რა არის ცნობილი ახალ ვირუსულ ინფექციაზე, რომელსაც "პომიდვრის გრიპს" უწოდებენ - რამდენად გადამდებია, არის თუ არა სიცოცხლისთვის საშიში და რა სიმპტომები ახასიათებს? | Allnews.Ge

რა არის ცნობილი ახალ ვირუსულ ინფექციაზე, რომელსაც "პომიდვრის გრიპს" უწოდებენ - რამდენად გადამდებია, არის თუ არა სიცოცხლისთვის საშიში და რა სიმპტომები ახასიათებს?

ინ­დო­ეთ­ში ახა­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია გავ­რცელ­და, რო­მელ­საც "პო­მიდვ­რის გრიპს" უწო­დე­ბენ. ვირუ­სი თავ­და­პირ­ვე­ლად ბავ­შვებ­ში მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში გა­მოვ­ლინ­და, თუმ­ცა ახლა მის­მა გავ­რცე­ლე­ბამ მა­სობ­რი­ვი სახე მი­ი­ღო.

ვირუ­სი ამ დრომ­დე კვლე­ვი­სა და სეს­წავ­ლის სა­გა­ნია და მეც­ნი­ე­რებს ჯერ­ჯე­რო­ბით მისი ბუ­ნე­ბის შე­სა­ხებ ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი არ აქვთ. კვლე­ვის წი­ნას­წა­რი შე­დე­გი კი ჟურ­ნალ­ში - Lancet Respiratory Medicine გა­მოქ­ვეყ­ნდა.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 26 ივ­ლი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით კე­რა­ლა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს 82 ბავ­შვს. შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და მე­ზო­ბელ თა­მილ ნა­დუს შტატ­ში, სა­დაც და­ინ­ფი­ცირ­დნენ ცხრა წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ვირუ­სი უფრო მე­ტად ვლინ­დე­ბა ხუთ წლამ­დე ბავ­შვებ­ში.

virusi2-35784-1661495913.webp

მას "პო­მიდვ­რის ვირუ­სად" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რად­გა­ნაც ახა­სი­ა­თებს სხე­ულ­ზე წი­თე­ლი ბუშ­ტუ­კე­ბის გა­ჩე­ნა, რო­მე­ლიც მტკივ­ნე­უ­ლია. ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის თქმით, ვირუ­სი ძა­ლი­ან გა­დამ­დე­ბია. გან­სა­კუთ­რე­ბით და­უც­ვე­ლე­ბი მის მი­მართ ბავ­შვე­ბი არი­ან. ის გა­და­დის ვირუ­სით და­ბინ­ძუ­რე­ბულ ზე­და­პირ­თან შე­ხე­ბით.

"იშ­ვი­ა­თი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია სი­ცო­ცხლის­თვის არა­სა­ში­შად ით­ვლე­ბა, თუმ­ცა კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის სა­ში­ნე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გვა­ი­ძუ­ლებს რომ უფრო სიფრ­თხი­ლით მო­ვე­კი­დოთ მას და სიფრ­თხი­ლით ვმარ­თოთ, რათა თა­ვი­დან ავი­რი­დოთ შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბა“, - ნათ­ქვა­მია "ლან­ცე­ტის“ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

virusi9-35845-1661495936.jpg

ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ "პო­მიდვ­რის გრი­პის“ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა რთუ­ლია, რად­გა­ნაც სიმპტო­მე­ბით ძა­ლი­ან ჰგავს კო­რო­ნა­ვირუსს, ასე­ვე დენ­გეს ცხე­ლე­ბას. ახა­სი­ა­თებს ცხე­ლე­ბა, სუნ­თვის გარ­თუ­ლე­ბა და ის ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბი, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­ში გვხვდე­ბა.

"ლან­ცე­ტის“ სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ "პო­მიდვ­რის გრი­პი“ შე­საძ­ლოა იყოს დენ­გეს ცხე­ლე­ბის შემ­დგო­მი ეფექ­ტი ბავ­შვებ­ში, თუმ­ცა ეს სა­კი­თხი კვლავ კვლე­ვის სა­გა­ნია.

ambebi.ge

myquiz