"იდიოტებად მიგვიჩნევენ...არის საკითხები, რაც აფხაზეთში არასდროს მოხდება" - რუსეთის დუმის დეპუტატის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში მიწების გაყიდვაზე და მწვავე კრიტიკა ადგილობრივებისგან | Allnews.Ge

"იდიოტებად მიგვიჩნევენ...არის საკითხები, რაც აფხაზეთში არასდროს მოხდება" - რუსეთის დუმის დეპუტატის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში მიწების გაყიდვაზე და მწვავე კრიტიკა ადგილობრივებისგან

რუსი დე­პუ­ტა­ტის, კონ­სტა­ნინ ზა­ტუ­ლი­ნის გან­ცხა­დე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ აფხა­ზე­ბი უსა­ფუძ­ვლოდ ნერ­ვი­უ­ლო­ბენ, რად­გან თით­ქოს რუ­სე­ბის­თვის მი­წი­სა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მი­ყიდ­ვით რა­ი­მე საფრ­თხე ემუქ­რე­ბათ, აფხა­ზეთ­ში მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

რო­გორც დსთ-ის სა­კი­თხებ­ში რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ რუ­სულ გა­მო­ცე­მა gazeta.ru-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, აფხა­ზე­ბის შიში, რომ რუ­სე­ბის­თვის მი­წე­ბის მი­ყიდ­ვით ვე­ღარ იქ­ნე­ბი­ან აფხა­ზე­თის ბა­ტონ-პატ­რო­ნე­ბი, სი­სუ­ლე­ლეა.

ზა­ტუ­ლი­ნის თქმით, “უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მი­წი­სა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მი­ყიდ­ვის სა­კი­თხი აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში “დარ­ჩე­ნი­ლი ში­შე­ბის” გამო ფერ­ხდე­ბა. ამის უკან კი, აფხა­ზუ­რი ოპო­ზი­ცია დგას, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა და­არ­წმუ­ნოს, თუ ამას და­უშ­ვე­ბენ დღეს, ხვალ აფხა­ზე­ბი თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის ბა­ტონ-პატ­რო­ნი აღარ იქ­ნე­ბი­ან. არა­და, აფხა­ზე­თი­დან მი­წას ვე­რა­ვინ გა­ი­ტანს, მსგავ­სი ში­შე­ბი კი, აფხა­ზე­თის გან­ვი­თა­რე­ბას აფერ­ხებს", - ამ­ბობს ზა­ტუ­ლი­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

zatulini-34337-1661674218.webp

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ზა­ტუ­ლინ­მა რუ­სეთ-ბე­ლა­რუ­სის სა­მო­კავ­ში­რეო სა­ხელ­მწი­ფოს გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხზე სა­უბ­რის აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მო­კავ­ში­რეო სა­ხელ­მწი­ფოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აფხა­ზე­თის შე­საძ­ლო შეს­ვლა გაკრვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას და­აჩ­ქა­რებ­და. მი­წი­სა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მი­ყიდ­ვის გარ­და, ასე­ვე ხელს შე­უ­წყობ­და, რუ­სეთ-აფხა­ზე­თის სა­ზღვრის კვე­თის რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბას, ისე, რო­გორც ეს ხდე­ბა რუ­სეთ-ბე­ლა­რუ­სის შემ­თხვე­ვა­ში. ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, აფხა­ზეთ­ში თვლი­ან, რომ ზა­ტუ­ლი­ნი, რო­მელ­საც არა­ერ­თხელ აღუ­ნიშ­ნავს, რომ აფხა­ზი ხალ­ხის მე­გო­ბა­რია, "რა­ღაც სა­კი­თხებს არა­ჯან­სა­ღად აფა­სებს."

პო­ლი­ტი­კო­სი ად­გურ ლაგ­ვი­ლა­ვა, რო­მე­ლიც ბოლო ხა­ნე­ბია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის, ას­ლან ბჟა­ნი­ას მთა­ვა­რი კრი­ტი­კო­სია, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ რუ­სეთ­ში მოქ­მე­დებს კა­ნო­ნი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს იქ მი­წის შე­ძე­ნის უფ­ლე­ბა არ აქვთ, თუმ­ცა, ზა­ტუ­ლინს ეს არას­დროს გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია.

"რუ­სეთ­ში მოქ­მე­დი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, იქ უცხო­ელს, ყი­რი­მი იქ­ნე­ბა, კა­ლი­ნინ­გრა­დი თუ სხვა ად­გი­ლი, მი­წის ფლო­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს, თუმ­ცა მი­სივ თქმით, აფხა­ზე­თის მი­წას არა­ვინ არ­სად არ წა­ი­ღებს, მაგ­რამ ბირ­თვულ სა­ხელ­მწი­ფო­სა და გა­ე­როს მუდ­მივ წევრ ქვე­ყა­ნას წა­არ­თმე­ვენ?!. ეგ რო­გორ? რუ­სეთს შე­უძ­ლია თა­ვი­სი ინ­ტერ­სე­ბი და­იც­ვას და ჩვენ არა? განაგრძეთ კითხვა

myquiz