"როცა ერთ მხარეს არ უნდა და მეორე აიძულებს - ეს გაუპატიურებაა, გინდა ქმარი იყოს, გინდა შეყვარებული და გინდა უცნობი" - რას წერს ბაია პატარაია | Allnews.Ge

"როცა ერთ მხარეს არ უნდა და მეორე აიძულებს - ეს გაუპატიურებაა, გინდა ქმარი იყოს, გინდა შეყვარებული და გინდა უცნობი" - რას წერს ბაია პატარაია

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი, "სა­ფა­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ბაია პა­ტა­რა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით წერს და ეხ­მი­ა­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში დამ­კვიდ­რე­ბულ მო­საზ­რე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ ქმრის მიერ ცოლ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა, მა­შინ როცა ქალს ეს არ სურს, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა არ არის.

"ხალ­ხი ღლი­ცი­ნებს ქმარ­მა ცოლი რო­გორ უნდა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რო­სო, რო­გორ და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად: რო­დე­საც ქმარს ფე­ხებ­ზე ჰკი­დია უნდა თუ არა ცოლს სექ­სი და აი­ძუ­ლებს, არც ეკი­თხე­ბა და არც აინ­ტე­რე­სებს ცო­ლის აზრი - ეს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბაა.

არც ერთი ცოლი ვალ­დე­ბუ­ლი არ არის იძუ­ლე­ბი­თი სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი ჰქონ­დეს ქმარ­თან; არც "ცოლ­ქმრუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი" არ არ­სე­ბობს სექსთან მი­მარ­თე­ბით. ყვე­ლა სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი ნე­ბის­მი­ერ წყვილს შო­რის უნდა იყოს თან­ხმო­ბით! როცა ერთ მხა­რეს არ უნდა და მე­ო­რე აი­ძუ­ლებს - ეს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბაა, გინ­და ქმა­რი იყოს, გინ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და გინ­და უც­ნო­ბი - ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბაა.

სხვა­თა­შო­რის, ქა­ლებს უც­ნო­ბი კა­ცე­ბი იშ­ვი­ა­თად აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ. სტა­ტის­ტი­კუ­რად ყვე­ლა­ზე ხში­რად, ქალს მის­თვის ნაც­ნო­ბი და სან­დო და ზოგ­ჯერ ძვირ­ფა­სი მე­გო­ბა­რი ან პარტნი­ო­რი აუ­პა­ტი­უ­რებს.გე­ყოთ ზღაპ­რებ­ში და ილუ­ზი­ებ­ში ცხოვ­რე­ბა! გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას მა­ნი­ა­კე­ბი კი არა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კა­ცე­ბი ჩა­დი­ან, და თავს დამ­ნა­შა­ვე­დაც კი არ მი­იჩ­ნე­ვენ, რად­გან პატ­რი­არ­ქატ­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის კულ­ტუ­რა ყვა­ვის, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გა­ა­მარ­თლებს კაცს და ყო­ველ­თვის დას­ცი­ნებს ქალს.

სულ ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა: 14 წლის გოგო გა­ი­ტა­ცა ბიჭ­მა და გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, "ცო­ლად უნ­დო­და", რომ გე­კი­თხა. გო­გომ იჩივ­ლა, ბიჭი ვერ და­ა­კა­ვეს. 17 წლის ასაკ­ში იგი­ვე ბიჭ­მა იგი­ვე გოგო გა­ი­ტა­ცა, ალ­ბათ ისევ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად გო­გოს არ უჩივ­ლია. როცა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ჰკი­თხა, რატო არ ჩი­ვიო, იცით რა უპა­სუ­ხა? მა­შინ რომ ვი­ჩივ­ლე, ბავ­შვი ვი­ყა­ვი და ბევ­რი რამე არ მეს­მო­და, ახლა კი ვიცი, რომ თუ ქმა­რია, ეგ ვერ გა­გა­უ­პა­ტი­უ­რებს, ეგ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რა­მე­აო.

პა­ტა­რა გოგო კი არა, დღეს უამ­რა­ვი ქალი სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­ვე ფიქ­რობს, რომ ქმრის­გან გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა არ არ­სე­ბობს და რომ ეს უნდა ით­მი­ნოს ცოლ­მა.არა, ქა­ლე­ბო, არა­ვის­გან არ უნდა მო­ით­მი­ნოთ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, მი­თუ­მე­ტეს ქმრე­ბის­გან და სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის მა­მე­ბი­სა­გან, რომ­ლებ­მაც ერი­სა და ბე­რის წი­ნა­შე და­ი­ფი­ცეს, რომ უყ­ვარ­დით და პა­ტივს გცემ­დნენ და იზ­რუ­ნებ­დნენ თქვენ­ზე ჭირ­სა თუ ლხინ­ში. თუ ვინ­მეს არ ეპა­ტი­ე­ბა ქა­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, პირ­ველ რიგ­ში ქმარს არ ეპა­ტი­ე­ბა!

გა­ი­გეთ, იცო­დეთ და ას­წავ­ლეთ თქვენ შვი­ლებს: გო­გო­ებ­საც და ბი­ჭებ­საც - თან­ხმო­ბის გა­რე­შე სექ­სი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბაა!" - წერს ბაია პა­ტა­რა­ია.