„ვთავაზობ ნებისმიერს: ჩამოვიდეს, დაკრიფოს და მიირთვას“ - რატომ სთავაზობს კახელი ფერმერი ვაშლატამას მსურველს უფასოდ | Allnews.Ge

„ვთავაზობ ნებისმიერს: ჩამოვიდეს, დაკრიფოს და მიირთვას“ - რატომ სთავაზობს კახელი ფერმერი ვაშლატამას მსურველს უფასოდ

„დაახლოებით 1,5 ტონა ვაშლატამა მაქვს. დავკრიფე და ჩავაბარე, რაც დარჩა - ეს არის. ხეზე გაფუჭებას, ვთავაზობ ნებისმიერს: ჩამოვიდეს, დაკრიფოს და მიირთვას“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ კახეთში, სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებმა ფერმერმა გიორგი მეტრეველმა.

მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც ასეთი პრობლემა შეიქმნა, პირველ რიგში რუსეთ-უკრაინის ომია. როგორც კახელი გლეხი აცხადებს, რუსეთის მერე, ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანა უკრაინა იყო, სადაც არსებული სიტუაციის გამო ხილის გატანა ვეღარ მოხერხდა და ამ მხრივ შეიქმნა ე.წ. საცობი.

„რაც შეეხება ადგილობრივად ჩაბარებას, გარკვეული რაოდენობა აქ ჩავაბარეთ, მაგრამ ჩაბარებასაც თავისი წესები აქვს. ეს ვაშლატამა უკვე ზედმეტად მწიფეა და ბუნებრივია, მაცივრებისთვის მისი მიღება წამგებიანია. განაგრძეთ კითხვა

myquiz