"ჩვენი ტერიტორიის - კოდორის დაცვის გამო დავისაჯე და 7 წელი ციხეში გავატარე, რამდენი ვიტანჯე, ვეწამე... სიმსივნე დამიდგინდა" - ინტერვიუ მონაზვნად აღკვეცილ ნორა კვიციანთან | Allnews.Ge

"ჩვენი ტერიტორიის - კოდორის დაცვის გამო დავისაჯე და 7 წელი ციხეში გავატარე, რამდენი ვიტანჯე, ვეწამე... სიმსივნე დამიდგინდა" - ინტერვიუ მონაზვნად აღკვეცილ ნორა კვიციანთან

გუ­შინ, ფე­რის­ცვა­ლე­ბას ქალ­ბა­ტო­ნი ნორა კვი­ცი­ა­ნი მო­ნაზვნად აღიკ­ვე­ცა და ამი­ე­რი­დან სა­სუ­ლი­ე­რო ცხოვ­რე­ბა­ში ის დედა ქე­თე­ვა­ნია. რის შემ­დეგ მი­ი­ღო ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და რა გზა გა­ი­ა­რა უფ­ლის ერ­თგუ­ლად მსა­ხუ­რე­ბამ­დე მის­ვლა­ში, ამა­ზე ambebi.ge თა­ვად დედა ქე­თე­ვა­ნი და მისი მო­ძღვა­რი, არ­ქი­მან­დრი­ტი მამა გი­ორ­გი (გურ­ჩი­ა­ნი) უამ­ბო­ბენ.

დედა ქე­თე­ვა­ნი:

noraaa1-70398-1660979094.jpg

"გუ­შინ, ფე­რის­ცვა­ლე­ბას სახ­ლში აღ­ვიკ­ვე­ცე მო­ნაზვნად. ალ­ბათ გა­გე­ბუ­ლი გექ­ნე­ბათ, რომ ავად ვარ, სხი­ვე­ბი მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ამან ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ცუ­დად იმოქ­მე­და. ჩემი ამ­დე­ნი წლის ტან­ჯვამ თა­ვი­სი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო - დავ­სნე­ულ­დი... ცი­ხი­დან როცა გა­მო­ვე­დი, მე­უ­ფე იობ­მა ჩემ­თან ბე­რე­ბი გა­მო­აგ­ზავ­ნა (უკვე და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი) და შე­მო­მით­ვა­ლა, წა­მო­ვი­დეს დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში და წი­ნამ­ძღვრად გა­ვუშ­ვებ­თო. ვუ­თხა­რი, ჯერ მზად არ ვარ, ძა­ლინ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა-მეთ­ქი, ვერ გავ­ბე­დე და უარი ვუ­თხა­რი. დრო გა­ვი­და, მას მერე ბევ­რი რამ გა­დამ­ხდა, ავა­რი­ა­შიც მოვ­ყე­ვი ...

ახლა, როცა ასე­თი და­ა­ვა­დე­ბა აღ­მო­მაჩ­ნდა, ვი­ნა­ნე, თა­ვის დრო­ზე რა­ტომ არ აღ­ვიკ­ვე­ცე-მეთ­ქი... მერე, ღვთის ნე­ბით, თვი­თონ გა­მიჩ­ნდა ამის სურ­ვი­ლი. ვი­ნა­ნე კი­დეც, ამ­დენ­ჯერ მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და რა­ტომ აქამ­დე არ გა­დავ­დგი ეს ნა­ბი­ჯი. მამა გი­ორ­გი გურ­ჩი­ანს (ჩემს მო­ძღვარს და კო­დო­რის ხე­ო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვარს) ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და ჩემი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პატ­რი­არ­ქმა ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მის­ცა მე­უ­ფეს, მე­უ­ფემ მამა გი­ორ­გის მის­ცა ნება თვი­თონ გა­და­ე­წყვი­ტა ყვე­ლა­ფე­რი და მა­ნაც მო­ნაზვნად აღ­მკვე­ცა. მამა გი­ორ­გიმ კარ­გად იცო­და ჩემი ცხოვ­რე­ბა, ამი­ტომ წმინ­და მო­წა­მე ქე­თე­ვა­ნის სა­ხე­ლი მი­წო­და. ამი­ე­რი­დან სა­სუ­ლი­ე­რო ცხოვ­რე­ბა­ში დედა ქე­თე­ვა­ნი ვიქ­ნე­ბი. რა დღე­ე­ბი გა­მო­ვი­ა­რე, ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის - კო­დო­რის დაც­ვის გამო და­ვი­სა­ჯე და 7 წელი ცი­ხე­ში გა­ვა­ტა­რე, თან რო­გო­რი ციხე, კა­ტორ­ღა უფრო იყო, რამ­დე­ნი ვი­ტან­ჯე და ვე­წა­მე... ფილ­ტვის სიმ­სივ­ნე და­მიდ­გინ­და და ჩემი გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის შე­დე­გია. გა­დავ­წყვი­ტე და დღეს მო­ნაზვნად აღ­ვიკ­ვე­ცე, რი­თაც ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, ბედ­ნი­ე­რია ყვე­ლა ჩე­მი­ა­ნი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მთე­ლი საგ­ვა­რე­უ­ლო... ჯერ სახ­ლში ვიქ­ნე­ბი და მერე, თუ ღმერ­თმა ინე­ბა, რა კურ­თხე­ვა­საც მამა გი­ორ­გი მომ­ცემს, ისე მო­ვიქ­ცე­ვი. მამა გი­ორ­გის აქვს მა­მა­თა მო­ნას­ტე­რი კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში, ის მას აფარ­თო­ებს და დე­და­თა მო­ნას­ტერ­საც აკე­თებს. უფ­ლის ნე­ბაა ყვე­ლა­ფე­რი, თუ ფეხ­ზე და­მა­ყე­ნა და გა­მი­ხან­გრძლი­ვა ცხოვ­რე­ბა, კო­დორ­ში წა­ვალ, ბევ­რი მსურ­ვე­ლია, შე­მო­მი­ერ­თდნენ და ჩემ­თან ერ­თად იყ­ვნენ.

ამა­ზე უკე­თე­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. 21 წელი გა­ვი­ა­რე ჯო­ჯო­ხე­თი, ტან­ჯვა-წა­მე­ბა. ჩე­მებ­მა ეს რომ გა­ი­გეს, ყვე­ლა­ნი ტი­როდ­ნენ. ახლა თეთრ კა­ბა­ში ვწე­ვარ, ასე უნდა ვიყო 40 დღე, ამას­თან, მდუ­მა­რე­ბა­ში და ლოც­ვა­ში უნდა გა­ვა­ტა­რო ეს პე­რი­ო­დი. მერე მო­ნაზვნის სა­მოსს ჩა­ვიც­ვამ. და­ლოც­ვი­ლი იყა­ვით ღვთის­გან და ჩემ­გა­ნაც. დიდი, დიდი მად­ლო­ბა, რომ და­მი­რე­კეთ და და­ინ­ტე­რეს­დით ჩე­მით.“.

არ­ქი­მან­დრი­ტი გი­ორ­გი (გურ­ჩი­ა­ნი), კო­დო­რის ხე­ო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი:

"ჩვენ მემ­კვიდ­რე­ნი ვართ ბერ-მო­ნაზვნუ­რი, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის. კო­დო­რის ხე­ო­ბა, მთლი­ა­ნად აფხა­ზე­თი, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი არას­წო­რი პო­ლი­ტი­კით, ჩვე­ნი ცოდ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბით, პი­რა­დად ჩე­მიც (მა­შინ ერის­კა­ცი ვი­ყა­ვი), დრო­ე­ბით დავ­კარ­გეთ. ვი­ნა­ი­დან კო­დო­რის ხე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ჩვენ იქ 14 წელი ვცდი­ლობ­დით შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ეს ტე­რი­ტო­რია. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი - ჩვე­ნი ძმე­ბი და დები და­ი­ღუპ­ნენ, რამ­დე­ნი ჩვე­ნი ხე­ლით დავ­მარ­ხეთ, რამ­დე­ნი ფე­ხებ­მოჭ­რი­ლი, ინ­ვა­ლი­დი ბიჭი დაგ­ვრჩა.. აგერ, ჩემს გვერ­დით ზის ერთი მათ­გა­ნი - გი­ორ­გი გუ­გუ­სი­ა­ნი, ვე­ტე­რა­ნი... ემ­ზარ კვი­ცი­ან­მა ბა­ტა­ლი­ო­ნი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, ხე­ო­ბას ვი­ცავ­დით ყვე­ლა­ნი, მათ შო­რის, ქალ­ბა­ტო­ნი ნო­რაც. მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ ამ 14 წლის მერე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ტყვი­ის გას­რო­ლის გა­რე­შე ჩა­ა­ა­ბა­რა კო­დო­რის ხე­ო­ბა. პო­ლი­ტი­კა­ში არ შე­ვალ, არ ვარ პო­ლი­ტი­კო­სი, შე­გიძ­ლი­ათ ამა­ზე ფილ­მი ნა­ხოთ "კო­დო­რის გმი­რე­ბი“.

მერე ჩვენ ღმერ­თმა მოგ­ვი­წო­და მე ბე­რად აღ­ვიკ­ვე­ცე, შემ­დეგ მომ­ყვა მამა ნი­კო­ლოზ გუ­გუ­სი­ა­ნი, მერე მო­დი­ან მო­ნაზვნე­ბი და ახლა, ფე­რის­ცვა­ლე­ბა დღეს, უფალ­მა ინე­ბა და ქალ­ბა­ტო­ნი ნორა, რო­მე­ლიც კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში ცხოვ­რობ­და და ბევ­რი ტან­ჯვა გა­მო­ი­ა­რა, მო­ნაზვნად აღიკ­ვე­ცა. რო­დე­საც ის ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და და დას­ნე­ულ­და, მას მე­უ­ფე იობ­მა შეს­თა­ვა­ზა იღუ­მე­ნი­ად კურ­თხე­ვა, მა­შინ ვერ გა­ბე­და და სწო­რიც ქნა, არ იყო მზად. მერე ქალ­ბა­ტო­ნი ნორა ცოტა ხანს დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში იყო, შემ­დეგ მო­ვი­და დრო, რო­დე­საც ასე გა­და­წყვი­ტა. არც ცი­ხე­ში და არც სხვა­გან მე ის ერთი დღე არ მი­მი­ტო­ვე­ბია, ყო­ველ კვი­რას შევ­დი­ო­დი სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და 700 ქალს ვა­ზი­ა­რებ­დი, ემ­ზარს ცალ­კე ვე­დე­ქი გვერ­დით. ისი­ნი ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან, იმის თქმა მინ­და, რომ თა­ვის დრო­ზე მე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ, ჩემ­სას ვერ გე­ბუ­ლობ­დნენ. ქრის­ტი­ა­ნო­ბა ად­ვი­ლია, როცა ღმერ­თს ირ­წმუ­ნებ, თო­რემ თუ არ ირ­წმუ­ნებ - ძნე­ლი. ღმერ­თთან მებ­რძო­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არა­ვინ მი­ნა­ხავს. ყვე­ლას ჩვე­ნი ჯვა­რი გვაქვს და მე ვხე­დავ­დი ამ ჯვარს, თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ­დი ქალ­ბა­ტონ ნო­რას და ნელ-ნელა, მა­მაშ­ვი­ლუ­რი მო­ძღვრე­ბით მომ­ყავ­და ამ დღემ­დე. ჩემი წი­ნაპ­რე­ბი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი არი­ან, მა­მი­დე­ბი - მო­ნაზვნე­ბი, დიდი პაპა არ­ქი­მან­დრი­ტი იყო და ასე მოვ­დი­ვართ...

299919999-3191106857871988-1946442163020653890-n-35636-1660979127.jpg

და დად­გა ბედ­ნი­ე­რი დღე, რო­დე­საც ქალ­ბა­ტონ ნო­რას ღმერ­თმა გო­ნე­ბა გა­უ­ნა­თა. კი, ამ ტან­ჯვა-წა­მე­ბამ და ავად­მყო­ფო­ბა­მაც შე­უ­წყო ხელი, მაგ­რამ მისი კურ­თხე­ვა ღვთის ნე­ბით მოხ­და. სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დროს... რო­დე­საც ქალ­ბა­ტონ­მა ნო­რამ მო­ნაზვნო­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა, უწ­მინ­დესს მივ­მარ­თე სა­პატ­რი­არ­ქო­ში, მან კურ­თხე­ვა მომ­ცა, თვი­თო­ნაც გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, იქ­ნებ მარ­ხვა­ში მოგ­ვეს­წრო, ფე­რის­ცვა­ლე­ბა დღე და­ემ­თხვა და გუ­შინ აღ­სრულ­და ეს რი­ტუ­ა­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი ნორა მო­ნაზვნად აღვკვე­ცეთ და ამი­ე­რი­დან ის დედა ქე­თე­ვა­ნია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დიდი მო­წა­მე ქე­თე­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს გუ­ლის­თვის ეწა­მა, ამი­ტო­მაც შე­ვურ­ჩიე მას ეს სა­ხე­ლი. მიტ­რო­პო­ლიტს ვკი­თხე და მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და, რომ ის­ტო­რი­უ­ლად ასე სწო­რად გან­ვსა­ზღვრე და ეს სა­ხე­ლი შე­ვურ­ჩიე. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ყო­ფი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ნორა კვი­ცი­ა­ნი დღეს გვყავს დედა ქე­თე­ვა­ნი, ერთი დიდი ჭირ­ნა­ხუ­ლი, ნა­ტან­ჯი, მაგ­რამ დიდი მლოც­ვე­ლი მო­ნა­ზო­ნი. მად­ლო­ბა ღმერ­თს ამის­თვის. ყვე­ლამ მა­გა­ლი­თი უნდა აი­ღოს დედა ქე­თე­ვა­ნის­გან, ის ტკი­ვი­ლე­ბის­გან იტან­ჯე­ბა და კა­ნონს არ ტო­ვებს, სულ ლო­ცუ­ლობს. ეს არის მო­წა­მე­ო­ბა, ქრის­ტი­ა­ნო­ბა და დედა ქე­თე­ვა­ნის დიდი მა­გა­ლი­თი ღვთის წი­ნა­შე. ყვე­ლა ქარ­თვე­ლი მან­დი­ლო­სა­ნი მას უნდა ბა­ძავ­დეს, მით უმე­ტეს დღეს, როცა ასეთ სა­ში­ნელ დრო­ში ვცხოვ­რობთ - სი­კე­თე და ბო­რო­ტე­ბა, ტყუ­ი­ლი და მარ­თა­ლი ისეა არე­უ­ლი, ზოგ­ჯერ ერის­კა­ცებს კი არა, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს გვი­ჭირს...“

შე­გახ­სე­ნებთ, 2006 წლის 25 ივ­ლისს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბი ბა­ტა­ლი­ონ "მო­ნა­დი­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლის, ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის და მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში შე­ვიდ­ნენ. 27 ივ­ლისს შს სა­მი­ნის­ტროს კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კვი­ცი­ა­ნის და ნორა არ­ღვლი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, სახ­ლი­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ამო­ღე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. მას ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­ქონ­ლის მით­ვი­სე­ბა­საც ედა­ვე­ბოდ­ნენ. ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მის სახ­ლში ჩხრე­კა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

ნორა კვი­ცი­ან­მა ცი­ხე­ში 6 წელი გა­ა­ტა­რა. ის 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. 2017 წელს ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ნორა კვი­ცი­ა­ნი ყვე­ლა ეპი­ზოდ­ში გა­ა­მარ­თლა. ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ნორა არ­ღვლი­ანს თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს და ბრალ­დე­ბა ყალ­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე წა­რუდ­გი­ნეს.

myquiz