"კადიროველი" ძენგოვი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, საქართველოში ერთობა" - რა ფოტოებს აქვეყნებს მარიამ გეგუჩაძე? | Allnews.Ge

"კადიროველი" ძენგოვი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, საქართველოში ერთობა" - რა ფოტოებს აქვეყნებს მარიამ გეგუჩაძე?

იტა­ლი­ა­ში სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნეს შემ­დეგ, ქეთა თო­ფუ­რია, ქმარ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი ლევ ძენ­გო­ვი, რო­მე­ლიც ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც რამ­ზან კა­დი­რო­ვის მრჩე­ვე­ლი, ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ხში­რად ჩა­მო­დის. ცნო­ბი­ლია, რომ თო­ფუ­რი­ამ უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, წყნეთ­ში ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი აგა­რა­კი აი­შე­ნა. ძენ­გო­ვის თბი­ლის­ში ყოფ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფო­ტო­ე­ბი, მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლი­ას“ აქ­ტი­ვის­ტმა მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"კა­დი­რო­ვე­ლი" ძენ­გო­ვი, რო­მელ­საც ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი აქვს დარ­ღვე­უ­ლი (აფხა­ზეთ­ში იყო რამ­დენ­ჯერ­მე) ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლისტს, ან­ტი­პუ­ტი­ნისტ გორ­დონს ეს მთავ­რო­ბა სა­ზღვრი­დან აძე­ვებს. აი, მეტი რო­გორ უნდა თქვას ამ მთავ­რო­ბამ, რომ რუ­სია.

300833314-5281239188627273-2433170064711912141-n-53663-1661234657.jpg

პ.ს. ძენ­გო­ვი ქეთა თო­ფუ­რი­ას ქმა­რია, ქე­თაც გვერ­დზე ეჯდა. ვერ მო­ვა­ხერ­ხე უბ­რა­ლოდ ფო­ტოს გა­და­ღე­ბა", - წერს მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე.

რო­გორც ზე­ვით გიყ­ვე­ბო­დით, ჯერ კი­დევ ივ­ლის­ში, რო­დე­საც ქეთა ქმარ­თან ერ­თად სტუმ­რობ­და თბი­ლისს, წყა­რო გვიყ­ვე­ბო­და, რომ ძენ­გო­ვის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. თუ ის ნამ­დვი­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და აფხა­ზეთ­ში და დარ­ღვე­უ­ლი აქვს კა­ნო­ნი ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ, გა­მო­დის, რომ ქარ­თვე­ლე­ბის სიძე ცო­ლის სამ­შობ­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­დის.

ქეთა თო­ფუ­რია და ლევ ძენ­გო­ვი 2020 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ქორ­წინ­დნენ, რამ­დე­ნი­მე თვე­ში კი სა­ერ­თო ვაჟი, ადა­მი შე­ე­ძი­ნათ.

myquiz