"მარტო ამერიკაში და კანადაში საქართველოდან თვეში 20-30 ბავშვი გაჰყავდათ და ყიდდნენ... ბევრ დედას ამ დროს შვილი გარდაცვლილი ეგონა..." - თამუნა მუსერიძე მორიგ შემაძრწუნებელ ფაქტებს ასახელებს | Allnews.Ge

"მარტო ამერიკაში და კანადაში საქართველოდან თვეში 20-30 ბავშვი გაჰყავდათ და ყიდდნენ... ბევრ დედას ამ დროს შვილი გარდაცვლილი ეგონა..." - თამუნა მუსერიძე მორიგ შემაძრწუნებელ ფაქტებს ასახელებს

ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ რამდენიმე წლის წინ შეიტყო, რომ გამზრდელი დედა მისი ბიოლოგიური დედა არ არის, ამიტომ მბიოლოგიური მშობლების ძებნა დაიწყო. დაახლოებით ორი წლის წინ შექმნა ფეისბუქ ჯგუფი სახელით - „ვეძებ“, რომ მის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ბიოლოგიური მშობლები და შვილები ეპოვათ. ამ ჯგუფის მეშვეობით, რომელშიც 160 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული, უკვე ძალიან ბევრმა დედამ იპოვა შვილი, დედმამიშვილებმა ერთმანეთი და ა.შ. ასევე ფარდა აეხადა ბევრ უმძიმეს საიდუმლოს თუ ამბავს, დადასტურდა არერთი ფაქტი, როცა ბიოლოგიურ მშობლებს უთხრეს, ვითომ მათი ახალშობილები მშობიარობისას გარდაიცვალნენ, სინამდვილეში კი პატარები გაყიდეს.

თამუნამ მორიგი ასეთი ამბავი გააცნო საზოგადოებას - 1990-იან წლებში ამერიკაში გაყიდულ გოგონას აღმზრდელმა მამამ უამბო, რომ სინამდვილეში დედამისს უთხრეს, თითქოს ის გარდაიცვალა და ცნობაზეც მოაწერინეს ხელი. ახლა შეიტყო მისმა ბიოლოგიურმა დედამაც, რომ სინამდვილეში შვილი ცოცხალია... ამ მორიგ შემაძრწუნებელ ფაქტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და ტელეწამყვანმა ლაივ-ჩართვა მიუძღვნა ამ თემას.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე თამუნა ამტკიცებს, რომ საქართველოში ბავშვების უკანონო, მასიური გაშვილება 1960-იანი წლებიდან იწყება და 2005 წლამდე გრძელდება. მეტიც, მისი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ექიმების, გინეკოლოგების, ბებიაქალების გარკვეული ნაწილი დღემდე ჯანდაცვის სისტემაში მუშაობს.ძიებამ ბევრი იძულებით დაშორებული დედა-შვილი შეახვედრა ერთმანეთს, ბევრისთვის კი საკმაოდ რთული გამოდგა ეს პროცესი და ძიებას დღემდე განაგრძობს. თამუნამ საჯაროდ ისაუბრა ბევრ კონკრეტულ ისტორიაზე, ფაქტებზე და საზოგადოებას არაერთი დაფარული დეტალი გაუმხილა, თუ სად და როგორ ხდებოდა ბავშვების მოტყუებით, იძულებით გაშვილება.

- თითქმის ორ წელია არსებობს ფეისბუქ ჯგუფი „ვეძებ“, სადაც არაერთი გაშვილებული და მოპარული ბავშვი ვიპოვეთ. არაერთი მოპარული შვილი მივუყვანეთ დედას, რომელსაც ის გარდაცვლილი ეგონა. ბავრმა არ იცის, ამიტომ დღევანდელ ისტორიას საჯაროდ მოვყვები. ვეცდები, ოჯახური დეტალები სააშკარაოზე არ გამოვიტანო...

საქართველოდან ამერიკაში გაშვილებული გოგონა ჯერჯერობით ცდილობს, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ანონიმურობა გარკვეული მიზეზების გამო. გეტყვით, რომ ის არ არის ერთადერთი ბავშვი, რომელიც საქართველოდან არის მოპარული და გაყიდული. 2005 წელს დაიჭირეს ოლგა გორელიკი, რამდენიმე ქართველ ექიმთან ერთად. მას სახლში ჰყავდა გასაშვილებლად ამზადებული ბავშვები. ეს ბავშვები ჰყავდა გაფორმებული თავის სახელსა და გვარზე, ვითომ ის იყო მათი დედა. ბავშვები გაჰყავდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. მსგავსი ფაქტი არის უამრავი. საქართველოდან ბავშვების გაყიდვა დაიწყო 1992 წელს. ზოგი მშობელი საკუთარი სურვილით ტოვებდა ბავშვს, ზოგს კი ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი გარდაიცვალა, ამ დროს კი ბავშვებს ყიდდნენ. წელიწა- ნახევრის განმავობაში მე და ჩემი ჯგუფის ადმინებმა არაერთი შეურაცხყოფა, ლანძღვა, გინება, მუქარა გადავიტანეთ ძირითადად სამედიცინო პერსონალის და მათი ახლობლების მხრიდან. ისინი გვიმტკიცებდნენ, რომ მაშინდელი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იყვნენ გმირები, რომ ისინი ბავშვებს კეთილი მიზნებისთვის აშვილებდნენ, რათა ეს ბავშვები კარგ პირობებში გაზრდილყვნენ. ანუ, თავად წყვეტდნენ, რა აჯობებდა ამ ბავშვების და მათი მშობლებისთვის... განაგრძეთ კითხვა

myquiz