როგორ გადაარჩინეს ქართველმა მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული პოლონელი ტურისტი: კიდევ ერთი გმირობის ამბავი | Allnews.Ge

როგორ გადაარჩინეს ქართველმა მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული პოლონელი ტურისტი: კიდევ ერთი გმირობის ამბავი

"კლდე­ებ­ში მო­ციმ­ცი­მე 15 ფა­რანს ხე­დავ­და, დღი­სით კი მის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­მო­სუ­ლი 15 კა­ცის ხმა ეს­მო­და. ეს იმ­ხე­ლა ძა­ლაა, ერთ ად­გილ­ზე მდგარს ორი დღე-ღამე გა­აძ­ლე­ბი­ნა..."

გუ­და­უ­რის ტრა­გე­დი­ი­დან სამი დღის შემ­დეგ მაშ­ვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა სვა­ნეთ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ტუ­რისტს დას­ჭირ­და. მეს­ტი­ის მაშ­ველ­თა თხუთ­მეტ­კა­ცი­ა­ნი ბრი­გა­და და­კარ­გულს ორი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, კლდე­ებ­ზე თო­კით და­კი­დე­ბუ­ლი, შე­უს­ვე­ნებ­ლივ ეძებ­და და ბო­ლოს კლდის შვე­რილ­ში გა­უნ­ძრევ­ლად მდგო­მი 70 წლის პო­ლო­ნე­ლი ცო­ცხა­ლი იპო­ვეს და გა­და­არ­ჩი­ნეს. ეს მეს­ტი­ე­ლი მაშ­ვე­ლე­ბის პირ­ვე­ლი თავ­გან­წირ­ვა რო­დია: რო­გორც კი ვინ­მეს შვე­ლა სჭირ­დე­ბა, მთებ­თან შეზ­რდი­ლი ბი­ჭე­ბი მა­შინ­ვე კლდის ვე­ფხვე­ბად იქ­ცე­ვი­ან. ისი­ნი სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დად ყოფ­ნას და და­უ­ფა­სებ­ლო­ბას კარ­გა ხა­ნია შე­ეჩ­ვივ­ნენ - მაშ­ვე­ლე­ბის გმი­რო­ბა­ზე ლა­პა­რაკს ხომ ძი­რი­თა­დად მა­შინ ვი­წყებთ, როცა უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბა, არა­და, ამ­დე­ნი სამ­წუ­ხა­რო ამ­ბის შემ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავ­გან­წირ­ვი­სა და სი­მა­მა­ცის მა­გა­ლი­თე­ბი არ აწყენ­და.

მეს­ტი­ე­ლი მაშ­ვე­ლე­ბის თავ­გან­წირ­ვის ამ­ბა­ვი იმ ოჯახ­მა გვი­ამ­ბო, სა­დაც პო­ლო­ნე­ლი ტუ­რის­ტი ცხოვ­რობ­და და შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბიც მოგ­ვა­წო­და.

ირი­ნა კვი­ცი­ა­ნი:

- ჩემი სტუ­მა­რი სა­ოც­რად ბედ­ნი­ე­რი იყო, რომ სვა­ნე­თი კვლავ ნახა. გვი­თხრა, მეს­ტი­ა­ში უკვე მე­ხუ­თედ ვარ და ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ ერთხელ უნდა მო­ვი­ა­როო. აღ­ტა­ცე­ბით ლა­პა­რა­კობ­და, ემო­ცი­ებს ვერ იტევ­და. აშ­კა­რად ეტყო­ბოდ, რომ მის­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბის მიმ­ნი­ჭე­ბე­ლი სწო­რედ ბუ­ნე­ბა იყო და სვა­ნეთ­საც ამი­ტომ აღ­მერ­თებ­და ასე. სხვა რამ, მა­გა­ლი­თად, ტექ­ნი­კა, მო­მეჩ­ვე­ნა, რომ არც აინ­ტე­რე­სებ­და. თა­ვის მოძ­ვე­ლე­ბულ ტე­ლე­ფონს თით­ქმის არ იყე­ნებ­და და, რო­გორც ჩანს, არც ინ­ტერ­ნეტს სწყა­ლობ­და. თა­ვი­სი შვი­ლის­თვი­საც მე მი­მა­წე­რი­ნა, უკვე ჩა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში და კარ­გად ვარო. სა­მა­გი­ე­როდ, სქელ რვე­ულ­ში უამ­რავ რა­მეს იწერ­და. პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში წა­ვი­და მთა­ში სა­სე­ირ­ნოდ, თუმ­ცა ისეთ კლდე­ზე აცო­ცე­ბის სურ­ვი­ლი, სა­დაც მერე მაშ­ვე­ლებ­მა იპო­ვეს, არ გა­მო­უთ­ქვამს. ვფიქ­რობ, გზა აებ­ნა, მერე კი ისე­თი კლდე­ე­ბი და­ი­ნა­ხა, რომ მო­ი­ნუს­ხა და ცდუ­ნე­ბას ვერ გა­უძ­ლო... რას ვი­ფიქ­რებ­დი, რომ დი­ლით სა­სე­ირ­ნოდ წა­სულ კაც­ზე შუ­ა­დღი­სას პო­ლი­ცია და­მი­რე­კავ­და, შენი სტუ­მა­რი იძებ­ნე­ბაო... შუ­ა­დღის 2 სა­ათ­ზე და­უ­რე­კავს 112-ში და­სახ­მა­რებ­ლად, თუმ­ცა უბე­დუ­რე­ბა ის იყო, რომ მაშ­ვე­ლებს სულ სხვა ად­გი­ლი მი­უ­თი­თა: უთ­ქვამს, თეთ­ნულ­დის ამა და ამ მხა­რეს ვარ კლდე­ში გა­ჩხე­რი­ლიო, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს იყო, თა­ნაც ამის შემ­დეგ ტე­ლე­ფო­ნიც გა­ე­თი­შა. ამი­ტომ ვერ იპო­ვეს ორი დღე. თოკ­ზე გა­მო­კი­დე­ბუ­ლი 15 კაცი სულ სხვა კლდე­ებ­ში ეძებ­და, თა­ნაც - შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით და რომ არა ასე­თი თავ­გან­წირ­ვა, ჩემი სტუ­მა­რი და­ი­ღუ­პე­ბო­და, თუმ­ცა აქამ­დეც ბევ­რი გა­და­ურ­ჩე­ნი­ათ და არა­ვის გა­უ­გია.

- რა­ტომ ვერ­ტმფრენს არ სთხო­ვეს დახ­მა­რე­ბა?

- მეც ეგ ვუ­თხა­რი, მაგ­რამ მი­თხრეს, გუ­და­ურ­ში ისე­თი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, ამ პი­ტა­ლო კლდე­ებ­ში ვერ­ტმფრე­ნის მო­თხოვ­ნას რო­გორ გავ­რის­კავ­დი­თო! ეს ბი­ჭე­ბი რომ არა, ალ­ბათ, მთე­ლი ოჯა­ხი გავ­გიჟ­დე­ბო­დით. ხომ არა­ფერ შუ­ა­ში ვი­ყა­ვით, მაგ­რამ, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ორი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბავ­შვე­ბის გარ­და, არა­ვის გვძი­ნე­ბია. იმე­დიც გა­და­წუ­რუ­ლი გვქონ­და, რომ ცო­ცხალს ვნა­ხავ­დით. მხო­ლოდ მაშ­ვე­ლე­ბის ზარი მამ­შვი­დებ­და, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ჯერ არა­ვინ გვი­ნა­ხავს, არც გარ­დაც­ვლი­ლი, არც ცო­ცხა­ლიო, ანუ ჩვე­ნი სტუმ­რის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი არ­სე­ბობ­და.

- მცი­რე შან­სი კი, მაგ­რამ საჭ­მელს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, კაცი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კლდე­ზე იჯდა. ოდ­ნა­ვი გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და სა­ბე­დის­წე­რო ყო­ფი­ლი­ყო. ასე­თი სა­შიშ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ თუ იცი­ან ტუ­რის­ტებ­მა?

- რა თქმა უნდა, იცი­ან, მით უფრო, რომ ჩვე­ნი სტუ­მა­რი უკვე მე­ხუ­თედ იყო სვა­ნეთ­ში, მაგ­რამ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი ხში­რია. იმ კლდე­ზე, სა­ი­და­ნაც ვე­ღარ ჩა­მო­დი­ო­და, და­საჯ­დო­მი კი არა, ფე­ხის მო­სა­ნაც­ვლე­ბე­ლი ად­გი­ლი არ იყო. ფეხი ოდ­ნავ რომ მო­ე­ნაც­ვლე­ბი­ნა, მა­შინ­ვე გა­და­ი­ჩე­ხე­ბო­და. აი, ასე, უფსკრუ­ლის თავ­ზე ერთ ად­გილ­ზე მდგომ­მა გა­ა­ტა­რა ორი დღე-ღამე, თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­დარ­ჩა...

- რო­გორ იპო­ვეს?

- შემ­თხვე­ვით მაშ­ვე­ლებ­მა შო­რე­ულ კლდე­ში მისი წი­თე­ლი ქურ­თუ­კის ანა­რეკ­ლი შე­ნიშ­ნეს. რომ მი­უ­ახ­ლოვ­დნენ, უკვე ყვი­რი­ლიც შე­მო­ეს­მათ და და­მი­რე­კეს, რა­ღაც ხმა გვეს­მის, სტუ­მა­რი ცო­ცხა­ლი უნდა იყო­სო. მე­გო­ნა, მე­ო­რედ და­ვი­ბა­დე! თუმ­ცა წინ ერთი დიდი სირ­თუ­ლეც იყო: ერ­თია მთა­ში კა­ცის პოვ­ნა და მე­ო­რე - მისი თო­კე­ბით ჩა­მოყ­ვა­ნა. ამ დროს უამ­რა­ვი ტრა­გე­დია მომ­ხდა­რა, ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი უდი­დე­სი სიფრ­თხი­ლით უნდა გა­კეთ­დეს - ახ­ლაც დღი­სით ნა­პოვ­ნი კაცი მხო­ლოდ ღა­მის 2 სა­ათ­ზე და­უშ­ვეს მი­წა­ზე. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz