როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში?
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში კვლავ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი. 22-23-24 აგვისტოს ტემპერატურა, საშუალოდ +35 გრადუსის ფარგლებში იქნება, ქარის სიჩქარე კი 20-25 მ/წმ-ს მიაღწევს.
მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოშიც. 22-23 აგვისტოს, ჰაერის ტემპერატურა +39 გრადუსამდე აიწევს, 24 აგვისტოს კი ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსსაც მიაღწევს. ამასთანავე, მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.
თბილისშიც უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ტემპერატურა ღამით +18, დღე კი +34 გრადუსი იქნება.