დღეს მარიამობაა - რა უნდა იცოდეთ ამ დღის შესახებ | Allnews.Ge

დღეს მარიამობაა - რა უნდა იცოდეთ ამ დღის შესახებ

28 აგ­ვის­ტოს, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სამ­ყა­რო ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის დღე­სას­წა­ულს, მა­რი­ა­მო­ბას აღ­ნიშ­ნავს. დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ტაძ­რებ­ში წირ­ვა აღევ­ლი­ნე­ბა.

ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის შემ­დეგ ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი იდი­დე­ბა. უდი­დეს ათორ­მეტ დღე­სას­წა­ულ­თა­გან სამი - ღვთის­მშობ­ლის შობა, მი­ძი­ნე­ბა და ყოვ­ლად­წ­მი­და მა­რი­ა­მის ტაძ­რად მიყ­ვა­ნე­ბა უშუ­ა­ლოდ ღვთის­მშობ­ლი­სად­მია მი­ძღვნი­ლი.

მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულს წინ ორ­კვი­რი­ა­ნი მარ­ხვა უძღო­და.

სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბით, ღვთის­მშო­ბელს მისი მი­ძი­ნე­ბის დღე უფალ­მა მთა­ვა­რან­გე­ლოზ გაბ­რი­ე­ლის მიერ ახა­რა, რო­მე­ლიც მას ზე­თის­ხი­ლის მთა­ზე ლოც­ვი­სას გა­მო­ე­ცხა­და. მთა­ვა­რან­გე­ლოზ­მა დე­დაღვთი­სას ამ­ცნო, რომ სამი დღის შემ­დეგ მი­ი­ძი­ნებ­და. ამის და­სა­მოწ­მებ­ლად კი სა­მო­თხე­ში დარ­გუ­ლი ფი­ნი­კის ხის ტოტი გა­დას­ცა, რო­მე­ლიც ღვთა­ებ­რი­ვი მად­ლით ბრწყი­ნავ­და. იგი მის საფ­ლავ­თან უნდა მი­ე­ტა­ნათ. ღვთის­მშობ­ლის სურ­ვი­ლი­სა­მებრ, უფალ­მა სა­ქა­და­გებ­ლად წა­სუ­ლი წმინ­და მო­ცი­ქუ­ლე­ბი მი­ძი­ნე­ბის დღეს ღვთის­მშო­ბელ­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად შეკ­რი­ბა. უფალ­მა ასე­ვე ის­მი­ნა ღვთის­მშობ­ლის თხოვ­ნა, რომ არ ეხი­ლა ჯო­ჯო­ხე­თის სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი და ღვთის­მშობ­ლის სული ცათა სა­უ­სუ­ფე­ველ­ში თა­ვად უფ­ლის ხე­ლით ავი­და.

ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი მო­ცი­ქუ­ლებ­მა გეთ­სი­მა­ნი­ის ქვა­ბულ­ში დაკ­რძა­ლეს. ამ პრო­ცესს თომა მო­ცი­ქუ­ლი არ ეს­წრე­ბო­და. მე­სა­მე დღეს მო­ცი­ქუ­ლებ­მა მის­თვის ქვა­ბუ­ლის ლოდი გა­და­ა­გო­რეს და აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ღვთის­მშო­ბე­ლი უფალ­მა მკვდრე­თით აღად­გი­ნა და ხორ­ცით ზე­ცა­ში აღა­მაღ­ლა. ამი­ტომ ეკ­ლე­სია ღვთის­მშობ­ლის აღ­სას­რულს მი­ძი­ნე­ბას უწო­დებს.

ცნო­ბე­ბი ყოვ­ლად­წ­მინ­და მა­რი­ა­მის შე­სა­ხებ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას მო­ცი­ქულ­თა დრო­ი­დან მო­ე­პო­ვე­ბა. ჯერ კი­დევ I სა­უ­კუ­ნე­ში წმინ­და მო­წა­მე დი­ო­ნი­სე არე­ო­პა­გე­ლი წერ­და: პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის მიერ ღვთის მეც­ნი­ე­რე­ბა­ში რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი გან­სწავ­ლუ­ლი, ყოვ­ლად­წ­მინ­და ქალ­წულს აუ­ცი­ლებ­ლად ღმერ­თად მი­ვიჩ­ნევ­დიო. წმინ­და დი­ო­ნი­სემ მა­ცხოვ­რის ამაღ­ლე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით მე-12 წელს მო­ი­ნა­ხუ­ლა ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი, მის­გან კურ­თხე­ვა და რჩე­ვა-და­რი­გე­ბა მი­ი­ღო.

ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის შე­სა­ხებ აგ­რეთ­ვე II სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე სარ­დე­ლი ეპის­კო­პო­სის მე­ლი­ტო­ნის თხზუ­ლე­ბებ­შია მო­თხრო­ბი­ლი. წმინ­და ეპი­ფა­ნე კვიპ­რელ­მა IV სა­უ­კუ­ნე­ში შეკ­რი­ბა მა­სა­ლე­ბი და აღ­წე­რა ღვთის­მშო­ბელ მა­რი­ა­მის მი­ძი­ნე­ბის ამ­ბა­ვი. V სა­უ­კუ­ნე­ში იე­რუ­სა­ლი­მე­ლი პატ­რი­არ­ქი იუ­ბე­ნა­ლი კე­თილ­მსა­ხურ ბერ­ძენ დე­დო­ფალ პულ­ხე­რი­ას ასე მი­მარ­თავ­და: "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბა წმინ­და წე­რილ­ში არ არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, ჩვენ ამ მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ უძ­ვე­ლე­სი და სრუ­ლი­ად სა­ი­მე­დო წყა­რო­ე­ბი მოგ­ვე­პო­ვე­ბა". ეს წმინ­და გად­მო­ცე­მა სა­გულ­და­გუ­ლოდ არის შეკ­რე­ბი­ლი და აღ­წე­რი­ლი XIV სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­კო­სის ნი­კი­ფო­რე კა­ლის­ტეს თხზუ­ლე­ბა­ში.