სოფო ხალვაშს უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩაშლაში ადანაშაულებენ - "ბათუმის მერიას არ მოეწონა ოკუპაციის ხსენება" | Allnews.Ge

სოფო ხალვაშს უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩაშლაში ადანაშაულებენ - "ბათუმის მერიას არ მოეწონა ოკუპაციის ხსენება"

დღეს, უკ­რა­ი­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ქვე­ყა­ნას, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი ულო­ცა­ვენ, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­დან. ამ დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, დღეს ბა­თუმ­ში სა­ოც­რე­ბა­თა მო­ე­დან­ზე აქ­ტი­ვის­ტებ­მა კონ­ცერ­ტი და­გეგ­მეს, სა­დაც სიმ­ღე­რებ­თან ერ­თად ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი და უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ვი­დე­ო­ე­ბი უნდა გა­სუ­ლი­ყო.

"მთა­ვა­რი არ­ხის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუ­მის მე­რი­ამ კონ­ცერ­ტის სცე­ნა­რი მო­ი­თხო­ვა და მას შემ­დეგ, რაც გა­არ­კვი­ეს, რომ კონ­ცერ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბიც უნდა გა­სუ­ლი­ყო, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მოს­თხო­ვეს, რომ სცე­ნა­ზე არ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი­ყო ფრა­ზა, რუ­სე­თი, რო­გორც ოკუ­პან­ტი, რად­გან ეს ქა­ლაქ­ში ჩა­მო­სულ ტუ­რის­ტებს გა­ა­ღი­ზი­ა­ნებ­და... ასე­ვე მო­ი­თხო­ვეს სცე­ნარ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა.

მას შემ­დეგ, რაც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და ბა­თუ­მის მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბა არ შედ­გა, მე­რი­ამ ბა­თუ­მის სა­ოც­რე­ბა­თა მო­ე­დან­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბულ სცე­ნა­ზე თავ­სა­ხუ­რი და­უშ­ვა... ამ ეტაპ­ზე იქ შე­უძ­ლე­ბე­ლია კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სცე­ნა მთე­ლი ზა­ფხუ­ლია იქ დგას და მას­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის კონ­ცერ­ტე­ბი იმარ­თე­ბა...

აქ­ტი­ვის­ტი ნიკა ქა­ში­ბა­ძე, რო­მე­ლიც სა­ღა­მოს ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია, მე­დი­ას­თან ამ­ბობს, რომ: "ბა­თუ­მის მე­რი­ას არ მო­ე­წო­ნა ოკუ­პა­ცი­ის ხსე­ნე­ბა... ჩვენ შევხდვით სოფო ხალ­ვაშს და ავუხ­სე­ნით, რომ ეს არ იყო პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბა­ვი და მის­გან მი­ვი­ღეთ თან­ხმო­ბა, ბო­ლოს კი პი­რო­ბა წა­მოგ­ვი­ყე­ნა, ან ვი­დე­ო­ებს გა­ვუშ­ვებ­დით, ან სცე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბო­და... ჩვე­ნი აზ­რით, ღა­ლა­ტი იქ­ნე­ბო­და, კონ­ცერ­ტზე უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ვი­დე­ო­ე­ბის არ­გაშ­ვე­ბა.."

დღეს კონ­ცერ­ტამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სცე­ნის და­მონ­ტა­ჟე­ბა გა­და­წყვი­ტეს, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა ბა­თუ­მის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ხელ­ძღვა­ნე­ლი და სცე­ნის დე­მონ­ტაჟს ითხოვს. მისი თქმით, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს თუ არ ექ­ნე­ბათ მე­რი­ის­გან სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვა, სცე­ნას დაშ­ლი­ან და ამის უფ­ლე­ბა აქვთ.

285514382-3345656995711353-7117818052811763473-n-51812-1661406440.jpg

სოფო ხალ­ვა­ში ამ­ჟა­მად ბა­თუ­მის მე­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს და ქა­ლაქ­ში მიმ­დი­ნა­რე კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ნე­ბარ­თვა მის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შე­დის. მას შემ­დეგ, რაც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბას, შე­საძ­ლოა, საფრ­თხე და­ე­მუქ­როს, მომ­ღე­რალს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცნო­ბილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა მი­მარ­თეს.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"სოფო, ჩვე­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­გობ­რე­ბის­თვის გით­ქვამთ, ისე იზე­ი­მეთ ბა­თუმ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე, ომი არ ახ­სე­ნო­თო, ტუ­რის­ტე­ბი რომ არ გა­ღი­ზი­ან­დნე­ნო. ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ჩემ­თვის სა­მარ­ცხვი­ნო საქ­ცი­ე­ლი და უნდა იცო­დე რომ ხვალ, საყ­ვა­რე­ლი სოფო კი აღარ იქ­ნე­ბი, "ქო­ცე­ბის" მო­ნად ჩაგ­თვლის ყვე­ლა... უკ­რა­ი­ნა­ში ომია, სოფო!"

გენ­რი დო­ლი­ძე, პო­ე­ტი :

"ძა­ლი­ან ბევ­რი მყავ­ხართ აქ სოფო ხალ­ვა­შის მე­გობ­რე­ბი, მათ შო­რის ჩემ­თვის უძ­ვირ­ფა­სე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი. ძა­ლი­ან გთხოვთ, თქვენ თვი­თონ და­ურ­ე­კოთ, უთხრათ, ურ­ჩი­ოთ, რომ ასე არ მო­სუ­ლა... პო­ლი­ტი­კამ­დე და ჩი­ნოვ­ნი­კო­ბამ­დე ის იყო ხე­ლო­ვა­ნი, ბა­თუ­მე­ლი და ამ თა­ნამ­დე­ბო­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მისი კა­რი­ე­რა... ბა­თუ­მის მე­რია მისი ხე­ლით უკ­რა­ი­ნელ დევ­ნი­ლებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბას უშ­ლის..."

myquiz