"გიდმა აგვიხსნა, ეს ვიტრინა რუსმა ტურისტებმა გაგვიტეხესო... სამწუხაროდ, თან გაქცეულან" - რა მოხდა წინანდლის მუზეუმში და როგორია მუზეუმის ოფიციალური პასუხი | Allnews.Ge

"გიდმა აგვიხსნა, ეს ვიტრინა რუსმა ტურისტებმა გაგვიტეხესო... სამწუხაროდ, თან გაქცეულან" - რა მოხდა წინანდლის მუზეუმში და როგორია მუზეუმის ოფიციალური პასუხი

13 აგ­ვის­ტოს, წი­ნან­დალ­ში ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის სახლ-მუ­ზე­უმ­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბის და­უ­დევ­რო­ბას ექ­სცე­სი მოჰ­ყვა. რო­გორც დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი მაკა მარ­შა­ნია გვიყ­ვე­ბა, ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, რუსი ტუ­რის­ტე­ბი გა­იქ­ცნენ და მათ მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხი არ უგი­ათ.

"მე და ჩემი მე­უღ­ლე წი­ნან­დალ­ში ვის­ვე­ნებ­დით და ჭავ­ჭა­ვა­ძის სახლ-მუ­ზე­უ­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. ჩვენ ცენ­ტრა­ლუ­რი შე­სას­ვლე­ლი­დან არ შევ­სულ­ვართ, "რე­დი­სო­ნი­დან“ ჩა­ვე­დით და პირ­ვე­ლი, რაც თვალ­ში მომ­ხვდა, ის იყო, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ზედა ოთა­ხი­დან მი­საწ­ვდო­მი იყო მუ­ზე­უმ­ში შეს­ვლა, არა­ნა­ი­რი კონ­ტრო­ლი არ იყო. მოხ­და ისე, რომ რამ­დე­ნი­მე ოთახ­ში მოხ­და სხვა ჯგუ­ფებ­თან კვე­თა, რო­მელ­თაც გიდი ჰყავ­დათ, ანუ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გიდს და ჯგუფს შე­უ­ერ­თდეს. გიდი ხომ ვერ გა­არ­ჩევს, ვინ ქუ­ჩი­დან შე­ვი­და და ვინ ტუ­რის­ტულ ჯგუფ­შია? მე­ო­რე დღეს, წა­მოს­ვლის წინ დრო გვქონ­და და ისევ მი­ვე­დით მუ­ზე­უმ­ში, გა­დავ­წყვი­ტეთ ფა­სი­ა­ნი სერ­ვი­სე­ბით გვე­სარ­გებ­ლა - "რე­დი­სო­ნის“ ენო­თე­კა­ში ვი­ყი­დეთ ბი­ლე­თე­ბი და შეგ­ვეძ­ლო მუ­ზე­უმ­ში გი­დის მომ­სა­ხუ­რე­ბი­თაც გვე­სარ­გებ­ლა. ად­მი­ნის­ტრა­ტორს ვუჩ­ვე­ნეთ ბი­ლე­თი და, რა თქმა უნდა, ქვე­მოთ, პირ­ველ ოთახ­ში გაგ­ვიშ­ვა. ჩვენც შე­ვუ­ერ­თდით ქარ­თუ­ლე­ნო­ვან ჯგუფს.

კა­ბი­ნე­ტის ოთა­ხის ზღურ­ბლთან ვხე­დავ, წვრი­ლი მა­ღა­ლი მა­გი­დაა, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ ხა­ვერ­დის ბორ­დოს­ფე­რი ქსო­ვი­ლი დევს. არა­და, წინა დღით ვნა­ხე, იმ ად­გი­ლას ოქ­როს­ფე­რი ჯი­ბის სა­ა­თი, ულა­მა­ზე­სი და თით­ქოს მო­მი­ნან­ქრე­ბუ­ლი პე­რან­გის სა­კინ­ძე­ე­ბი და ნინო ჭავ­ჭა­ვა­ძის უნა­ზე­სი მა­რაო იდო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ნივ­თე­ბი მო­ვი­კი­თხე. მუ­ზე­უ­მის გიდ­მა აგ­ვიხ­სნა, ეს ვიტ­რი­ნა გუ­შინ რუს­მა ტუ­რის­ტებ­მა გაგ­ვი­ტე­ხე­სო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იქ რა აღ­შფო­თე­ბა იქ­ნე­ბო­და დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის მხრი­დან. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ოთახ­ში ბა­რი­ე­რის სა­ხით და­მაგ­რე­ბუ­ლია მსხვი­ლი გამ­ყო­ფი თო­კე­ბი, რაც იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ იმის იქით შეს­ვლა და ნივ­თებ­თან მი­კა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ეს ნივ­თე­ბი თო­კი­დან 20სმ-ზე იდო მი­ნის ვიტ­რი­ნა­ში. რო­გორც გიდ­მა გვი­ამ­ბო, ამ თოკ­ზე რუს ტუ­რის­ტებს ბავ­შვი და­უს­ვამთ და ქა­ნა­ობ­და, მერე ის უკან გა­და­ვარ­დნი­ლა და ვიტ­რი­ნა ჩამ­სხვრე­უ­ლა. მან­ვე და­ა­მა­ტა, - ისე­თი ზრი­ა­ლი იყო, გვე­გო­ნა, შე­ნო­ბა ჩა­მო­იქ­ცაო. მუზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლებს, პირ­ველ რიგ­ში, მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­სპო­ნა­ტებ­ზე გა­და­უ­ტა­ნი­ათ და, სამ­წუ­ხა­როდ, რუსი ტუ­რის­ტე­ბის ოჯა­ხი გაქ­ცე­უ­ლა.

ამა­ზეც აღ­ვშფოთ­დით ყვე­ლა­ნი, იმ შე­ნო­ბი­დან ჭიშ­კრამ­დე ორი წყე­ბა დაც­ვა დგას და რო­გორ უნდა გაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ, ბო­ლოს და ბო­ლოს ვინ­მეს და­ე­რე­კა დაც­ვის­თვის და ეთ­ქვა, - და­ა­კა­ვე­თო. მუ­ზე­უ­მის მთე­ლი ტე­რი­ტო­რია გა­და­კე­ტი­ლია, გა­სას­ვლე­ლის გარ­და, ვერ­სა­ი­დან გა­იქ­ცე­ოდ­ნენ. ისიც თქვეს, რამე რომ ვთქვათ, - აქეთ არ მოგ­ვდგნენ რუ­სე­ბიო. ბავ­შვი რომ დას­ვეს თოკ­ზე და აქა­ნა­ვე­ბენ, ვი­ღა­ცას ხომ უნდა მი­ე­ცა შე­ნიშ­ვნა? ან ჯგუ­ფი რომ გა­მო­დის ოთა­ხი­დან, უკან ხომ უნდა მო­ი­ხე­დო, ვინ­მე დარ­ჩა, თუ - არა. ექ­სპო­ნა­ტე­ბი არ და­კარ­გუ­ლა, მაგ­რამ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა. ნი­ნოს მა­რაო უნა­ტი­ფე­სი და უნა­ზე­სია, სპი­ლოს ძვლის, სიფ­რი­ფა­ნა, უთხე­ლე­სი ფირ­ფი­ტაა და გვი­თხრეს, რომ გა­ტყდა. ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მიდ­გო­მამ გა­მა­გი­ჟა, ახ­ლაც მე-19 სა­უ­კუ­ნე ხომ არაა, რა­ტომ უნდა ვე­ფე­როთ ყვე­ლას? რუსი ტუ­რის­ტი ჩვენს სა­გან­ძურს ანად­გუ­რებს და პა­სუ­ხი რა­ტომ არ უნდა მოვ­თხო­ვოთ? რა­ტომ ვაძ­ლევთ ამ­დე­ნის უფ­ლე­ბას? ამ ფაქ­ტით ისე­თი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და აღ­შფო­თე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რაც იქ დას­ვე­ნე­ბით სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღე, იმ ერთ დღეს ჩამშხამ­და“, - გვიყ­ვე­ბა მაკა მარ­შა­ნია.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით წი­ნან­დლის მუ­ზე­უ­მი ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს: "გვსურს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თოთ წი­ნან­დლის მა­მულ­ში, ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის სახლ მუ­ზე­უმ­ში, მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.წი­ნან­დლის მუ­ზე­უმს ყო­ველ­წლი­უ­რად 100 ათას­ზე მეტი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი სტუმ­რობს. ჩვენ მიერ მუ­ზე­უ­მის მარ­თვის 15-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ი­მე მსგავს ინ­ცი­დენტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

სამ­წუ­ხა­როდ, ერთ-ერთი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი, კერ­ძოდ კი, მშობ­ლებ­თან ერ­თად მუ­ზე­უ­მის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად მო­სუ­ლი ბავ­შვი, უხერ­ხუ­ლად მი­ეყ­რდნო ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის ოთა­ხის დამ­ცავ ბა­რი­ერს, წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და და­ე­ჯა­ხა ოთახ­ში მდგარ ვიტ­რი­ნას, რის შე­დე­გა­დაც და­ზი­ან­და ანა ბაგ­რა­ტი­ო­ნის ნა­ქო­ნი მა­რაო.

პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მა­რა­ოს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მა­ლე­ბი აღ­დგე­ნას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.მუ­ზე­უმ­ში მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს ვი­დე­ო­მო­ნი­ტო­რინ­გი, შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია მუ­ზე­უ­მის ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ მუ­ზე­უმ­მა მი­მარ­თა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ პრო­ცე­დუ­რას. პრო­ცე­დუ­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა ეტა­პის გავ­ლის შემ­დეგ ნივ­თი გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა რეს­ტავ­რა­ტორს და სულ მალე ანა ბაგ­რა­ტი­ო­ნის მა­რაო და­უბ­რუნ­დე­ბა სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცეს.

myquiz