მეგან მარკლის მოულოდნელი აღიარება- როგორ გადაურჩა სიკვდილს ძიძასთან დატოვებული არჩი | Allnews.Ge

მეგან მარკლის მოულოდნელი აღიარება- როგორ გადაურჩა სიკვდილს ძიძასთან დატოვებული არჩი

მეგან მარკლმა ახლახან ერთ-ერთ პოდკასტში სამეფო ოჯახის საშინელი საიდუმლო გასცა, რომელსაც წლების განმავლობაში მალავდა. როგორც ცნობილია, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ჯერ კიდევ 2020-ში Spotify-სთან 24-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც მათი მხრიდან პოდკასტების რეგულარულად გამოქვეყნებას ითვალისწინებდა. რამდენიმე დღის წინ, როგორც იქნა, მეგან მარკლმა კეთილი ინება და პირველი ეპიზოდი ჩაწერა, სახელწოდებით „არქეტიპები“. საპრემიერო გამოშვების სტუმარი მეგანის მეგობარი, ლეგენდარული ჩოგბურთელი სერენა უილიამსი იყო.

megan-1661414728.jpeg

მეგანმა მასთან სტერეოტიპებსა და იმ ორმაგ სტანდარტებზე ისაუბრა, რომელთან შეჯახებაც თანამედროვე დროში უამრავ ქალს უწევსქალბატონებმა ბევრ რ ამეზე ისაუბრეს და სწორედ ამ პროცესში პრინცი ჰარის მეუღლემ 3 წლის წინანდელ შემთხვაზე წამოიწყო საუბარი. როგორც თქვა, ეს უბედური შემთხვევა, როგორც ორი შვილის დედას, სამუდამო კოშმარად დაამახსოვრდა.

2019 წლის სექტემბერში მეგანი, ჰარი და იმ დროისთვის 4 თვის არჩი ათი დღით აფრიკაში სამოგზაუროდ წავიდნენ. დაბინავდნენ, არჩი ძიძას დაუტოვეს და მაშინვე ქალაქ ნიანგაში გაემართნენ, სადაც მეგანი სიტყვით უნდა გამოსულიყო. ამ დროს მათი პირმშო კინაღამ ხანძარში დაიღუპა. განაგრძეთ კითხვა

myquiz