"დაავადების გამო დამიქვეითდა სმენა, მხედველობა, მოძრაობის უნარი..." - რატომ გაქრა ეშტონ კატჩერი | Allnews.Ge

"დაავადების გამო დამიქვეითდა სმენა, მხედველობა, მოძრაობის უნარი..." - რატომ გაქრა ეშტონ კატჩერი

ბოლო პერიოდში ცნობილი მსახიობი იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში და ახლა გაირკვა მიზეზი. აქამდე ამ თემაზე წყვილი არ საუბრობდა. 44 წლის ეშტონი და მისი 38 წლის მეუღლე, ასევე მსახიობი მილა კუნისი ორ შვილს ზრდიან, არ აქვთ სოციალური ქსელი და მთელ თავისუფალ დროს ბავშვებს უთმობენ.

აქამდე საზოგადოება ფიქრობდა, რომ იშვიათი გამოჩენები ოჯახში მეტი დროის გატარების სურვილით იყო გამოწვეული და იმით, რომ წყვილს არ უყვარს საჰარო ცხოვრება. თუმცა აღმოჩნდა, რომ ორი წლის წინ ეშტონს იშვიათი და სერიოზული დაავადება აღმოუჩინეს - ვასკულიტი.

pmg4c7u6tq6suudwbsbura-1660545174.jpg

ეს ავტოიმუნური დაავადებაა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სისხლძარღვების ანთება, საბოლოოდ კი - ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანება. ეშტონმა გულადხილად ისაუბრა, რომ ამ დაავადებამ კინაღამ მხედველობა და სმენა წაართვა, და სიარულიც არ შეეძლო. განაგრძეთ კითხვა