როგორ აქცია მარკუს მეტრეველმა ძველი სახლი ულამაზეს რანჩოდ- 20 წლის მიტოვებული სახლის დაუჯერებელი გარდასახვა ბოდბისხევში | Allnews.Ge

როგორ აქცია მარკუს მეტრეველმა ძველი სახლი ულამაზეს რანჩოდ- 20 წლის მიტოვებული სახლის დაუჯერებელი გარდასახვა ბოდბისხევში

სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში არა­ერ­თი მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლია, რო­მელ­თა პატ­რო­ნე­ბიც უმე­ტე­სად უცხო­ეთ­ში არი­ან. ზოგი ახერ­ხებს ამ სახ­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბას, მი­ხედ­ვას, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად მა­ინც ყი­დი­ან და კარ-მი­და­მო­საც ახა­ლი პატ­რო­ნი უჩ­ნდე­ბა...

ასე, მა­გა­ლი­თად, ცოტა ხნის წინ, მომ­ღე­რალ­მა მარ­კუს მეტ­რე­ველ­მა "ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რა­დი გვერ­დი­დან თა­ვის აუ­დი­ტო­რი­ას აც­ნო­ბა, რომ მის­მა ოჯახ­მა სო­ფელ ბოდ­ბის­ხევ­ში (სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) ძვე­ლი სახ­ლი შე­ი­ძი­ნა და მა­თი­ვე აქ­ტი­უ­რი ძა­ლის­ხმე­ვით, იქა­უ­რო­ბას ახა­ლი სი­ცო­ცხლე მი­ე­ცა.

სახ­ლი ყუ­რა­დღე­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე და ძვე­ლი ელე­მენ­ტე­ბის შერ­წყმი­თაც იქ­ცევს.

kolaji-61640-1661322608.jpg

ambebi.ge -ს მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლი ახალ სახ­ლსა და გა­წე­ულ შრო­მა­ზე ესე­უბ­რე­ბა:

- ეს სახ­ლი ჩვე­ნი ოჯა­ხის შე­ნა­ძე­ნია. მე და დალი, ჩემი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ვმოგ­ზა­უ­რობ­დით და ვე­ძებ­დით სა­ა­გა­რა­კედ ად­გილს. გვინ­დო­და, პა­ტა­რა სახ­ლი, რათა ჩვე­ნი მყუდ­რო თავ­შე­სა­ფა­რი მოგ­ვე­წყო. ყვე­ლა კუ­თხე მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ, მაგ­რამ მე­ტად კა­ხეთ­მა გა­მათ­ბო თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლით. აქ ბევ­რი რა­მაა ისე­თი, რაც გი­ზი­დავს, ღვი­ნის კულ­ტუ­რა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის თბი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნოა...

მოკ­ლედ, სო­ფელ ბოდ­ბის­ხევ­ში აღ­მოჩ­ნდა ძვე­ლი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან სა­რე­მონ­ტო სახ­ლი, რა­ზეც სა­ბო­ლო­ოდ შევ­ჩერ­დით... სახ­ლში ცხოვ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ამ საქ­მე­ში დიდი შრო­მა, ენერ­გია ჩა­ი­დო. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით გა­ვა­კე­თეთ. რომ არა სიყ­ვა­რუ­ლი, არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და. რაც მთა­ვა­რია, თა­ვი­დან­ვე გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ძვე­ლი სახ­ლის­თვის თა­ვი­სი სახე არ დაგ­ვე­კარ­გა და მას­თან ახა­ლი ძა­ლი­ან ფრთხი­ლად შეგ­ვერ­წყა.

ჩვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი ბევ­რს მო­ე­წო­ნა, და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა და კო­მენ­ტა­რე­ბი მი­ვი­ღეთ, რა­მაც გა­მა­ხა­რა.

kolaji1-61692-1661322634.jpg

- სახ­ლი დიდი ხნის აშე­ნე­ბუ­ლია?

- სა­დღაც 40 წლის წინ აა­შე­ნეს, ცოტა ხანს იცხოვ­რეს და მერე უცხო­ეთ­ში წა­ვიდ­ნენ... აქ 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვის უცხოვ­რია. შინ და გა­რეთ ამის გამო რა­ღაც იდუ­მა­ლი გა­რე­მო იყო შექ­მნი­ლი. ეზო ლა­მის ტყედ იყო გა­დაქ­ცე­უ­ლი, მაგ­რამ აქა­უ­რო­ბა რომ და­ვი­ნა­ხე, მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ ჩემი, ჩვე­ნი გა­რე­მო იყო და აქ აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ქმნი­დით ძა­ლი­ან ლა­მაზ ატ­მოს­ფე­როს იმის­თვის, რომ სუ­ლი­ე­რი გან­ტვირ­თვა მიგ­ვე­ღო, თავი ბედ­ნი­ე­რად გვეგ­რძნო.

axali-saxli-6-61789-1661322670.jpg

- სიძ­ვე­ლე შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ და სი­ახ­ლე ძა­ლი­ან ფრთხი­ლად შე­უ­ხა­მეთ - ახა­ლი ფე­რე­ბით გა­ა­ცო­ცხლეთ. არ არის ცუდი...

- ასეა. მომ­წონს, როცა ვინ­ტა­ჟი თა­ნა­მედ­რო­ვეს­თა­ნაა შერ­წყმუ­ლი. მე და და­ლის ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი გვქონ­და, ფე­რებ­ში გა­და­წყვე­ტი­ლი სახ­ლი გვქო­ნო­და, ძვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე შტრი­ხე­ბით გაგ­ვე­ახ­ლე­ბი­ნა. ეს იყო მთა­ვა­რი სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ავიხ­დი­ნეთ. განაგრძეთ კითხვა

ლალი ფაცია

myquiz