როგორი ამინდია მოსალოდნელი აგვისტოს ბოლომდე - პასუხი გარემოს ეროვნული სააგენტოდან | Allnews.Ge

როგორი ამინდია მოსალოდნელი აგვისტოს ბოლომდე - პასუხი გარემოს ეროვნული სააგენტოდან

საქართველოში აგვისტოს ბოლომდე ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განგვიცხადა:

"აგვისტოს ბოლომდე დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +34, +39 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი +30, +35 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება და ტემპერატურა +33, +35 გრადუსის ფარგლებში იქნება. დასავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ შეიძლება ცალკეულ რაიონებში მცირე წვიმა აღინიშნოს, თუმცა აგვისტოს ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდი შენარჩუნდება." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.

როგორც სვეტლანა ნიორაძე აღნიშნავს, აგვისტოს თვის ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით მაღალია. ნალექების რაოდენობა კი ძირითადად ნორმაზე ნაკლები, ზოგან კი ნორმის ფარგლებშია ნავარაუდევი.

myquiz