"სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის ნაწილი პრაქტიკულად რუსეთს "აჩუქეს" - რას წერს BBC -ი რაჭის ტყეების 49-წლიანი იჯარით გადაცემაზე? | Allnews.Ge

"სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის ნაწილი პრაქტიკულად რუსეთს "აჩუქეს" - რას წერს BBC -ი რაჭის ტყეების 49-წლიანი იჯარით გადაცემაზე?

ა.წ. მარ­ტში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის რე­გი­ონ­ში 104 712 ჰექ­ტა­რი ტყე, 49 წლით, სა­მო­ნა­დი­რეო მე­ურ­ნე­ო­ბის მო­სა­წყო­ბად, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ინ­ვეს­ტორს გა­დას­ცა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა ისიც, რომ ინ­ვეს­ტო­რი, უმ­სხვი­ლე­სი რუ­სუ­ლი კორ­პო­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი რუსი ოლი­გარ­ქის, ვლა­დი­მერ ევ­ტუ­შენ­კო­ვის პარტნი­ო­რი და მე­გო­ბა­რი და­ვით ხი­და­შე­ლია.

ამ თე­მა­ზე BBC -ის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რი ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს და რა­ჭას "სა­ქარ­თვე­ლოს შვე­ი­ცა­რი­ას" უწო­დებს.

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ინ­ვეს­ტო­რი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ პრო­ექ­ტი ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად და­სახ­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბას. მაგ­რამ ად­გი­ლობ­რი­ვებს ეში­ნი­ათ არა მხო­ლოდ რე­გი­ო­ნის ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის, არა­მედ ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოც.

ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი წე­დი­სი, ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­თან არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრი­დან ორი­ო­დე კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რო­ებს. ბავ­შვე­ბი სოფ­ლის ცენ­ტრში თა­მა­შო­ბენ - ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ასე­თი სუ­რა­თი აქ მხო­ლოდ ზა­ფხულ­ში ჩანს.

screenshot-1-56180-1661583595.jpg

"ახალ­გაზ­რდე­ბი არ არი­ან და რა არის ამა­ში გა­საკ­ვი­რი, როცა თბი­ლი­სიც და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოც ცა­რი­ე­ლია იმის გამო, რომ ხალ­ხს სა­მუ­შაო არ აქვს. მით უფრო, აქ რა სა­მუ­შა­ოა?" - ამ­ბობს წე­დი­სის მკვიდ­რი 66 წლის მე­დეა მა­ი­სუ­რა­ძე.

მან 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომში და­კარ­გა და, რო­მე­ლიც ცხინ­ვალ­თან ახ­ლოს, სო­ფელ კეხვში ცხოვ­რობ­და. ეს სო­ფე­ლი ომამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლის ქვეშ იყო. თა­ვად მე­დეა 25 წელი მუ­შა­ობ­და დი­რექ­ტო­რად ად­გი­ლობ­რივ სკო­ლა­ში, მაგ­რამ 2012 წელს სკო­ლა და­ი­ხუ­რა - იქ მოს­წავ­ლე­ე­ბი აღარ არი­ან.

screenshot-2-56276-1661583618.jpg

მე­დე­ას თქმით, ად­გი­ლობ­რივ მა­ცხოვ­რებ­ლებს შე­ეძ­ლოთ მე­სა­ქონ­ლე­ო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლიყ­ვნენ, მაგ­რამ ხალ­ხს ეში­ნია სა­ძოვ­რე­ბი­სა და მი­წე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არა­ღი­ა­რე­ბულ სა­ზღვარ­თან.

ახლა ამას და­ე­მა­ტა შფოთ­ვა ტყის გამო, რო­მელ­საც ის სოფ­ლის მთა­ვარ სიმ­დიდ­რეს უწო­დებს.

"სა­ძოვ­რებს და მინ­დვ­რებს ვე­ღარ ვი­ყე­ნებთ, ახლა კი ტყეც უნდა ვა­ჩუ­ქოთ?“ - ამ­ბობს ქალი. მისი თქმით, ტყის გა­და­ცე­მის ამ­ბა­ვი ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან არა­ვის შე­უ­თან­ხმე­ბია, მე­ტიც, მათ ეს არც არა­ვინ აც­ნო­ბა და რა­ჭა­ში და­გეგ­მი­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­ნა­დი­რო მე­ურ­ნე­ო­ბის მო­წყო­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ი­დან შე­ი­ტყვეს.

მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დუ­მი­ლი სა­ეჭ­ვოდ ეჩ­ვე­ნე­ბა.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ აუქ­ცი­ონ­ზე ერ­თა­დერ­თი პრე­ტენ­დენ­ტი HG Capra Caucasica იყო. 1047 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრ ფარ­თობ­ზე 49 წლი­ა­ნი ნა­დი­რო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ლი­ცენ­ზი­ის­თვის მან მი­ლი­ონ ლარ­ზე ცოტა მეტი - და­ახ­ლო­ე­ბით 400 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

კი­დევ ხუთი მი­ლი­ო­ნი ლარი (და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­ონ 800 ათა­სი დო­ლა­რი), ლი­ცენ­ზი­ის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მომ­დევ­ნო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ჩა­ი­დოს ფერ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, სა­დაც იგეგ­მე­ბა ევ­რო­პუ­ლი ბი­ზო­ნის და წი­თე­ლი ირ­მის (სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ტა­ნი­ლია "წი­თელ ნუს­ხა­ში“) მო­შე­ნე­ბა.

ზი­ა­ნი თუ სი­კე­თე?"არ მჯე­რა, რომ ეს ნა­დი­რო­ბა რა­ჭას კე­თილ­დღე­ო­ბას მო­უ­ტანს. მე ამა­ში ვერ ვხე­დავ კე­თილ გან­ზრახ­ვას. არ მჯე­რა, რომ ისი­ნი 49 წე­ლი­წად­ში წავ­ლენ. 49 წლით გა­და­ცე­მა რე­ა­ლუ­რად ნიშ­ნავს სა­მუ­და­მოდ გა­ჩუ­ქე­ბას", - ამ­ბობს 29 წლის გი­ორ­გი მა­ცა­ბე­რი­ძე სო­ფელ ვე­ლე­ვი­დან...

განაგრძეთ კითხვა

myquiz