საქართველოში ლეღვის ნახარშით დამწვრობის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ერთი 14 წლის გოგონაა | Allnews.Ge

საქართველოში ლეღვის ნახარშით დამწვრობის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ერთი 14 წლის გოგონაა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, წელს, საქართველოში, ლეღვის ნახარშით დამწვრობის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც გუგა ქაშიბაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ლეღვის ნახარშით დამწვრობის ერთი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, მეორე კი ქუთაისში.

„დამწვრობის ცენტრში, ლეღვის ნახარშით დამწვრობის გამო 14 წლის გოგონა მკურნალობდა. მესამე ხარისხის დაზიანება ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ლეღვის ნახარშით დამწვრობის შემთხვევები იკლებს, თუმცა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მსგავსი ფაქტები მაინც ფიქსირდება“,-აღნიშნავს ქაშიბაძე.

myquiz