ხანძრები სხვადასხვა ადგილას და აფეთქებები რუსულ ავიაბაზაზე - რა ხდება ყირიმში? | Allnews.Ge

ხანძრები სხვადასხვა ადგილას და აფეთქებები რუსულ ავიაბაზაზე - რა ხდება ყირიმში?

რუ­სე­თის მიერ დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რიმ­ში, სიმ­ფე­რო­პო­ლის რა­ი­ო­ნის გვარ­დე­ის­კო­ეს და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მის თავ­ზე შავი კვამ­ლი ჩანს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას "კო­მერ­სან­ტი" წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მა­ნამ­დე, აღ­ნიშ­ნულ ავი­ა­ბა­ზა­ზე აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა გა­ის­მა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ო­კუ­პა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამოწ­მებს ვერ­სი­ას საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სა­ცავ­ზე მცი­რე უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტით თავ­დას­ხმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

ეს დღეს ყი­რიმ­ში აფეთ­ქე­ბე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის. მა­ნამ­დე ჯან­კო­ის რა­ი­ო­ნის ქა­ლა­ის (აზო­ვის) და­სახ­ლე­ბა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში ხან­ძა­რი იყო. ინ­ფორ­მა­ცია უკ­რა­ი­ნულ­მა მე­დი­ამ ყი­რი­მე­ლი თათ­რე­ბის მე­ჯლი­სის თავ­მჯდო­მა­რე­ზე, რე­ფატ ჩუ­ბა­როვ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა. "მოხ­სე­ნე­ბა დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მი­დან: წარ­მა­ტე­ბუ­ლი დარ­ტყმა ორ­კე­ბის სამ­ხედ­რო ნა­წილ­ზე ჯან­კო­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქა­ლა­ი­ში (ახ­ლან­დე­ლი აზო­ვი)", - აცხა­დებს ჩუ­ბა­რო­ვი.

მისი თქმით, რუ­სე­თის მიერ დას­მუ­ლი ყი­რი­მის რე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სერ­გეი აქ­სე­ნო­ვი სო­ფელ მა­ის­კო­ე­ში გა­ემ­გზავ­რა, რო­მე­ლიც აზო­ვი­დან 1 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­შიც."ერთ-ერთ სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის დრო­ე­ბი­თი შე­სა­ნახ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცე­ცხლი გაჩ­ნდა, რის შე­დე­გა­დაც საბ­რძო­ლო მა­სა­ლა აფეთ­ქდა“, - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა არა­ვის მი­უ­ღია. მიმ­დი­ნა­რე­ობს ხან­ძრის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

myquiz