გაბრაზებულმა სტალონემ ცოლის ტატუს ძაღლის ტატუ გადაახატა - ვარსკვლავის 25-წლიანი ქორწინება სკანდალურად დასრულდა (იხილეთ ფოტო) | Allnews.Ge

გაბრაზებულმა სტალონემ ცოლის ტატუს ძაღლის ტატუ გადაახატა - ვარსკვლავის 25-წლიანი ქორწინება სკანდალურად დასრულდა (იხილეთ ფოტო)

ეს წყვილი ერთ-ერთ ყველაზე მყარად მიიჩნეოდა ჰოლივუდში. თუმცა აღმოჩნდა, რომ ასე იდეალურადაც არ ყოფილა საქმე. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ჯენიფერ ფლავინი მისგან წავიდა და სასამართლოშიც უჩივლა. წინ არის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი განქორწინების პროცესი. ამბობენ, რომ საქმე ფულს ეხება. სავარაუდოდ, სტალონე საიდუმლოდ და უკანონოდ გადააადგილებდა აქტივებს ოჯახური ფონდიდან და ფინანსური მაქინაციების შესახებ ცოლმა არაფერი იცოდა. როგორც საჩივარში წერია, სტალონეს ედავებიან "ცოლ-ქმრის ქონების გაფლანგვაში, რამაც ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას სერიოზული ზიანი მიაყენა". სტალონე და ჯენიფერი ქორწინების პირველ წლებში

54 წლის ყოფილი მოდელი მოითხოვს, რომ განქორწინების შემდეგ პალმ-ბიჩის ოჯახური სახლი მას დარჩეს. გარდა ამისა, სასამართლოს საბოლოო დასკვნამდე რომ არ ჩაატაროს კიდევ რამე მაქინაცია, ჯენიფერი მოითხოვს, პროცესის დასრულებამდე აუკრძალონ სტალონეს ნებისმიერი ქმედება, რომელიც ქონების გაყიდვასთან იქნება დაკავშირებული.

0b3a03b100-1661516962.jpg

სხვათა შორის, ოჯახში არსებული კონფლიქტის შესახებ ხმები მანამდეც დაირხა. ეჭვი გაჩნდა მას მერე, რაც სტალონემ ცნობილი ტატუ მხარზე, ცოლის გამოსახულებით, მოულოდნელად საყვარელი ძაღლის გამოსახულებით გადაფარა.

მსახიობი ჯერჯერობით არაფერს ამბობს ფინანსურ მაქინაციებზე, ხოლო ტატუზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ის და მისი ცოლი ნამდვილად ხშირად დაობდნენ, ბოლოს კი სწორედ ამ ძაღლის გამო იჩხუბეს, რომელიც ცოტა ხნის წინ მოკვდა.

medium-2022-08-23-963ae812fb-1661517249.jpg

სტალონეს თქმით, ჯენიფერი ყოველთვის წინააღმდეგი იყო ძაღლის და ამაზე ბევრს ჩხუბობდნენ. "ჩვენ არ გავშორებულვართ ამ ტრივიალური კამათის გამო. უბრალოდ, სხვადასხვა მიმართულებით წავედით. ძალიან დიდ პატივს ვცემ ჯენიფერს. ყოველთვის მეყვარება. ის შესანიშნავი ქალია და ყველაზე სასიამოვნო ადამიანი მათ შორის, ვისაც შევხვედრივარ", - აცხადებს სტალონე.

განაგრძეთ კითხვა

myquiz