როგორ მოვიქცეთ მზის დამწვრობის დროს? | Allnews.Ge

როგორ მოვიქცეთ მზის დამწვრობის დროს?

მზის დამწვრობა ულტრაიისფერი სხივების გადამეტებული ზემოქმედებით გამოწვეული კანის ანთებაა.ანალოგიური დამწვრობა ვითარდება სოლარიუმის ხელოვნური მზის ქვეშ ხანგრძლივად დაყოვნებისასაც.

მზის დამწვრობის სიმპტომები

კანის დამწვარი უბანი წითლდება და ანთებას განიცდის, მასთან შეხება მტკივნეულია;მზის ზემოქმედებიდან რამდენიმე დღეში კანი შესაძლოა შესივდეს, ქერქით ან სითხით სავსე ბუშტუკებით დაიფაროს, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს გამონაყარიც;ზოგჯერ იმატებს სხეულის ტემპერატურა, ასეთ დროს იზრდება ორგანიზმის გაუწყლოების რისკი;სიმპტომთა სიმძიმე დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე: კანის ტიპზე, მზეზე დაყოვნების ხანგრძლივობაზე, მიღებულ სამკურნალო პრეპარატებზე, მზის დამცავი კრემის ხარისხზე.ზოგჯერ მზის დამწვრობის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ ვლინდება, თუმცა მზეზე ხანგრძლივად ყოფნა მაინც აისახება კანზე, ზრდის მისი დანაოჭების, ჭორფლის აღმოცენებისა და კიბოს განვითარების რისკს.

მზის მძიმე დამწვრობისა და დაკვრის სიმპტომები

მძიმე შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები (მათი გამოვლენისას აუცილებელია სამედიცინო დახმარება):

  • ცხელება,
  • თავბრუხვევა,
  • ციებ-ცხელება,
  • გულისრევა,
  • პულსის აჩქარება,
  • სუნთქვის გახშირება,
  • გაუწყლოება,
  • კანზე მტკივნეული ბუშტუკების აღმოცენება,
  • შოკი ცნობიერების (გონების) დაკარგვით.

განაგრძეთ კითხვა

myquiz