჩენილია ტოქსიკური ნარჩენები, რომელიც სულ უფრო უახლოვდება ზედაპირს.

Block 37 Superstation, მთლიანი ღირებულება: 431 მილიონი დოლარი

fcgjfgikfuhkl-1661523896-1661759622.jpg

Block 37 CTA Superstation-ზე მუშაობა, რომელიც ო'ჰარის საერთაშორისო აეროპორტიდან ექსპრეს მატარებლების ცენტრის ტერმინალი იქნებოდა, 2005 წელს დაიწყო.

მალევე გაირკვა, რომ ექსპრეს სერვისი არ შესრულდებოდა და ქალაქმა სამშენებლო სამუშაოები 2011 წელს შეაჩერა. ზესადგური დღემდე დაუმთავრებელი რჩება. საერთო ჯამში, მეგაპროექტი გადასახადის გადამხდელებს 400 მილიონი დოლარი დაუჯდათ, რაც დღეს 431 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტია.

816 ბირთვული სამხედრო სადგური, მთლიანი ღირებულება: 883 მილიონი დოლარი

sajkndkanfa-1661523965-1661759646.jpg

ჩინეთის სიჩუანის მთების ქვეშ იმალება პლანეტის ყველაზე დიდი ხელოვნური გვირაბი და გამოქვაბული. იგი აგებულია ათიათასობით მუშის მიერ, რომლებიც საშინელ პირობებში შრომობდნენ. გვირაბების უზარმაზარი ქსელი თითქმის 14 მილს მოიცავს, ხოლო უდიდესი გამოქვაბული, რომელიც 18-დან ერთ-ერთია, მილიონ კვადრატულ ფუტს აღემატება. მთლიანობაში, მიწისქვეშა კომპლექსი 13-დონიანია.

საიდუმლო სტრუქტურის აგება ჩინეთის მთავრობამ 1960-იან წლებში დაიწყო. მაშინ მისი ღირებულება 359 მილიონი დოლარი იყო. ობიექტში განთავსებული იყო ატომური ქარხანა, რომელსაც შეეძლო პლუტონიუმის წარმოება.

1980-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ცივი ომი გახურდა, პროექტი, რომლის 85% დასრულებული იყო, გაუქმდა და დღეს მიტოვებულია.

მეგაპროექტის ღირებულება დღევანდელი თანხით 883 მილიონი დოლარია.

განაგრძეთ კითხვა

myquiz